სტრუქტურული ცვლილებებით ახსნილი პროცესები “ევროპულ საქართველოში” – პარტიაში დღეს 3 საათზე შეხვედრა ჩაინიშნა.
ლიდერებმა ოფისში შეკრება უკვე დაიწყეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პარტია რამდენიმე წევრმა დატოვოს.
რა საკადრო ცვლილებები იქნება საბოლოოდ, რომლის შესახებაც საზოგადოებამ წესით უახლოეს მომავალში უნდა გაიგოს, პარტიაში ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.
“დღეს არაფორმალური შეკრება გვაქვს, მთავარი გადაწყვეტილებების თაობაზე დათო ბაქრაძე გაგაცნობთ. სხვას ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ არაფერი შეიცვლება,” – აცხადებს ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ირმა ნადირაშვილი.
ის, რომ “ევროპულ საქართველოში” რეორგანიზაცია იგეგმება, თავად პარტიის წევრები ამაზე უკვე საუბრობენ.
“შიდაპარტიული კონსულტაციები მიმდინარეობს. იგეგმება რეორგანიზაციები, თუმცა რა სახეცვლილებას მიიღებს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი,” – აღნიშნავს ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა დამენია.
კომენტარები