NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»თუ ნიკა მელია არ გადაიხდის გირაოს თანხას, ამოქმედდება ის მექანიზმები, რომელიც არის კონსტიტუციაში და რეგლამენტში

თუ ნიკა მელია არ გადაიხდის გირაოს თანხას, ამოქმედდება ის მექანიზმები, რომელიც არის კონსტიტუციაში და რეგლამენტში

11 თებ 2021 საინტერესო 442 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ კანონი ყველასთვის თანაბარია და ნიკა მელიამ დაკისრებული გირაო უნდა გადაიხადოს. მათივე თქმით, არცერთ ადამიანს, მიუხედავად თანამდებობისა, არ აქვს უფლება უგულებელყოს პროკურატურის და სასამართლოს მიერ დაწესებული სანქცია.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გირაოს არ გადაიხდის, ამოქმედდება რეგლამენტით და კონსტიტუციით განსაზღვრული სანქციები, რომლებიც, საბოლოოდ, მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას გულისხმობს.

“კანონი ყველასთვის არის თანაბრად განაწილებული და ყველა უნდა აგოს საკუთარ ქმედებებზე პასუხი. რა თქმა უნდა, არსებობს პროცედურები. ნიკა მელიას გადაწყვეტილებები იქნება ავტორი მის მიმართ განხორციელებული პროცესებისა.

არ აქვს უფლება არავის, თავი აარიდოს პროკურატურის მოთხოვნას და სასამართლოს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, თუკი ნიკა მელია არ გადაიხდის იმ თანხას, რაც გირაოს სახით არის დაწესებული, ამოქმედდება ის მექანიზმები, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციაში და რეგლამენტში,” – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გუშინ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დაწერა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს და, მისი თქმით, არც არავის აქვს უფლება, მის მაგივრად ეს გააკეთოს.

კომენტარები

TOP არ გადახდა გირაო პროკურატურა 2021-02-11
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP არ გადახდა გირაო პროკურატურა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Do I Really Have to Pay Someone to Do My Homework?

შემდეგი სტატია

ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო, ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი

მსგავსი სტატიები

Crucial and Analytical Essay Writing Guidelines

11 მარ 2020

University Mathematics and Science – What to Look Out For

19 მარ 2020
როცა შიში და სიამოვნება ერთ კაფსულაში ერთიანდება

როცა შიში და სიამოვნება ერთ კაფსულაში ერთიანდება

17 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

    ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

  • მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

    მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

  • “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

    “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

  • ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

    ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

  • პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

    პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

  • ვადიმ ბოიჩენკო:  მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

    ვადიმ ბოიჩენკო: მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

  • ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

    ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge