NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

24 თებ 2021 კულტურა 606 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

News. ge გთავაზობთ პოეტი და პროზაიკოსის, გერმანისტის ბელა ჩეკურიშვილის ბლოგზე  გამოქვეყნებულ ჩანახატს: “როგორ მოვიპაროთ მილიონი”.

 

“ეს უნატიფესი ნივთი, რომელიც ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმშია გამოფენილი, ოქროს სამარილეა.

დამზადებულია გვიანდელი რენესანსის ეპოქის მოქანდაკისა და ოქრომჭედლის ბენვენუტო ჩელინის მიერ 1540-43 წლებში  პარიზში, საფრანგეთის მეფის ფრანსუა პირველის სუფრისთვის, სადაც მას სახელოსნო ჰქონდა.

სამარილეზე გამოსახული (გნებავთ გამოძერწილი) ფიგურები ზღვების ღმერთი ნეპტუნი და მიწის ქალღმერთი ტელუსი არიან, რომლებიც ფეხებს ერთმანეთში ხლართავენ, რითაც დედამიწისა და წყლის კავშირს გვიდასტურებენ.  მათ გვწერდითის პატარა სახლუკა კი, პილპილისთვის უნდა ყოფილიყო გამიზნული.

ჩელინის მიერ დამზადებული საოქრომჭედლო ნიმუშებიდან  ეს  ერთადერთი ნივთია შემორჩენილი და ამ ერთსაც უცნაური ბედი დაჰყვა: მისი დამზადება ხელოვანს ფერარას კარდინალმა  იპოლიტო დ`ესტემ შეუკვეთა, თუმცა კი, მისი ესკიზი რომ ნახა, შეუძლებლად მოეჩვენა მისი განხორციელება და უარი უთხრა. ჩელინიმ კი სანთელში ჩამოსხმული მოდელი მოგვიანებით საფრანგეთში წაიღო და სამარილე ფრანსუა პირველს დაუმზადა.

მოხდა ისე, რომ ჩელინის სამარილე შარლ მეცხრემ ტიროლის ერცჰერცოგს ფერდინანდ მეორეს აჩუქა, მადლობის ნიშნად. (აქ ისტორია უცნაურ რამეს გვიამბობს: ტიროლის ერცჰერცოგმა ქორწილში მეფე შეცვალა). ამის შემდეგ სამარილე მე-19 საუკუნემდე ამბრასის სასახლეში ინახებოდა, ვიდრე მას ვენაში გადაიტანდნენ.

“ჩელინის ეს ულამაზესი ნივთი დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა, ისე რომ მისი ავტორიც კი არ ახსოვდათ, ვიდრე იოჰან ვოლფგანგ გოეთემ არ მოიკითხა, რომელიც ჩელინის ბიოგრაფიაზე მუშაობდა. მაშინ კი აქტიურად დაიწყეს მიკარგული ნივთის მოძიება. და როცა ვაიმარის ჰერცოგი კარლ ავგუსტი (ვის მრჩევლადაც გოეთე მუშაობდა) ვენაში ჩავიდა, მან ამბრასის სასახლიდან ვენაში ჩატანილი ნივთები კარგად დაათვალიერა და მათ შორის გოეთეს მიერ აღწერილი სამარილეც აღმოაჩინა.”

2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა.

კინომოყვარულები კი, ჩელინის სახელის მოსმენისას აუცილებად გაიხსენებენ ჰოლივუდის კომედიას „როგორ მოვიპაროთ მილიონი“ ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნის და პიტერ ოტულის მონაწილეობით.

გაიხსენებენ, თუმცა კი ვერ წარმოიდგენენ, რომ რენესანსის ოსტატის ერთადერთი საოქრომჭედლო ნიმუში მართლაც მოიპარეს ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმიდან 2003 წელს და თანაც ჰოლივუდის ფილმის სცენარის მსგავსად: მუზეუმში მოილოდნელად გაითიშა სიგნალიზაცია, დაცვა მაშინვე სათადარიგო სიგნალიზაციაზე გადავიდა, ხოლო მეორე დილით მუზეუმის დასუფთავებისას დამლაგებლებმა აღმოაჩინეს, რომ ჩელინის სალიერა დაკარგულიყო. ქურდს მხოლოდ 46 წამი ჰქონდა მოქმედებისთვის და მან ეს მოასწრო. სალიერა სამი წელი იყო გაუჩინარებული. დამნაშავემ, 47 წლის რობერტ მანგმა, რომელსაც ვენაში სიგნალიზაციის სამონტაჟო ფირმა ჰქონდა, მუზეუმის სიგნალიზაციაში რაღაც დეფექტი აღმოაჩინა და ამით ისარგებლა. სამი წლის თავზე  მან პოლიციასთან ვაჭრობა დაიწყო: ინკოგნიტოდ გაუგზავნა ნეპტუნის სამკაპა და 10 მილიონი მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სალიერას გადადნობით იმუქრებოდა (ვიდეოზე გადავიღებ როგორ ვადნობ და გამოგიგზავნითო). პოლიციამ მას მიაგნო. რენესანსის ხელოვნების ნიმუში ყუთით იყო მიწაში ჩაფლული ტყეში. რობერტ მანგი გაასამართლეს და ხუთი წელი მიუსაჯეს, თუმცა, ორი წლისა და 9 თვის მერე გაათავისუფლეს.

ჩელინის სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის.

ვენაში რომ მოხვდებით, აუცილებლად ნახეთ. ფოტოსაც გადაგაღებინებენ…”

კომენტარები

ბელა ჩეკურიშვილი ბენვენუტო ჩელინი 2021-02-24
ნინო ჩხეიძე
Tags ბელა ჩეკურიშვილი ბენვენუტო ჩელინი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

შემდეგი სტატია

კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

მსგავსი სტატიები

უზბეკი მომღერლის მიერ შესრულებული განდაგანა… (ვიდეო)

უზბეკი მომღერლის მიერ შესრულებული განდაგანა… (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 18 თებ 2022

საქართველო ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

04 ოქტ 2017
ხატია ბუნიათიშვილი: ბედნიერი ვარ და დიდი პატივია ვიყო Cartier-ს ელჩი

ხატია ბუნიათიშვილი: ბედნიერი ვარ და დიდი პატივია ვიყო Cartier-ს ელჩი

ნინო ჩხეიძე 06 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge