NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ღიმილიანი “ჰელოუ”

ღიმილიანი “ჰელოუ”

23 თებ 2021 კულტურა 557 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ჩემთვის მოგონებები ცხოვრების მორევში ჩაკარგული ცრემლიანი მარგალიტებია, რომლებიც ისე უნდა ამოიყვანო ფსკერიდან შლამი არ ამოჰყვეს” – ლილი ფოფხაძე.

ღიმილიანი “ჰელოუ”

“ნოემბრის თვეში, ზამთრის პირზე, აქ ჩამტკბარი შემოდგომის დღეები იცის. ქუჩები ხალხითაა სავსე. ასეთ დროს შინ ჯდომა ” დანაშაულია”. ჰოდა, მე და ჩემი ქალიშვილი სასეირნოდ წავედით. თამუნა დეიდამისს ელაპარაკება, თბილისში. მე უკან მივყვები. რა ფიქრები აღარ მიტრიალებს თავში. ხუთი წელი…ხუთი წელი გავიდა, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. ილიას სიტყვები გამახსენდა:  ”ეს მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის სამშობლოს მოშორებია…ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია…” და სწორედ ამ დროს, წინ ამესვეტა ორი ჭაღარა ამერიკელი  – გაშალეს მკლავები და ისეთი მომხიბვლელი და ღიმილიანი ”ჰელოუ” შემომაგებეს, ვიფიქრე, ემანდ თან არ გამიყოლონ- მეთქი…თამუნას ვუთხარი, ამცნე ჩემ დაიკოს, რომ მამაკაცები აქაც არ მასვენებენ, ხომ უნდა იცოდეს, რა დღეში ვარ… ჩემმა ქალიშვილმა ”დამამშვიდა”: ნუ ღელავ, დედიკო, აქ უცნობებიც ერთმანეთს ესალმებიანო. მე გამოვტაცე ხელიდან ტელეფონი და შევჩივლე ნანიკოს, აი ასეთი შვილები მყავს, დაია, გახარებას არ დაგაცლიან – მეთქი. ბოლოს, საუბარს რომ მორჩნენ, თამუნა გამომიტყდა, ნანიკოს უთქვამს, ეგეთ ლაპარაკს თავი დაანებეთ, თორემ მაგან თუ რამე დაიჩემა და გაჯიქდა, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებს, მართლა გაგითხოვდებათ, თავის პენსიას და სხვა ”შეღავათებს” გაიყოლებს და დარჩებით პირში ჩალაგამოვლებულიო. ბევრი ვიცინეთ…

ამასობაში სილამაზის სალონს მივადექით. თამუნამ, მოდი შევიდეთო. გაგვიმართლა, ორი სტილისტი თავისუფალი იყო და შეუდგნენ ჩვენს გალამაზებას. ცოტა ხანში გაიღო სალონის კარი და ეტლით შემოაგორეს ძვირფას სამოსში გამოწყობილი,  ერთიანად ჩამომხმარი უსქესო არსება, კაცი იყო თუ ქალი, ვერ მიხვდებოდი. ასაკით ერთი საუკუნის იქნებოდა. თავზე ბერეტი ეხურა და თეთრი ხელთათმანები ეცვა. სალონის თანამშრომლები დიდი პატივისცემით შეეგებნენ. ტაშიც კი დაუკრეს. მერე ეტლიდან სავარძელში გადმოასკუპეს და ფეხები თბილ წყალში ჩააყოფინეს ”პედიკიურის” გასაკეთებლად. ჩემმა სტილისტმა გაოცება შეგვატყო და ჩაილაპარაკა, ეს ქალბატონი 100 წლისააო. გავშტერდით. ამ ხნის ადამიანი ასე ახლოდან  არასდროს გვენახა. ეტყობა, მდიდარი ოჯახიდან იყო. ალბათ ცხოვრებაში არ გაჭირვებია, ყველაფერი ჰქონდა, რასაც ისურვებდა, მაგრამ მაინც შემეცოდა. თავჩაქინდრული იჯდა. ხმა არ ამოუღია. ყველას თვალს არიდებდა. მსახურ ქალს, ვინც მოიყვანა, მხოლოდ ერთხელ გადაულაპარაკა, ბერეტი მომხადეო. მოხადეს და გულზე შემომეყარა – მელოტი იყო. შემეშინდა, წავიდეთ აქედან, ბუა ქალია- მეთქი, ვუთხარი თამუნას. მერე მაინც შემეცოდა – ისე უხერხულად გრძნობდა თავს, ისეთი საბრალო შესახედი იყო, თითქოს ბოდიშს იხდიდა, მაპატიეთ, ასე დიდხანს რომ ვიცოცხლეო…ვინ იცის, იქნებ გათენებაც არ უხარია, იქნებ თავისიანი აღარავინ შემორჩა და სიკვდილს ნატრობს…ღმერთო ჩემო, რა საოცრება აღარ ხდება ამ ქვეყანაზე, რას არ ახერხებენ ადამიანები – კოსმოსში დაფრინავენ, მთვარეზე სხდებიან, დედამიწას გარს უვლიან და ეს ბედკრული ქალი კი სიკვდილს ვერ ახერხებს…  ცოდოა, აბა რა…უფალს დავიწყებიაო, ამბობენ ასეთ ”იღბლიანებზე”, მაგრამ ვინ იცის, წუთისოფელს შემორჩენილ მოხუცთაგან ვის რა უდევს გულში… რა აწუხებთ, რას შესთხოვენ უფალს…     

” რატომ არ მკლავ, ღმერთო,                                                                                                                                                                                                                                                                     დედამიწას არაფერი ამშვენებს ჯვარივით”.    ( ბ. ხ.).        

რა მწარე სტრიქონებია… გული ჩამწყდა. თანაც გვიანია, როგორმე უნდა დავიძინო… და ვიდრე ბალიშზე დავდებდე თავს, პირჯვარს გადავიწერ, ის ბუა ქალი რომ არ დამესიზმროს. “

კომენტარები

აშშ ლილი ფოფხაძე 2021-02-23
ნინო ჩხეიძე
Tags აშშ ლილი ფოფხაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჯო ბაიდენი ჟურნალისტებს: არ ვიცოდი თუ დამხვდებოდით თეთრი სახლის ეზოში, თორემ აუცილებლად სათითაოდ ყველას გაგიკეთებდით ყავას (ვიდეო)

შემდეგი სტატია

მიხეილ სააკაშვილი: ნიკა მელიას დაცვა, ეს მელიას დაცვა კი არ არის მარტო, ეს არის საქართველოს გადარჩენა დიქტატურისგან

მსგავსი სტატიები

კიმ კარდაშიანი და დემნა გვასალია Met Gala-ს ღონისძიებაზე (ვიდეო)

კიმ კარდაშიანი და დემნა გვასალია Met Gala-ს ღონისძიებაზე (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 15 სექ 2021
საინტერესო ფაქტები ალენ დელონის ცხოვრებიდან

საინტერესო ფაქტები ალენ დელონის ცხოვრებიდან

anna 19 მაი 2022

მერილინ მენსონი-“არ მომწონს გოგოებთან ჩხუბი, არ ვიჩხუბებ ჯასტინ ბიბერთან”

19 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

    ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

  • მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

    მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

  • “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

    “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

  • ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

    ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

  • პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

    პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

  • ვადიმ ბოიჩენკო:  მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

    ვადიმ ბოიჩენკო: მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

  • ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

    ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge