“ეხლა არის კარგი დრო რომ დავფიქრდეთ, თუ რა გვინდა. მე მაგალითად მინდა, რომ მთავრობაში მყოფმა ადამიანებმა კანონის ფარგლებში იმოქმედონ ჩემი ინტერესების დასაცავად. ეს არის ძირითადი მიზანი. თუ ეს გარანტირებული იქნება, მივხედავ მე ჩემს საქმეს წყნარად, დავგეგმავ მომავალს და არ მექნება დიდი რყევების შიშები. მეტი რა უნდა უნდოდეს მოქალაქეს?
ამის შანსი იყო არჩევნების დროს, როდესაც კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა გაჩნდა და ამის შანსი იყო გუშინ დღის პირველ ნახევარში, სანამ ღარიბაშვილს დაასახელებდნენ.
რა აირჩია ოცნებამ? ტყუილი, ზიზღი და სიძულვილი. დაწურული, დაწმენდილი ტყუილი, ზიზღი და სიძულვილი. გარდა “სისხლიანი ცხრა წლის” და “ბოროტი კლოუნის” ფრიალისა, მთელი მისი პოლიტიკა იქნება “თუ ევროპისთვის გარეჯი უნდა დავთმო, არ მინდა ევროპა”, “თუ ევროპისთვის გეი უნდა გავხდე, არ მინდა ევროპა”, “თუ ევროპისთვის მოძალადეები უნდა შევიწყალო, არ მინდა ევროპა”, “თუ ევროპისთვის რელიგია უნდა დავთმო, არ მინდა ევროპა”…
ამაზე ახლოს ევროპაზე ხელის ჩაქნევასთან და საბოლოოდ რუსეთში შეძრომასთან არასდროს ვყოფილვართ. ეტაპობრივად დაიწმინდა ოცნება ყველასგან, ვისაც კი რამე გაგება ჰქონდა ან სამართლის ან დასავლეთის ან პატიოსნების და ა.შ. საშინელება დარჩა. ყველაფერზე წამსვლელი ხალხის ერთობა, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი სხვა ამოცანა არ აქვთ, გარდა ხელისუფლების შენარჩუნებისა. ამბიციაც არ აქვთ რომ რამე სხვა უნდოდეთ.
ხოდა ამ ფონზე, ჩემთვის მთავარი შეკითხვა არის, უნდა თუ არა თავად ოცნების ამომრჩეველს იგივე. ვფიქრობ რომ არ უნდა, ვინაიდან არავის შეიძლება უნდოდეს ის შედეგები, სადამდეც მიგვიყვანს გზა, რომელიც გუშინ აირჩია ოცნებამ.
როდესმე ოპოზიცია გაქრება ქვეყანაში? არა. სამუდამოდ შეიძლება იმედზე გყავდეს შესმული მოქალაქეები და ატყუო? არა. მხოლოდ სლოგანებით შეიძლება მართო ქვეყანა? არა. ხელაშვილი დიდხანს შეძლებს ტვიტერით საკუთარი თავის დაბოლებას, რომ ვინმეს სჯერა მისი ტვიტების? არა… არა და ეს აირჩია ოცნებამ. იმის მაგივრად, რომ ბოლო ბოლო წამოსულიყო მოლაპარაკებაზე და დაეწყო თანამშრომლობა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველასთვის სასურველი სახელმწიფოს შექმნაზე.
რატომ ვფიქრობ რომ ამომრჩეველზეა ბევრი რამე დამოკიდებული? იმიტომ, რომ ოცნებას რომ სცოდნოდა, რომ მის ამომრჩეველსაც უნდა ის, რაც ზემოთ ავღწერე, ის იძულებული იქნებოდა რომ მოლაპარაკებაზე წამოსულიყო და არ დაასახელებდა ყველაზე აგრესიულ და ტოკსიკურ პოლიტიკურ ფიგურას პრემიერ მინისტად.
აზზე არ ვარ როგორ უნდა მიაწვდინოს ოცნების ამომრჩეველმა ოცნებას ხმა, რომ ზიზღისა და დაპირისპირების დასრულების დროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შეძლო ოპოზიციურმა ამომრჩეველმა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში და ეს აისახა ამ პარტიების განახლებაზეც. იქნებ სანამ პრემიერად დაამტკიცებენ, კიდევ იყოს შანსი. რავიცი, შეიკრიბონ ოცნების ამომრჩევლები და პეტიცია გააკეთონ ან აქცია გამართონ, ან შეხვდნენ პარტიის წევრებს…
როგორც ერთი კაცი ამბობდა, საფრთხე რეალურია და ჯობია დროზე დავამუხრუჭოთ,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.
კომენტარები