NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მეგობრებო, გადმოდგით ნაბიჯი, ნუ გაქვთ განცდა და კომპლექსი, რომ მოლაპარაკება სისუსტეა – მოდით გონს და ვიაროთ სიტუაციის განმუხტვის გზით, სხვა ყველა გზა ჩიხია

მეგობრებო, გადმოდგით ნაბიჯი, ნუ გაქვთ განცდა და კომპლექსი, რომ მოლაპარაკება სისუსტეა – მოდით გონს და ვიაროთ სიტუაციის განმუხტვის გზით, სხვა ყველა გზა ჩიხია

22 თებ 2021 პოლიტიკა 122 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მეგობრებო, გადმოდგით ნაბიჯი მოლაპარაკებებისკენ, ნუ გაქვთ იმის განცდა და კომპლექსი, რომ მოლაპარაკება არისსისუსტე, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე ხელისუფლებას.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ოპოზიციას უკან დასახევი გზა აღარ დაუტოვა.

„მოდით, გულწრფელები ვიყოთ, ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. თუ ხელისუფლება შტურმს გადაწყვეტს, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის და თვითონ ხელისუფლებისთვის. ეს იქნება კატასტროფა ბევრი უდანაშაულო ადამიანისთვის. ჩვენ ხელისუფლებამ უკან დასახევი გზა უბრალოდ აღარ დაგვიტოვა. მთელი 8 წელიწადი ხელისუფება ყველაფერს აკეთებდა, რომ მილიონზე მეტი საკუთარი თანამოქალაქე საკუთარ ქვეყანაში მეორეხარისხოვან მოქალაქედ გამოეცხადებინა, რომელსაც შეგიძლია აგინო, აფურთხო, შეურაცხყო, დაამცირო, ყველა კანონის სიმკაცრე გაავრცელო და ეს ყველაფერი დაუსჯელი დარჩეს. ამიტომ, ერთ მხრივ, ჩვენ ვართ მტკიცე, როგორც არასდროს. მშვიდი, როგორც არასდროს. ამავე დროს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს. სწორედ ამით არის ნაკარნახევი ის ნაბიჯი, რომელიც ყველამ ერთად ჩვენი პარტნიორების თხოვნით მივიღეთ“,-განაცხადა უგულავამ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია არ დახურავს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის დარჩენილ პატარა სივრცეს, რადგან უგულავას თქმით, ისინი კონსტიტუციურ უფლებებს იცავენ.

„ ამავე დროს, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ უკან არ დავიხევთ იმიტომ, რომ უკან დასახევი უბრალოდ აღარ არის. მეგობრებო, გადმოდგით ნაბიჯი მოლაპარაკებებისკენ, ნუ გაქვთ იმის განცდა და კომპლექსი, რომ მოლაპარაკება არის სისუსტე. შეცდომა შესაძლოა ყველას მოუვიდეს, განსაკუთრებით ჩვენს ავ-ბედით სასამართლოს. ამიტომ, მოდით გონს და ვიაროთ სიტუაციის განმუხტვის გზით. სხვა ყველა გზა არის ჩიხი“, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას.

კომენტარები

ვადამდელი არჩევნები მოლაპარაკების მაგიდა 2021-02-22
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ვადამდელი არჩევნები მოლაპარაკების მაგიდა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არსებობს თუ არა შეთანხმების რესურსი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის – დასავლელი პარტნიორები მხარეებს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ

შემდეგი სტატია

ვაღიაროთ, ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფოსგან ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გაეცა მარგინალური ძალების მიერ ორგანიზებულ ძალადობას

მსგავსი სტატიები

ქუცნაშვილი: სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას არ ველოდები

09 დეკ 2017

„ხელისფლებამ უნდა გადადგას ყველა ნაბიჯი ტატუნაშვილის საქმის კვალიფიკაციის შესაცვლელად“

06 ივნ 2018

“ვინ ვართ და სად ვართ – ამის გააზრების სირთულე ქმნის თავისუფლებისაკენ ნაბიჯის გადადგმის სირთულეს”

20 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

  • ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

    ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

  • “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

    “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

  • უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა  (ვიდეო)

    უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა (ვიდეო)

  • სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

    სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

  • ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

    ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge