NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული კომპანია პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული კომპანია პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს

19 თებ 2021 ბიზნესი 590 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

19 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი, ბიზნესის
მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“
მრავალწლიანი ურთიერთობა წარმატებით გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში
კომპანია საქართველოში მიმდინარე და დასრულებული პროექტების პარალელურად
პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მიმდინარე
პროექტით ერევანში ხიდს აშენებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 13 მლნ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის
მხრიდან გაცემული ფინანსური რესურსი კი 7,5 მლნ აშშ დოლარია. პროექტი 2021 წელს
დასრულდება და მასში უკვე 30 ადამიანია დასაქმებული. კომპანია ჯამში 250 ადამიანს
ასაქმებს.
„მოხარული ვართ, რომ გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში კომპანია „კავკასუს
როუდ პროჯექტმა“ და საქართველოს ბანკმა არერთი მნიშვნელოვანი პროექტი
განახორციელა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. „კავკასუს როუდ პროჯექტი“
მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების,
მიდგომების დანერგვას და ქართულ ბაზარზე წამყვან კომპანიად რჩევა. ამასთან, წლების
განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მას აძლევს შესაძლებლობას,
როგორც საერთაშორისო კომპანია, ჩაერთოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე
პროექტებში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას ამ საქმეში. ჩვენ კი არ
ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გვერდით დგომას, რადგან გვჯერა რომ
ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს
ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გზების მშენებლობის სფეროში
საქართველოში ერთერთი მსხვილი კომპანიაა. ის 2005 წელს დაარსდა და სულ
რამდენიმე წელში დარგის ერთერთ ლიდერად იქცა. კომპანიას აქვს საკუთარი ქარხანა
და თავადვე აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ბეტონსა და მაღალი ხარისხის ქვიშა-ღორღს.
წარმოების ხარისხის კონტროლი ულტრათანმედროვე მოწყობილობებითა და მკაცრი
საერთაშორისო სტანდარტებით ხორციელდება. ბეტონის ხარისხი მოწმდება როგორც
ადგილზე, ქარხნის ტერიტორიაზე, ასევე მიწოდების ადგილზე – იტალიური მობილური ლაბორატორიის Controls-ის მეშვეობით. წარმოების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს
თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაციაც, რომელთა მომზადება განხორციელდა
გერმანული კომპანიების Strabag, Heilit-Woerner-ის მიერ. კომპანიას განხორციელებული
აქვს ისეთი პროექტები, როგორიცაა: სატრანსპორტო კვანძები გმირთა მოედანზე;
აეროდრომის ასაფრენ დასაფრენი ბილიკი მესტიაში; ანაკლია განმუხურის ხის
საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე; ჰესის მშენებლობა მუხურში; 2015 წლის 13
ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის
გზის რეაბილიტაცია; ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე სახიდე
გადასასვლელების მშენებლობა და სხვა პროექტები.

კომენტარები

TOP 2021-02-19
თამუნა
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მეც და ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ოფისიდან ჯერჯერობით ფეხი არ მოიცვალოს

შემდეგი სტატია

Essay Writing Software For Urgent Essays – 4 Characteristics You Need to Search For

მსგავსი სტატიები

პირველად საქართველოში სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოება დაიწყება

პირველად საქართველოში სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოება დაიწყება

სოსო ელისაშვილი 22 მარ 2018
გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს ბანკი „მეწარმე ქალთა სკოლას“ იწყებენ

გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს ბანკი „მეწარმე ქალთა სკოლას“ იწყებენ

თამუნა 14 თებ 2022

აჭარაბეთზე თავბრუდამხვევი პრიზების 20 დღე დაიწყო!

07 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge