NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება აქციის გადადებასთან დაკავშირებით დაგვიანებულია

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება აქციის გადადებასთან დაკავშირებით დაგვიანებულია

21 თებ 2021 პოლიტიკა 167 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება აქციის გადადებასთან დაკავშირებით დაგვიანებულია.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ოპოზიციას თუ მართლა აქვს სურვილი, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს გასარკვევია, რადგან ისინი, ერთი მხრივ, რაღაც მოლაპარაკებებზე საუბრობენ, თუმცა მეორე მხრივ, პროვოკაციებს აწყობენ.

“მე ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან ეს დაგვიანებულია. ფაქტია, რომ მათ აღიარეს ისინი სამართლებრივი სივრციდან გასული იყვნენ და ეს ნიშნავს, რომ მათ სურვილი აქვთ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ. თუმცა თუ მართლაც აქვთ სურვილი, ეს კიდევ გასარკვევია, რადგან ერთი მხრივ, ისინი რაღაც მოლაპარაკებებზე საუბრობენ, თუმცა მეორე მხრივ, პროვოკაციებს აწყობენ. ცდილობენ, პოლიციელების წინააღმდეგ იმოქმედო და ყველანაირ კანონის ჩარჩოს გავიდნენ რაც ძალიან მძიმეა. ჩვენ ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ, კანონის ენით ვუპასუხებთ. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებისთვის მზად ვართ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას.

კომენტარები

TOP ანრი ოხანაშვილი ოპოზიცია 2021-02-21
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანრი ოხანაშვილი ოპოზიცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლევან ღამბაშიძე: როგორც ერთი კაცი ამბობდა, საფრთხე რეალურია და ჯობია დროზე დავამუხრუჭოთ

შემდეგი სტატია

“მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ავაფრენთ პირველ სუ-25-ს, რომელთა აღდგენა ჩვენი შესაძლებლობებით მოხერხდა”

მსგავსი სტატიები

მერიამ ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

მერიამ ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

სოსო ელისაშვილი 18 აპრ 2019
ნუ დავიწყებთ იმ ნადირის ტყავის გაყოფას, რომელიც ჯერ კიდევ ტყეში დაბორიალობს

ნუ დავიწყებთ იმ ნადირის ტყავის გაყოფას, რომელიც ჯერ კიდევ ტყეში დაბორიალობს

ირაკლი შალიკაშვილი 17 სექ 2020
პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

20 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

  • ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

    ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

  • “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

    “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

  • უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა  (ვიდეო)

    უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა (ვიდეო)

  • სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

    სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

  • ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

    ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge