NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„ქართული ოცნება“ საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს – სიმბოლურია, რომ ტრაგიკული მოვლენებიდან 100 წლისთავზე დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი

„ქართული ოცნება“ საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს – სიმბოლურია, რომ ტრაგიკული მოვლენებიდან 100 წლისთავზე დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი

25 თებ 2021 პოლიტიკა 134 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სიმბოლურია, რომ ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 100 წლისთავზე საქართველოში დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი, რითაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს ჩვენს სახელმწიფოს და ქვეყანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა კოჯორში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ოპოზიციის წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს.

„რეალობაა ის, რომ ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 100 წლისთავზე, ჩვენ კვლავ გვიწევს იგივე ბრძოლის გამართვა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის დასაცავად. სამწუხაროდ, უკანასკნელ დღეებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი გადაწყვეტილებით ამ ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. რეალურად, გაგვაფრთხილეს, რომ ჩვენი ქვეყანა საგრძნობლად დაშორდა ევროატლანტიკური მომავლის კურსს. ჩვენმა მეგობრებმა ასევე გაგვაფრთხილეს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის გზა სწორედ ევროპასა და ნატო-ში ჩვენი მომავალია. ის ხალხი, ვის მემორიალთანაც მოვედით, სწორედ დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ბრძოლაში დაეცნენ. ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებამდე გაგრძელდება. ამისთვის აუცილებელია ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი, რადგან სწორედ ასე მივალთ იქამდე, რასაც ჰქვია ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მყარი გარანტიები. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი ბრძოლა. სიმბოლურია, რომ ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 100 წლისთავზე საქართველოში დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი, რითაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს ჩვენს სახელმწიფოს და ქვეყანას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

კომენტარები

დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს სიმბოლურია ტრაგიკული მოვლენები 2021-02-25
ირაკლი შალიკაშვილი
Tags დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს სიმბოლურია ტრაგიკული მოვლენები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იმ უგუნური შტურმის შემდეგ ფეხზე დადგა სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა – თუ ხელისუფლება დროულად არ მოეგება გონს, შემდეგი ნაბიჯი უკვე სანქციები იქნება

შემდეგი სტატია

ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება და მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა – მოქალაქეებს ვთხოვ, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს

მსგავსი სტატიები

საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციამ გერმანიაში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციამ გერმანიაში ვიზიტი დაასრულა

სოსო ელისაშვილი 28 მარ 2018
“გუნდის დაშლის ან ვინმეს გარიცხვის ნიშანწყალი აღარ არსებობს”

“გუნდის დაშლის ან ვინმეს გარიცხვის ნიშანწყალი აღარ არსებობს”

24 იან 2019

ბახტაძე: 2018 წელს კერძო სექტორის ხელშეწყობის მიმართულებით ფინანსთა სამინისტროში რეფორმები განხორციელდება 

13 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge