NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონსტრუქციულობანას თამაშობს

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონსტრუქციულობანას თამაშობს

22 თებ 2021 პოლიტიკა 77 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონსტრუქციულობანას თამაშობს – ეს უფრო ფასილიტატორებთან პრანჭვას ჰგავს, შეთანხმების საფუძველი პრაქტიკულად არ არსებობს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ 25 თებერვალს დაგეგმილი აქციის გადადება გაუგებარია, რადგან მშვიდობიანი აქცია მოლაპარაკებებს ხელს არ უშლის.

„ოპოზიცია ცდილობს, ითამაშოს კონსტრუქციულობანა იმიტომ, რომ კონსტრუქციულობის და შეთანხმების საფუძველი პრაქტიკულად არ არსებობს, თუ გავითვალისწინებთ თუნდაც ახალი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გამოსვლას, რომელიც აბსოლუტურად საომარი რიტორიკითაა გაჟღენთილი და მოლაპარაკებების სივცეს, ფაქტობრივად, არ აჩენს. უფრო კონსრტუქციულობის იმიტაციებთან გვაქვს საქმე ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც, ვიდრე რეალური მოლაპარაკების სივრცის აღქმასთან. ოპოზიციის აქციის გადადება, რატომ უკავშირდებოდა მოლაპარაკებებს ჩემთვის გაუგებარია იმიტომ, რომ მშვიდობიანი აქციები თუ გაქვს დაგეგმილი, კი ბატონო, ჩაატარე და ეს მოლაპარაკებების პროცესს არაფრით ხელს არ უშლის.

ეს ყველაფერი იმიტაციებს ემსგავსება იმიტომ, რომ შეუძლებელია ერთის მხრივ ილაპარაკო მოლაპარაკებებზე და მეორეს მხრივ, ჩნდებოდეს საფუძვლიანი ეჭვი პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანასთან დაკავშირებით. ანუ ერთი მხრიდან შენ ხსნიდე მოლაპარაკებებისთვის სივრცეს და მეორე მხრიდან ამას კეტავდე და შეურაცხყოფას აყენებდე, თუნდაც, მტერს, რომელთანაც მაგიდასთან დაჯდომას აპირებ – ეს აბსურდია.

გარდა ამისა, ორივე მხარე ახდენს იმ ტიპის წითელი ხაზების დეკლარირებას, რომელიც არათუ არ იკვეთება ერთმანეთთან, არამედ ურთიერთგამომრიცხავია. ეს არის იმიტაციები, უფრო პრანჭვას გავს ფასილიტატორებთან, მედიატორებთან თუ დამკვირვებლებთან – ორივე მხარე ეპრანჭება მათ, თუ როგორი კონსტრუქციულია. სინამდვილეში კონსტრუქციულობა საქმით არ იკვეთება. შენ თუ მოლაპარაკებები გინდა, მაშინ შენი რიტორიკაც უნდა ქმნიდეს მოლაპარაკებების საფუძველს, მაგრამ დღეს, რომ გამოდის პრემიერ-მინისტრი სიტყვით და ყველას მოღალატეს და ქვეყნის დამანგრეველს ეძახის, ვისთანაც თითქოს მოლაპარაკება აპირებს, ეს აბსურდია“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები

კონსტრუქციულობანას თამაშობს მოლაპარაკება პოლიტიკური დევნა პრანჭვა საფუძვლიანი ეჭვი 2021-02-22
ირაკლი შალიკაშვილი
Tags კონსტრუქციულობანას თამაშობს მოლაპარაკება პოლიტიკური დევნა პრანჭვა საფუძვლიანი ეჭვი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკა მელია კრიმინალია

შემდეგი სტატია

ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შედგება

მსგავსი სტატიები

გასაუბრების მორიგი რაუნდი – საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ ორ კანდიდატს მოუსმენს

გასაუბრების მორიგი რაუნდი – საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ ორ კანდიდატს მოუსმენს

ირაკლი შალიკაშვილი 12 აგვ 2019
“ნაცმოძრაობა“ თბილისს გარეთ 22-ვე ოლქში მაჟორიტარებს დააყენებს, სხვა პარტიებს მოვუწოდებთ, შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე

“ნაცმოძრაობა“ თბილისს გარეთ 22-ვე ოლქში მაჟორიტარებს დააყენებს, სხვა პარტიებს მოვუწოდებთ, შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე

ირაკლი შალიკაშვილი 27 ივლ 2020
ივანიშვილი ცდილობს, დაამყაროს სრული კონტროლი საფინანსო ინსტიტუტებზე

ივანიშვილი ცდილობს, დაამყაროს სრული კონტროლი საფინანსო ინსტიტუტებზე

19 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

  • ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

    ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

  • “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

    “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

  • უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა  (ვიდეო)

    უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა (ვიდეო)

  • სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

    სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

  • ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

    ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge