NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ულტიმატუმის დაყენების გზით მოლაპარაკება არ არის მოლაპარაკება

ულტიმატუმის დაყენების გზით მოლაპარაკება არ არის მოლაპარაკება

22 თებ 2021 პოლიტიკა 72 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ქართული ოცნების” დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისთვის ყველა კონსტიტუციური შეთავაზება “ქართული ოცნების” მხრიდან დაყენებულია და ახლა ოპოზიციის ჯერია. ამასთან, სარჯველაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკებებს რაიმე ფორმით ხელს არ უწყობს, არასწორია.

“არასწორია შეფასება, რომ მოლაპარაკებებს რაიმე ფორმით შეიძლება ხელს არ ვუწყობდეთ. პირიქით, მთავარი გზავნილი, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამბობს, ესაა მოლაპარაკების გზით საკითხების გადაჭრა. დღის წესრიგში ეს რჩება მთავარ საშუალებად პოლიტიკური პროცესების წარმართვისა, განსხვავებით გარკვეული ოპოზიციური ძალებისგან, რომელთაც მართლაც აქვთ სრულიად დესტრუქციული დღის წესრიგი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში რაც მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობა ამას მკაფიოდ აღიქვამს. ყველა კონსტიტუციური შეთავაზება, რაც შეიძლება ყოფილიყო, პოლარიზაციის განმუხტვისთვის, შეთავაზებულია “ქართული ოცნების” მხრიდან და ჯერი ოპოზიციაზეა”,- განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს დიალოგის თაობაზე, სარჯველაძე ამბობს, რომ ულტიმატუმის დაყენების გზით მოლაპარაკება, მოლაპარაკება არ არის.

“თუ ვინმეს გონია, რომ მოლაპარაკება ნიშნავს ულტიმატუმის დაყენებას და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოლაპარაკებას, თუ ულტიმატუმი შესრულდება, ის ამ შემთხვევაში მწარედ ცდება. ეს არ არის მოლაპარაკება. მოლაპარაკება არის პროცესი, როდესაც მხარეები უნდა შეეცადონ, რაც შეიძლება მეტი იპოვონ სართო ხედვის წერტილი. ულტიმატუმის დაყენების გზით მოლაპარაკება არ არის მოლაპარაკება. ეს არის სრულიად არაკონსტიტუციური”,- განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

მოლაპარაკება ულტიმატუმი 2021-02-22
ირაკლი შალიკაშვილი
Tags მოლაპარაკება ულტიმატუმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვაღიაროთ, ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფოსგან ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გაეცა მარგინალური ძალების მიერ ორგანიზებულ ძალადობას

შემდეგი სტატია

“კანონიერ წინააღმდეგობას გავუწევთ სამართალდამცველებს, რათა არ მივცეთ საშუალება, დააპატიმრონ პარტიის თავმჯდომარე”

მსგავსი სტატიები

შეასრულეთ ხალხის მოთხოვნა თუ არ გინდათ, რომ გახარიას გადარჩენის მცდელობას გადააყოლოთ სამოქალაქო მშვიდობა

შეასრულეთ ხალხის მოთხოვნა თუ არ გინდათ, რომ გახარიას გადარჩენის მცდელობას გადააყოლოთ სამოქალაქო მშვიდობა

ირაკლი შალიკაშვილი 25 ივნ 2019
დროებითი საგამოძიებო კომის​ია დღეს გახარიას, შოთაძესა და წულუკიანს გამოკითხავს

დროებითი საგამოძიებო კომის​ია დღეს გახარიას, შოთაძესა და წულუკიანს გამოკითხავს

03 აგვ 2018

კობა ნაყოფია საგარეო უწყებას მისი უკრაინაში არშეშვების მიზეზის დადგენას სთხოვს

16 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

  • ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

    ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

  • “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

    “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

  • უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა  (ვიდეო)

    უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა (ვიდეო)

  • სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

    სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

  • ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

    ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge