NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»მურუსიძე, ჩინჩალაძე, კობახიძე, კალაძე და გავრილოვი არიან იმ მდგომარეობაში, რომ მე დამიჭირონ?

მურუსიძე, ჩინჩალაძე, კობახიძე, კალაძე და გავრილოვი არიან იმ მდგომარეობაში, რომ მე დამიჭირონ?

15 თებ 2021 საინტერესო 474 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თქვენ ფიქრობთ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, კობახიძე, კალაძე და გავრილოვი არიან იმ მდგომარეობაში, რომ მე დამიჭირონ საქმეზე, რომელზე დაპატიმრების საფუძველიც არ აქვთ? – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ მისი დაჭერის თავი არ აქვს.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამის თავი მათ არ აქვთ. არც ივანიშვილს, არც გავრილოვს და არც ამ ადამიანებს არ აქვთ ამის თავი, ამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი არ აქვთ, რომ შავზე თეთრი თქვან და ამაში დაარწმუნონ საზოგადოება. მე ძალიან მიკვირს, რატომ ბაქიბუქობენ, რისი თავიც არ აქვთ?

არ არსებობს, გამორიცხულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხოს ჩემი დაჭერა. არა იმიტომ, რომ მაგარი ვარ და ოპოზიციაა მაგარი, უბრალოდ საფუძველი არ არსებობს ამის და კარგად უნდა გაიგოს “ქართული ოცნების” ყველა დეპუტატმა, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეთ. ასე გაგაკეთებინეს უკვე, ერთხელ ხელი დაგაჭერინეს ღილაკზე პარლამენტში და შემდეგ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგრძენით თავი, როდესაც სასამართლოთი მოუწიათ ჩემი არდაჭერა. ხალხი, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებად გყავთ, კალაძით დაწყებული – კობახიძით დამთავრებული, რომლებიც დაზუთხულივით იმეორებენ, რომ გადავიხდიდი გირაოს, ხომ არ გადავიხადე? ვისი პროგნოზი გამართლდა, ჩემი თუ თქვენი პოლიტიკური ლიდერების? ახლა ვამბობ, რომ ვერ დამიჭერენ თქვენი ლიდერები და ისინი ამბობენ, რომ დავიჭერთო. ენდეთ ემპირიულ გამოცდილებას და მენდეთ მე, არ ენდოთ თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს“, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.

კომენტარები

TOP დაჭერის თავი არ აქვს სადეპუტატო იმუნიტეტი სასამართლოთი მოუწიათ ჩემი არდაჭერა 2021-02-15
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP დაჭერის თავი არ აქვს სადეპუტატო იმუნიტეტი სასამართლოთი მოუწიათ ჩემი არდაჭერა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკა მელიას დაკავებაზე ოპოზიციის წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული – მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? – დავარტყამ! პირდაპირ გეუბნებით!

შემდეგი სტატია

ნიკა მელიას მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ არ დავუშვათ კანონის სახით მოქმედებდეს უკანონობა და უსამართლობა

მსგავსი სტატიები

ვიდეო: ჯიმი ფელონი და ანა კენდრიკი საშობაო სიმღერას მღერიან

21 დეკ 2017

March To Science Phoenix – Begin Running For Workplace

23 მარ 2020
დიდი ცხვირის პრობლემა ახალმა ტრენდმა გადაჭრა

დიდი ცხვირის პრობლემა ახალმა ტრენდმა გადაჭრა

18 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge