NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს

ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს

25 თებ 2021 პოლიტიკა 172 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ საერთაშორისო გამოხმაურების კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავარი ევროკავშირის და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებია.

ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია, სავარაუდოდ, დიალოგზე მოწოდებებს არ გაიზიარებს.

“რასაკვირველია, ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ თავისი პოზიციები კონგრესშიც და სენატშიც, მათ არ შეუცვლიათ პოზიციები არასდროს მაშინ, როცა კაპიტოლიუმზე შეტევის დროს საკმაოდ მყარი პოზიცია ჰქონდათ და ტრამპის იმპიჩმენტი დააყენეს დღის წესრიგში. ეს არის რეალობა და როცა რეალობაზე ვმსჯელობთ, სახელმძღვანელოდ უნდა მივიღოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის დღევანდელი განცხადება. ეს არის მოწოდება ორივე მხარის მიმართ, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იმსჯელონ პარლამენტში შექმნილ ვითარებაზე და ამ ვითარებიდან გამოსავლის გზებზე, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზებზე. თუ სიტყვა შეშფოთებას ვხმარობთ, შეშფოთება საჭიროა და ნამდვილად ვიზიარებთ ამ შეშფოთების ყველა მიზეზს, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუარესების პერსპექტივას, მაშინ როცა შეიძლება კრიზისიდან უკეთესი შედეგებით გამოვიდეთ.

ვფიქრობ, ოპოზიცია მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია ის, თუ როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს. რასაკვირველია, ჩვენს მიმართ მოთხოვნები არის პრინციპული, საკმაოდ მკაფიო, ზოგ შემთხვევაში მწვავეც, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, თუკი, ოპოზიცია კვლავ ამ დესტრუქციულ რევოლუციურ გზას განაგრძობს, მე არ მგონია, რომ მათ ექნებათ მხარდაჭერა, მათ შორის თავის მომხრეებშიც და საერთაშორისო ასპარეზზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

გამოძვრეს ზეწოლა ოპოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობა 2021-02-25
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გამოძვრეს ზეწოლა ოპოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

შემდეგი სტატია

გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

მსგავსი სტატიები

„შენების მოძრაობამ” თემქის მაჟორიტარობის კანდიდატად გოჩა მსხილაძე წარადგინა

16 სექ 2017
ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ისევ მაღალი მხარდაჭერა მიიღოს – ამაში პირველ რიგში, ვგულისხმობ ეფექტური პროგრამის და განახლებული გუნდის წარდგენას

ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ისევ მაღალი მხარდაჭერა მიიღოს – ამაში პირველ რიგში, ვგულისხმობ ეფექტური პროგრამის და განახლებული გუნდის წარდგენას

ირაკლი შალიკაშვილი 09 მარ 2020
ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების გაქირავების ამერიკულმა ვებგვერდმა ოპერირება დაიწყო – “ევროპული საქართველო” რუსეთისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას ითხოვს

ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების გაქირავების ამერიკულმა ვებგვერდმა ოპერირება დაიწყო – “ევროპული საქართველო” რუსეთისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას ითხოვს

სოსო ელისაშვილი 15 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge