NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ლილი ფოფხაძე: სან ფრანცისკოს იაპონური უბანი

ლილი ფოფხაძე: სან ფრანცისკოს იაპონური უბანი

15 თებ 2021 კულტურა, საინტერესო 866 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

News. ge იწყებს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის  ლილი ფოფხაძის ჩანახატების გამოქვეყნებას.

News. ge მადლობას უხდის ქალბატონ ლილის ნდობისათვის.

“ჩემთვის მოგონებები ცხოვრების მორევში ჩაკარგული ცრემლიანი მარგალიტებია, რომლებიც ისე უნდა ამოიყვანო ფსკერიდან შლამი არ ამოჰყვეს” – ლილი ფოფხაძე.

სან ფრანცისკოს იაპონური უბანი

სან ფრანცისკოს იაპონური უბანი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სხვა ჟრიამულა უბნებთან შედარებით მყუდროა და მშვიდობიანი, თუმცა ხალხი აქაც ბევრია –
აყვავებული ხეები, უცნაური პარკები, მოჩუქურთმებული სახლები და ლამაზად გაფორმებული კაფე – რესტორნები მუდამ ტურისტთა ყურადღების ცენტრშია.
ქუჩაში ჯგუფ- ჯგუფად დადიან ხელგადახვეული იაპონელი ახალგაზრდები, საოცრად თავაზიანები, გამუდმებით რომ გითმობენ გზას და ,ოდნავ ახლოს თუ
ჩაგიარეს, ” სორი, სორის” გაიძახიან. თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავს, ერთ თარგზეა მოჭრილი. ბევრის ამტანი და ფუტკარივით მშრომელი ხალხია. ფულიც
ბლომადა აქვთ, რაც ჩაცმაზე ნამდვილად არ ეტყობათ. ისე კი, იცოცხლე, ყველაზე საუკეთესო სახლებში ცხოვრობენ და ყველაზე ძვირიან მანქანებში სხედან. ამ
უბნის კაფე- რასტორნებიც მათი საკუთრებაა.
ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტეთ, იაპონურ რესტორანს ვწვეოდით.
მცირეხნის ლოდინის შემდეგ ვრცელ, ლამაზ დარბაზში მიგვიპატიჟეს და გაგვაფრთხილეს, კერძების ერთ ნაწილს სუფრაზე, თქვენს თვალწინ მოვამზადებთო. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ სიმპათიური და ღიმილიანი ყმაწვილი გვემსახურებოდა, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ჯარასავით ტრიალებდა და იაპონური მელოდიის ფონზე უსწრაფესად აქუცმაცებდა ბოსტნეულს, წვავდა თევზს და ალაგ – ალაგ ომახიანად დასჭექდა ხოლმე. ბევრი ვიცინეთ, მაგრამ იმ დალოცვილმა ორი გრძელი, ალესილი დანა რომ მოიმარჯვა, ჯერ ჰაერში დაატრიალა, მერე ერთმანეთს დასცხო და ჩვენს ცხვირწინ ნაპერწკლები დააყრევინა, დაბნეულებმა კარებისკენ დავიწყეთ
ყურება…ამასობაში “ბარაბანიანი” კაციც შემოვარდა, ატეხა ბრახა- ბრუხი და ვახშამიც დაიწყო… სხვათაშორის, ამ რესტორანში მეორეჯერაც მოვხვდით, მეგობრის დაბადების დღეზე.

შუა ქეიფში, გემრიელ კერძებს მადიანად რომ შევექცეოდით, შუქი ჩაქრა. ის- ის იყო, გავიფიქრე, ეს “უბედურება “ამათაც სწვევიათ- მეთქი, რომ კარი გაიღო და დარბაზში სანთლებით გაჩახჩახებული ტორტი შემოიტანეს, ეს ვიღას უკვირს, მაგრამ თან რაღაც უცნაურად კნაოდნენ. თამუნამ დამამშვიდა – მღერიანო. შენ გაიხარე- მეთქი, დავლოცე… სან-ფრანცისკოს შუაგულში პატარა პარკია, რომელსაც აქა-იქ ჩადგმული ქვის დიდი, ფერადი გულები ამშვენებს. გარშემო ცათამბჯენები უდგას კერძო ოფისებით, მილიონერთა მაღაზიებით და კაფე- რესტორნებით. დავათვალიერეთ პარკში გასაყიდად გამოფენილი მხატვართა ნამუშევრები და ერთ- ერთი ცათამბჯენის მე- 20 სართულზე ავედით, ზემოდან რომ გადმოგვეხედა. სწორედ აქ, ფართაივანზე წავაწყდით რესტორანს. ვისადილოთო, თამუნამ. საკმაოდ გრილოდა, მაგრამ მაინც დავსხედით. თეთრი, ქათქათა, ჯადოსნური ქალაქი ისეთი მშვენიერი იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. ცოტა უხერხულად კი ვიგრძენი
თავი,მეუცნაურა, რომ მოაჯირზე, ზუსტად ჩვენს თვალწინ, არხეინად დაგოგმანებდნენ ალბატროსები. მე კი ფრინველებს ვერიდები, მეშინია. მალე “მოვშინაურდი”. არ ციოდა, პირიქით, დამცხა გიდეც. გაოცებულმა მივიხედ-მოვიხედე და ახლა შევნიშნე, რომ მაგიდებთან პატარა ბოძები იდგა, კონუსის მაგვარი უცნაური “ქუდებით”, სადაც ცეცხლი ენთო, სტუმრებს რომ არ შესციებოდათ… ღმერთმა ნათელში ამყოფოს გოგლა ლეონიძე…

“სოლომონის განძს, კრეზის სიმდიდრეს,
ლეგენდად ოქროს, ლალს მობრდღვიალეს,
მე მირჩევნია ერთი ხოხობი,
ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს…”.
აივანს გავხედე. მოაჯირზე კვლავ გულგრილად დასეირნობდნენ ალბატროსები…

კომენტარები

TOP აშშ ლილი ფოფხაძე ჟურნალისტი 2021-02-15
ნინო ჩხეიძე
Tags TOP აშშ ლილი ფოფხაძე ჟურნალისტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Endemism would be the issue of getting endemic, or limited in geographical distribution to a region or region

შემდეგი სტატია

ინტერვიუ მსახიობ ჟანრი ლოლაშვილთან

მსგავსი სტატიები

TEDxTbilisi წელს ცხოვრების ხელოვნების გარშემო ერთიანდება

TEDxTbilisi წელს ცხოვრების ხელოვნების გარშემო ერთიანდება

ირაკლი შალიკაშვილი 05 დეკ 2019

90-იანების საქართველო

03 ოქტ 2017
ნიკა მელია დააკავეს

ნიკა მელია დააკავეს

ირაკლი შალიკაშვილი 23 თებ 2021

უახლესი ამბები

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge