NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ღარიბაშვილი ელისაშვილს: თქვენ აყოლილი ხართ „ნაცმოძრაობის“ რაღაც ნარატივს. უნდა დავაზუსტოთ, რომ მე არ ვებრძვი ოპოზიციას

ღარიბაშვილი ელისაშვილს: თქვენ აყოლილი ხართ „ნაცმოძრაობის“ რაღაც ნარატივს. უნდა დავაზუსტოთ, რომ მე არ ვებრძვი ოპოზიციას

23 თებ 2021 პოლიტიკა 120 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თქვენ აყოლილი ხართ „ნაცმოძრაობის“ რაღაც ნარატივს. უნდა დავაზუსტოთ, რომ მე არ ვებრძვი ოპოზიციას, ვებრძვი ჩვენი ქვეყნის როგორც შიდა, ისე გარე მტრებს, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ -მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე განმარტებით, ის ებრძვის ადამიანებს, ვინც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, ტერიტორიები დააკარგინა ქვეყანას, გაყიდა ისტორიული მიწები და 100 ათასობით საქართველოს მოქალაქეს პატივი, ღირსება და ნამუსი აჰყარა.

„მე არ ვებრძვი ოპოზიციას და თქვენ ნუ ხართ აყოლილი, გამოდით ამ კომპლექსიდან, „ნაცმოძრაობის კომპლექსიდან“. მე ვიცი, რომ თქვენ ხართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ამიტომ ზიხართ აქ, პარლამენტში. მე ოპოზიციას კი არ ვებრძვი, არამედ ვებრძვი იმ ადამიანებს, ვინც უზარმაზარი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, ვინც ტერიტორიები დაგვაკარგინა, ვინც გაყიდა ჩვენი ისტორიული მიწები, ვინც 100 ათასობით ჩვენს მოქალაქეს პატივი, ღირსება, ნამუსი აჰყარა, ვინც ბიზნესები დაანგრია, აწამა, დატანჯა ჩვენი მოსახლეობა. ამ ხალხს ვებრძვი და მე, რიგითი პოლიტიკოსი და რიგითი მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი ქვეყნის მტრები ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. თქვენ თუ ამ განსხვავებას ვერ ხედავთ, მაშინ არ ვიცი, რაზე უნდა გესაუბროთ. როდის დაინახეთ, რომ მე ოპოზიციას ვებრძვი? ასეთი განზოგადებული კითხვა საიდან მოგდით? მე მაქვს ჩემი მკაფიო პოზიცია და ამ პოზიციას მე ვერ შემაცვლევინებს ვერავინ, იმიტომ, რომ ამ ადამიანებთან როგორ შეიძლება ნორმალურმა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა ისაუბროს?! თქვენ იდექით მათთან ერთად და კარგია, რომ გამოეცალეთ და დისტანცირება მოახერხეთ და ნუთუ, ვერ ხედავთ განსხვავებას?!“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

TOP ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიცია 2021-02-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკა მელია: ჩვენ დაგამარცხებთ! მონობა ახლა მარცხდება, აქ და ახლა!

შემდეგი სტატია

How Recognizing Your Brain Will help you Learn

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი: ახლა დაირაზმება ოპოზიცია და რას იზამენ, პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევენ?

მიხეილ ყაველაშვილი: ახლა დაირაზმება ოპოზიცია და რას იზამენ, პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევენ?

ნინო ჩხეიძე 16 თებ 2021
„ეს არის მათთვის ბოლო გაფრთხილება, რომ ასეთი რაღაც არ უნდა განმეორდეს“

„ეს არის მათთვის ბოლო გაფრთხილება, რომ ასეთი რაღაც არ უნდა განმეორდეს“

29 აგვ 2018
„ქართული ოცნების“ არცერთ წევრს არ აქვს იმის დრო, რომ მათ უნიჭო პოლიტიკურ წარმოდგენებში მონაწილეობა მიიღოს

„ქართული ოცნების“ არცერთ წევრს არ აქვს იმის დრო, რომ მათ უნიჭო პოლიტიკურ წარმოდგენებში მონაწილეობა მიიღოს

06 თებ 2018

უახლესი ამბები

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

  • ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

    ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

  • ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

    ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

  • დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

    დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო  შეხვედრები იწყება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge