NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ და მიხეილ სააკაშვილმა უზრუნველყვეს ის, რომ ნიკა მელია უნდოდა, თუ არ უნდოდა ვინმეს, ყოფილიყო დაპატიმრებული

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ და მიხეილ სააკაშვილმა უზრუნველყვეს ის, რომ ნიკა მელია უნდოდა, თუ არ უნდოდა ვინმეს, ყოფილიყო დაპატიმრებული

18 თებ 2021 პოლიტიკა 653 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნიკა მელიამ და მიხეილ სააკაშვილმა უზრუნველყვეს ის, რომ ნიკა მელია უნდოდა, თუ არ უნდოდა ვინმეს, ყოფილიყო დაპატიმრებული – ეს იყო მათი გადაწყვეტილება ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„არ შეიძლება „ნაცმოძრაობამ“ დააანონსოს ეროვნული მოძრაობა. ეს ორი შეუთავსებელი ცნებაა. „ნაცმოძრაობა“ – მკვლელების, რეალური რუსული საქმის კეთების იდენტობა და „ეროვნული მოძრაობა – ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი მოქმედების აღმნიშვნელი ფრაზა, არ შეიძლება ერთმანეთთან იყოს თავსებადი. როგორც არ შეიძლება ანტირუსულ და ანტისაოკუპაციო თემებზე გელაპარაკოს „ნაცმოძრაობის ოფისიდან“ ხალხი, რომელთა შორის ყოველი მეორე გამომსვლელი რუსეთთან არის დაკავშირებული. თვითონ „ნაცმოძრაობა“ ამაში ოფიციალურად სისხლის სამართლებრივი დევნის სახით ბრალს დებდა. ზოგიერთი მათგანი პუტინის გვერდითაც კი გვახსოვს ოკუპაციის შემდეგ, რომლითაც “გაპრავდა” რუსეთის გარკვეული მოქმედებები, როცა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომ ქართველებმა დაიწყეს ომი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ბოლო ოთხი დღეა „ნაცმოძრაობის“ ნარატივი შეიცვალა და გახდა გავრილოვის ნარატივი და ვითომ ანტირუსული და ეროვნული მოძრაობის ეგიდით იფუთება ეს ყველაფერი.

„ეროვნული მოძრაობის სათავეში ვერ იქნება ვერც ერთი ის ქართველი, რომელიც საქმით რუსულ ოკუპაციას უჭერდა მხარს და სიტყვით პირიქით დეკლარირებდა. არც ერთი ადამიანის დაპატიმრების ბრძანება არ შეიძლება რომელიმე ნორმალური ადამიანისათვის იყოს გასახარი, თუ მკვლელობაში და ტერორიზმში არ ედება ბრალი, მაგრამ ასეთი ადამიანები რადიკალები და დესტრუქციის შემოქმედები გაყენებენ სახელმწიფოს იმ მდგომარეობაში, როცა უნდა დაიცვა შენი სახელმწიფოს მომავალი და კანონების დაცვაში უნდა აისახოს ეს ყველაფერი. უკანონობის მხარეს იმიტომ, რომ შემდეგ ვიღაცამ არ დაგაბრალოს ოპოზიციურ ლიდერზე პოლიტიკური დევნა, ვერ დადგები“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიცია და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ეროვნულ გმირად შერაცხოს ნიკა მელია, რომელიც კანონს არღვევს.

„თუკი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორ აშშ-ში მიდგომაა, რომ კონგრესმენი რომელიც კაპიტოლიუმს თავს ესხმის, იწოდება შიდა ტერორისტად, ეს ხალხი „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ ეროვნულ გმირად შერაცხოს ზუსტად იგივე ქმედებაში ბრალდებული ადამიანი. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, ის დღე იყო გავრილოვის და „ნაცმოძრაობის“ დღე, რადგან „ნაცმოძრაობამ“ ამით ისარგებლა. ჩვენ შეგვეძლო, ყველას ერთად დავმდგარიყავით, როგორც მე, როცა სასწრაფო წესით მოვედი აქ და მათთან ერთად გავაპროტესტე და მადლობა „ნაცმოძრაობის“ იმ წარმომადგენლებს ერთი ორს, რომელიც ამას აღნიშნავს დღესაც, ვერ გაურბიან, შეგვეძელო ერთად გაგვეგდო ეს ადამიანი პროვოკატორი ადამიანი ამ ქვეყნიდან და შეცდომა ასე გამოგვესწორებინა და საღამო არ გადაქცეულიყო ნიკა მელიას და შტურმის საღამოდ. შენ თუ გინდა ოკუპანტის ქცევებით ქვეყანა აატრიალო, ე.ი. შენ ოკუპანტის გეგმებში ჯდები, ეს არის გავრილოვობა და გავრილოვობა არის ომის დაბრალება საქართველოსთვის, რაც “ნაცმოძრაობამ” გააკეთა“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

TOP მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელია 2021-02-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიგი უგულავა: ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას. მოვლენ, დავხვდებით

შემდეგი სტატია

“უნდა ვიმუშაოთ ყველასთან, პოლიციასთან, სპეცრაზმთან, აპარატის შიგნით ხალხთან. უკაცრავად, ამ სპეცრაზმელებს დედები და მამები არ ჰყავთ? აუწიონ ყური და სახლში მიიყვანონ თავისი შვილები”

მსგავსი სტატიები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მომსენით განიხილა

30 ოქტ 2017
გმირების ხარჯზე არა საქართველომ ამოისუნთქა, როგორც ამის ჩვენებას და წარმოდგენას ოპონენტები ცდილობენ, არამედ ამოისუნთქა სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა

გმირების ხარჯზე არა საქართველომ ამოისუნთქა, როგორც ამის ჩვენებას და წარმოდგენას ოპონენტები ცდილობენ, არამედ ამოისუნთქა სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა

ირაკლი შალიკაშვილი 07 აგვ 2019
დღეში 22000 ტესტის ჩატარება შეგვიძლია, მაგრამ სამწუხაროდ, მომართვიანობა 14000-მდე ჩამოვიდა – ძალიან ვთხოვ, ვისაც მცირე სიმპტომები მაინც ექნება, ტესტი ჩაიტარონ

დღეში 22000 ტესტის ჩატარება შეგვიძლია, მაგრამ სამწუხაროდ, მომართვიანობა 14000-მდე ჩამოვიდა – ძალიან ვთხოვ, ვისაც მცირე სიმპტომები მაინც ექნება, ტესტი ჩაიტარონ

ირაკლი შალიკაშვილი 25 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

  • ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

    ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

  • სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

    სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

  • აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

    აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

  • საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

    საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

  • “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

    “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge