NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

25 თებ 2021 პოლიტიკა 152 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციას ხელისუფლებასთან დიალოგისას წამოყენებული აქვთ ულტიმატუმი და არა წინადადებათა პაკეტი, როგორც თავად მოიხსენიებენ.

მისი შეფასებით, ის ემსახურება მხოლოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებაში დაბრუნებას და არა, არსებული კრიზისის ერთობლივად გადაწყვეტას.

“საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არის განსჯაში, თუ რომელი მხარეა მართალი. ჯერ ჩვენს საზოგადოებაზე ვილაპარაკებ, სანამ საერთაშორისოს მივადგებით. არიან ადამიანები, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ეს შეძახილები, ინტენსიური პრესინგი, აგრესია არის ის, რაც ხელისუფლებაში დააბრუნებს სააკაშვილს, არიან მეორენი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ გავრილოვმა, რომელსაც არანაირი ავტორიტეტი არ აქვს თავის ქვეყანაში, შეიძლება შეცვალოს საერთაშორისო კურსი, მაგრამ მერე დაინახეს, რომ არც ევროკავშირს მოაკლდა ჩვენი პოზიციები და არც ნატოს. დააკვირდით, როგორც კი აქტიურდება ლაპარაკი – იქ ნატოს სწავლებების, გემი შემოვიდა, ინტენსიური თემა წავიდა რეგიონალური უსაფრთხოების და ბალანსის თაობაზე, ისევ რაღაც პროცესი მიდის.

გიგი წერეთელს რომ ვუსმენდი, მეცინებოდა, იმიტომ, რომ ჩამოყალიბებულად საუბრობს ისე, რომ შეიძლება ვიღაც ადამიანმა, ვინც დღეს დაინახა ან მარსიდან ჩამოვიდა, იფიქროს, რომ მართალია ეს კაცი, მწარედ მეცინებოდა. პაკეტი შემოგვაქვსო, ისე ამბობს, გეგონება, პაკეტი შემოაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთად მოვილაპარაკოთ როგორ გადავრჩეთ ამ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და კრიზისს. რეალურად, შემოაქვთ პაკეტი, თქვენ უნდა წახვიდეთ და მიშა უნდა მოვიდეს სააკაშვილი და დანარჩენი გუნდი, რომელსაც როცა უნდათ, მაშინ ჩააყოფინებენ თავს საცივში, მისი თამადობით. ვგულისხმობ, სააკაშვილს და იმ ხალხს, ვისაც ისე ადვილად ეუბნებიან, რომ საცივში ჩაყავი თავი, ამოყავი, ამცირებენ და მოსწავლე ახალგაზრდობასავით არიან მის გარშემო შეკრებილი. ისე ლაპარაკობს გიგი წერეთელი, თავისი პარტიის სახელით, თითქოს, რაღაც დიპლომატიის ოლიმპოზეა ასული. ეს არის ულტიმატუმი და არანაირი პაკეტი ეს არ არის,”-განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

ულტიმატუმი წინადადებათა პაკეტი 2021-02-25
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ულტიმატუმი წინადადებათა პაკეტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

შემდეგი სტატია

კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

მსგავსი სტატიები

„ნინო ბურჯანაძე და მისი თანაგუნდეები არიან პოლიტიკური ნაგვები“

03 ოქტ 2017
პაატა სალია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მხრიდან „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სასამართლო დავის დაწყებაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც სარჩელს გაეცნობა

პაატა სალია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მხრიდან „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სასამართლო დავის დაწყებაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც სარჩელს გაეცნობა

ირაკლი შალიკაშვილი 17 ოქტ 2019
„აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება“

„აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება“

სოსო ელისაშვილი 16 მარ 2018

უახლესი ამბები

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge