ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ გახარიას გადადგომა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან დისტანცირებას ადასტურებს, ვინაიდან, მისი თქმით, ვერც ერთი პირი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, ივანიშვილის პოლიტიკაში არსებობის პერიოდში, გადაწყვეტილებას გადადგომასთან დაკავშირებით, ასე, თავისით ვერ მიიღებდა.
“გიორგი გახარიას წასვლამ დაადასტურა, რომ ივანიშვილი ცალსახად დისტანცირდა პოლიტიკიდან, იმდენად მაინც, რომ პრემიერი თავისი ნებით წავიდა. იქამდე, ვინც არ უნდა ყოფილიყო გახარიას ნაცვლად, ასე მარტივად ვერავინ გადადგებოდა პრემიერობიდან, მათ შორის, ვერც გახარია. გახარიას თავისი გუნდი არ ჰყავდა, კალაძე და კობახიძე არანაირად არ იყო მისი გუნდი. მას თავისი აპარატი ჰყავდა, რომლებიც ძალიან კარგი პროფესიონალები არიან. გახარია პროფესიონალებს ნიშნავდა. ეს არ იყო ამბოხი გახარიას წინააღმდეგ, ეს იყო აკვიატება რატომღაც, რომ მელია დაეჭირათ. ღმერთმა გვაშორა და იყო შანსი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიმდინარე პროცესები ახალ 20 ივნისში გადაზრდილიყო,”- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
კომენტარები