NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ელისაშვილი გომელაურს: ბატონო ვახტანგ, სად არის ბადრი ესებუა?

ელისაშვილი გომელაურს: ბატონო ვახტანგ, სად არის ბადრი ესებუა?

21 თებ 2021 საზოგადოება 716 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბატონო ვახტანგ, სად არის ბადრი ესებუა? საქართველოს ტერიტორიაზეა, თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყვეთ 500 000 დოლარი?, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ.

მან მინისტრობის კანდიდატს კითხვით ქობულეთში, 14 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზეც მიმართა.

,,ბატონო ვახტანგ, ერთი ასეთი კითხვა მაქვს, სად არის ბადრი ესებუა? საქართველოს ტერიტორიაზეა, თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყვეთ 500 000 დოლარი. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზუგდიდის ოპერაციის შემდეგ თქვენი მხრიდან გაცილებით მართებული და საპასუხისმგებლო იქნებოდა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში თქვენი გვარი აღარ ყოფილიყო?

გრძნობთ თუ არა პირად და უწყებრივ პასუხისმგებლობას ქაქუთში მომხდარ მოვლენაზე, როდესაც 14 წლის ბავშვი აღმოჩნდა უამრავი მოძალადის წინააღმდეგ, აბსოლუტურად დაუცველი, რატომ მოხდა ეს და რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს აღარ მოხდეს?“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

„მოქალაქეების“ ლიდერმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ჯუანშერ ბურჭულაძესაც მიმართა და აღნიშნა, რომ ომის ვეტერანებს სახელმწიფო 22 ლარს უხდის, რაც სამარცხვინო რამაა.

,,არსებობენ ათასობით და ათი-ათასობით ადამიანები ამ ქვეყანაში, რომლებსაც როდესაც სახელმწიფოს დასჭირდა წავიდნენ და საკუთარი სიცოცხლე დადეს სასწორზე. ბევრი მათგანი დასახიჩრდა, ზოგმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა და ქართული სახელმწიფო ამ ადამიანებს, ვეტერანებს უხდის 22 ლარს თვეში. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს სამარცხვინო რამ არის და არის დემოტივატორი, რომ სამშობლო გიყვარდეს და სხვა ადამიანებმაც გადაწყვიტონ საფრთხის შემთხვევაში საქართველოს თავი ანაცვალონ?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ქართული მხარე აფხაზეთიდან და სოხუმიდან ორმხრივი დიალოგის წარმართვის კურთხით „წაყრუების რეჟიმშია გადასული“.

,,აფხაზეთიდან და სოხუმიდან ბოლო დროს დაჟინებით ისმის ორმხრივი, პირდაპირი დიალოგის სურვილი. ბატონი შამბა დაჟინებით ამაზე საუბრობს. მე მეჩვენება, რომ ჩვენი მხარე, ქართული სახელმწიფო, წაყრუების რეჟიმშია გადასული. თქვენ დონეზე არ მომისმენია მზაობა, რომ ჩვენ ვართ მზად დავსხდეთ აფხაზებთან და სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბროთ, მე მეჩვენება ასე თუ მართლაც წაყრუებით ვართ დაკავებულები?“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

TOP ალეკო ელისაშვილი ბადრი ესებუა ვახტანგ გომელაური 2021-02-21
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ალეკო ელისაშვილი ბადრი ესებუა ვახტანგ გომელაური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“სამწუხაროდ, სავალდებულო ჯარი გავლილი არ მაქვს”

შემდეგი სტატია

„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატთა ჯგუფი უარს აცხადებს მიიღოს მონაწილეობა ხვალ მინისტრების კანდიდატებთან დაგეგმილ ცალკე შეხვედრაში

მსგავსი სტატიები

“სამწუხარო ფაქტია მთლიანად ფეხბურთისთვის“ –  „გურია ლანჩხუთის“ მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელების სკანდალზე საუბრობს

“სამწუხარო ფაქტია მთლიანად ფეხბურთისთვის“ – „გურია ლანჩხუთის“ მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელების სკანდალზე საუბრობს

ირაკლი შალიკაშვილი 20 მაი 2019

„რია-რია აუტეხავთ ნაცებს“

28 ოქტ 2017
გია ხუხაშვილი: იქაც რომ ნაცების ხელს ხედავ, ეს ნიშნავს ერთადერთ რაღაცას: „ქართულ ოცნებას“ იმათთვის სათქმელი არაფერი აქვს

გია ხუხაშვილი: იქაც რომ ნაცების ხელს ხედავ, ეს ნიშნავს ერთადერთ რაღაცას: „ქართულ ოცნებას“ იმათთვის სათქმელი არაფერი აქვს

ნინო ჩხეიძე 04 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

    გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

  • ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

    ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

  • გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

    გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

  • Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

    Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

  • ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

    ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

  • სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

    სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

  • ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

    ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

  • ზელენსკი: თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში

    ზელენსკი: თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში

  • იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი

    იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი

  • იონათამიშვილი: დეპუტატების წერილში შოკისმომგვრელი ფაქტები და დასკვნებია, ვვარაუდობ, ასეთივე რეაქცია ექნება საზოგადოებასაც – აუცილებელია ჩვენმა გუნდმა იმსჯელოს

    იონათამიშვილი: დეპუტატების წერილში შოკისმომგვრელი ფაქტები და დასკვნებია, ვვარაუდობ, ასეთივე რეაქცია ექნება საზოგადოებასაც – აუცილებელია ჩვენმა გუნდმა იმსჯელოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge