NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“ვინ გაგვიგებს და ვინ შეძლებს ამ ფატალური აბსურდის ახსნას და გაგებას? არც არავინ! და მიგვიშვებენ ჩვენს ჭკუაზე”

“ვინ გაგვიგებს და ვინ შეძლებს ამ ფატალური აბსურდის ახსნას და გაგებას? არც არავინ! და მიგვიშვებენ ჩვენს ჭკუაზე”

23 თებ 2021 საზოგადოება 127 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“ეს ყველაფერი ხდება ერთი მარტივი მიზეზის გამო; ყველანაირ არაკაცობას, თუნდაც ასი წლის წინათ მომხდარს, ჰყავდა და ჰყავს თავისი ინტელექტუალური მხარდამჭერები; ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფრის გამართლება, ახსნა, კონფორმისტული დუმილი და ბოროტებასთან თანამშრომლობა.
ცხადია, შეუძლებელია შიშველი ხელებით შეიარაღებულ ხვადაგებთან გამკლავება, მაგრამ შესაძლებელია პირქუში, დუმილიანი ბოიკოტი.
ეს ყველას შეუძლია. ყველას, ვისაც გააჩნია ელემენტარული ღირსება, რომ უბრალოდ ხელი არ ჩამოართვას, „გამარჯობა“ არ უთხრას, არ ითანამშრომლოს ნაძირალასთან და ნაძირლობასთან. და ნაძირალას განსაზღვრება აღარ არის უკვე ბუნდოვანი. ასი წლის წინათაც ვიცოდით და ახლაც ვიცით. უამრავი ქართველის სიცოცხლე, რამდენიმე თაობის აწმყო და მომავალი, ქართული მიწის უზარმაზარი ნაფლეთები შეეწირა ბოროტებასთან კონფორმიზმს და თანამშრომლობას. ახლაც ეწირება და შეეწირება.
ქვეყანა სრულ ქაოსშია. დაკარგული აქვს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ორიენტაცია. თავბრუდახვეული ბარბაცებს. წარმოგიდგენიათ ჭკუათმყოფელი უცხოელი ინვესტორი, რომელიც ამ არასტაბილურ, კორუპციითა და ნეპოტიზმით გამოხრულ ქვეყანაში რაიმე ფინანსურ ინვესტიციას ჩადებს? წარმოგიდგენიათ რომელიმე დემოკრატიული პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც იმ ქვეყანას დაუდგება გვერდით, რომლის მოსახლეობასაც ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზეც ვერ მოუხერხებია გაერთიანება და ორად არის გახლეჩილი? ვინ გაგვიგებს და ვინ შეძლებს ამ ფატალური აბსურდის ახსნას და გაგებას? არც არავინ! და მიგვიშვებენ ჩვენს ჭკუაზე. ჩვენი ჭკუა კი … ჩვენი ჭკუის ნაყოფს ვიმკით აგერ თუნდაც ბოლო ასი წლის განმავლობაში…”,  – წერს სოციალურ ქსელში აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული.

კომენტარები

ექიმი ზურაბ გურული 2021-02-23
ნინო ჩხეიძე
Tags ექიმი ზურაბ გურული
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ხუხაშვილი: ანუ, ახლა აპირებთ ნახევარი საქართველოს განეიტრალებას, მეორე ნახევრის სასარგებლოდ?

შემდეგი სტატია

ლუკ კოფი: …მარტო პუტინი იგებს

მსგავსი სტატიები

TI: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომელთა ხელფასების გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს

TI: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომელთა ხელფასების გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს

07 მაი 2018
საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 05 დეკ 2019
“ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ …”

“ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ …”

ნინო ჩხეიძე 24 მარ 2020

უახლესი ამბები

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

  • ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

    ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

  • ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

    ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

  • დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

    დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო  შეხვედრები იწყება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება

  • ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

    ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge