NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მიხეილ ყაველაშვილი: ახლა დაირაზმება ოპოზიცია და რას იზამენ, პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევენ?

მიხეილ ყაველაშვილი: ახლა დაირაზმება ოპოზიცია და რას იზამენ, პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევენ?

16 თებ 2021 პოლიტიკა 188 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას „ახლადგამოჩეკილ, ხელოვნურად შექმნილ ტიპაჟს“ უწოდეს. როგორც ყაველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ნიკა მელია საკუთარ თავს ქვეყანაზე მაღლა აყენებს.

„ეს ადამიანი არის ახლადგამოჩეკილი, ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟი, თითქოს დასცინის, მაგრამ ვის დასცინის. რა უნდა ამ ადამიანს, შეურაცხყოფას რომ აყენებს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს პროვოკაციაა. საკუთარ ქვეყანაზე მაღლა აყენებს თავის თავს. თან რომ ამბობს, რომ კანონმორჩილია და ახსენებს რაღაც გვარებს, რომ იმის გამო არღვევს კანონს, რაღაც მარაზმში გადადის, ახლა დაირაზმება ოპოზიცია და რას იზამენ, პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევენ?“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას, ყაველაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია გავრილოვის თემით სპეკულირებს, რომ მმართველ გუნდს რუსეთის ხელისუფლებასთან რაღაც კავშირი აქვს.

„სადმე არის ხაზგასმული, ან სადმე ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ჩვენ რაიმე სახით რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირში ვართ? წარმოგიდგენიათ, რომ გავრილოვის თემით სპეკულირებენ, რომ ჩვენ რაღაც კავშირი გვაქვს რუსეთის ხელისუფლებასთან. ეს ხომ სამარცხვინოა. ამას არცერთი მოქალაქე აღარ ჭამს. ეს ხომ შეუძლებელია. ისეთ დონეზე დაეცნენ, რომ სხვა სალაპარაკო აღარ აქვთ“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, ის სიცრუე, რომელიც ნიკა მელიას მიერ 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში შელახონ. ამასთან, გავრილოვის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

კომენტარები

TOP მიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელია 2021-02-16
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

42 წლის დედის დაჭრის ფაქტზე 17 წლის შვილი დააკავეს

შემდეგი სტატია

Natural choice may be the differential survival and copy of people due to discrepancies in phenotype

მსგავსი სტატიები

“წარმოუდგენელია მე, ირაკლი კობახიძე და ვანო ზარდიაშვილი ამ ხაზზე ვიყოთ“

“წარმოუდგენელია მე, ირაკლი კობახიძე და ვანო ზარდიაშვილი ამ ხაზზე ვიყოთ“

22 თებ 2019
„თურქმა მებაჟეებმა მოიტაცეს” – სარფის საბაჟოზე ინციდენტი მოხდა

„თურქმა მებაჟეებმა მოიტაცეს” – სარფის საბაჟოზე ინციდენტი მოხდა

28 იან 2019
ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ

ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ

ირაკლი შალიკაშვილი 09 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

  • ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

    ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დმანისის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

    სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დმანისის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

  • უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

    უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

  • ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

    ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

  • გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

    გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

  • გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

    გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

  • “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

    “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

  • გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

    გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge