NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ვუყურებ ერთ პატარა ქვეყანას. ჩემს წინ, ხელის გულზე გადაშლილ, საქართველოდან წასულს -საქართველოს

ვუყურებ ერთ პატარა ქვეყანას. ჩემს წინ, ხელის გულზე გადაშლილ, საქართველოდან წასულს -საქართველოს

21 თებ 2021 კულტურა 653 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
News.ge  გთავაზობთ ვირტუოზი პიანისტის, ირმა გიგანის ჩანახატს. 
ირმა გიგანი 5 წლისა შევიდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის 1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (ნიჭიერთა ათწლედში) პედაგოგ ფირალიშვილის კლასი. 2002 წლის 16 ივნისს ქალაქ მინერბიოში შემსრულებელთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე ირმა გიგანი გახდა 8-13 წლის ბავშვებს შორის გრან-პრის მფლობელი.
2002 წლის 9 ივლისს თბილისის მწერალთა კავშირის საკონცერტო დარბაზში კამერული ორკესტრის თანხლებით შეასრულა ბახის კონვერტი (f-moll) რევაზ ტაკიძის დირიჟორობით. 
2002 წელს მონაწილეობა მიიღო საკონცერტო მარათონში „ნიჭიერი ბავშვები“ და პირველ საერთაშორისო ფესტივალში „ხელოვნების ზეიმი“.
 2003 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართა სოლო კონცერტი, სადაც შეასრულა ბახის კონცერტი (f-moll), ზაალ აზმაიფარაშვილის დირიჟორობით. 
2010 წელს ირმა გიგანი ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა მეორე კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. 
ირმა გიგანი  2018 წელს გერმანიაში მიიწვიეს. ის ერთადერთი ქართველი ხელოვანია, რომელიც KAWAI Europa GmbH-ის წარმომადგენლობამ გერმანიაში ორი სოლო კონცერტით მიიწვია.
ამჟამად პიანისტი ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტი სწავლობს.
“ჩემს წინ
ამ პერიოდზე ყველა წერს.
მძიმე დროა.
ხან ძალიან დაბნეული ვარ, ხან ძალიან ოპტიმისტი, ერთდროულად ბევრნაირი შეგრძნებით და ფიქრით სავსე. ბევრი რამის დაწერას მგონია რომ აზრი არ აქვს, არც მნიშვნელობა, საჭიროც არაა, ჩემს გარეშეც ხომ იცით და მეც თქვენს გარეშე ხომ ვიცი – უცნაური დროა დედამიწაზე.
ახლა რატომაც ამ დროში რაღაცის ჩაწერა მომინდა, თითქმის სხვა მიზეზია.
განსაკუთრებით აეროპორტში ალბათ ყველაზე საინტერესოს რასაც ვაკეთებ – დაკვირვებაა. ამდენ ადამიანს, ისეთები როგორებიც მართლა არიან, ცოტა ადგილას ვხედავ სხვაგან.
ამ პერიოდში მთლიანი სახის აღქმა, კარგად დანახვა გაჭირდა, მაგრამ “თვალებით მეტყველება” გამძაფრდა.
ამაზე მძაფრი კი ცოტა რამაა დედამიწაზე.
თვითმფრინავში ასვლისას ამდენ ქართველსაც არ ველოდი. მერე მივხვდი, გამახსენდა, სამუშაო ადგილებზე სულ ახალი რეგულაციებია ევროპის ქვეყნებში და..
ყველაფერი გასაგებია.
გრძელი რიგი დადგა, დიდი დრო მიაქვს ადგილების პოვნას, მეც დრო მომეცა დაკვირვებისთვის.
ბევრი თეთრი ფურცელი თვალში მომხვდა.
საბუთები, საბუთები..
იქვე შიშნარევი ღელვის, თავმოყვარეობის, პატიოსნების ხმა, არეული და გასაგები.
მოწესრიგებულმა, უბრალოდ და ლამაზად გამოწყობილმა სამმა ქალბატონმა ყურადღება მიიქცია.
ერთად, ერთმანეთს მიწეპებულები, ერთმანეთის იმედად, დაუძრავ თვითმფრინავში ღვედ-შეკრულები ისხდნენ.
გამეღიმა, ბევრი წლის მეგობრებს ჰგვანან. ან ახლა დამეგობრდნენ, დიდ სივრცეში მოძებნეს ერთმანეთი.
-ხო დე, კი დე..
ჩემო თვალისჩინო, ისეთ “კურტკას” გამოგიგზავნი, “ბატინკებსაც” შევძლებ შემდეგ თვეში, ყველაფერს დედიკო ყველაფერს
საუბარი მომესმა გვერდიდან-
ფანჯარასთან ქალბატონი იჯდა, დიდი წყლიანი თვალებით, შავი მოსაცმელით, ვერცხლის ჯვარი ეკეთა და ჩანთა ედო კალთაში, შავი, ლამაზი, შეუმჩნევლად შელახული.
გათიშა ტელეფონი, გაიხედა ფანჯარაში, ძალიან, ძალიან შორს და ატირდა.
სადაც არ უნდა ვიყო, ქართველებს თვალებით ვცნობ.
თითქმის არასდროს შემშლია.
არ ვიცი ზუსტად რითი ვცნობ.
შეიძლება ინტუიციით, ვგრძნობ ჩემიანს, ალბათ ბევრია ასე.
შუა ხნის მამაკაცი დავინახე. მარტო იჯდა. ნაშრომი, ძარღვიანი ხელებით.
ისეთი სიმტკიცე ჰქონდა წარბ-შუბლთან, შემშურდა მისი მარჯვე, შეუპოვარი ხასიათის.
მოგრძო თვალის ჭრილით, შავი ხშირი წარბებით და ჭაღარა თმით.
მგონი რაღაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. რა არ ვიცი , მაგრამ რაღაც.
– რო ჩავალ ჩემი ბიჭი დამხვდება.
წლებია არ მინახავს. ვერ ჩამოდის უკან.
შენ ჩამოდიო და მივდივარ.
მეც წავალ და წავალ, შვილის უნახავი ხო არ მოვკვდები. გავყიდეთ ყველაფერი. ერთი ის, ჩემი ბაღი მენანება.
გვერდით მჯდომ ქალბატონს უყვებოდა.
რიგი არ იძვრის! გავგიჟდი!
ჩემი ადგილი სულ ბოლო რიგში მოხვდა.
– აუ ქალბატონო ცოტა მალე რააა, დავიტანჯე!
დაღლილმა გოგონამ მიმართა წინ მდგომ ქალბატონს
-ეხლავე შვილო ეხლავე, ეს ერთიც და..
ბოლო ხელჩანთა შეალაგა სათავსოში
როგორც იქნა დავიძარით.
ჩემი ადგილიც დავინახე.
ერთი შუა ხნის ქალბატონის გარდა არავინ იჯდა ბოლო რიგში.
მოვკალათდი კიდის სავარძელში.
ფანჯარასთან ძალიან ახლოს მიკედლებულმა, ლურჯთვალა ქალბატონმა გამომხედა, გამიღიმა.
მეც ძალიან მესიამოვნა, პასუხად გავუღიმე და გამოლაპარაკება მომინდა.
– ვენაში მიბრძანდებით?-ვკითხე
– დიახ..ჯერ ვენაში..
პედაგოგი ვარ.. ძალიან გაგვიჭირდა, იძულებული ვარ ოჯახს დავეხმარო..
სადაც სამსახურს ვიშოვი, იქ წავალ.
დიდი პაუზებით საუბრობს, ვგრძნობ რომ უჭირს საუბარი.
საშინლად ღელავს.
-პირველად მიფრინავთ ავსტრიაში?
ვეკითხები
-დიახ.. თვითმფრინავშიც პირველად ვზივარ..
მითხრა და ფანჯრიდან ქვემოთ დახედა მოთოვლილ თბილისს.
სად მიდის.. სად, ასე მარტო, ეს ლურჯთვალა, შეშინებული, ვინ ელოდება?ვინ მოუვლის?
საუბარი გავაბით, ყურადღება გადაიტანა, დამშვიდდა, მეც ცოტა ჩემზე მოვუყევი, გავიცანით ერთმანეთი. დავმეგობრდეთთქო. ესიამოვნა.
ვზივარ ახლაც კიდის სავარძელში და
ვუყურებ ერთ პატარა ქვეყანას.
ჩემს წინ,
ხელის გულზე გადაშლილ,
საქართველოდან წასულს –
საქართველოს.”

კომენტარები

ვენა ირმა გიგანი პიანისტი 2021-02-21
ნინო ჩხეიძე
Tags ვენა ირმა გიგანი პიანისტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირინა სარიშვილი: გახარიამ უბრალოდ ხელები დაიბანა ან დააბანინეს და განზე გადგა

შემდეგი სტატია

მეუფე გრიგოლი: ყველაფერი მოხდება მაშინ, როცა ღმერთი დაუშვებს ამას

მსგავსი სტატიები

17 წელი გარდასახვის ექსპერტი

17 წელი გარდასახვის ექსპერტი

02 ნოე 2017
ტიციანის, ლეონარდო და ვინჩისა და რაფაელის ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში გამოიფინება

ტიციანის, ლეონარდო და ვინჩისა და რაფაელის ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში გამოიფინება

14 მაი 2018
ნიკოლას კეიჯი მეხუთედ დაქორწინდა

ნიკოლას კეიჯი მეხუთედ დაქორწინდა

ნინო ჩხეიძე 07 მარ 2021

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

    გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

  • დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

    დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

  • ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

    ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

  • ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

    ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

  • მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

    “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge