NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მე თვითონაც ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და თქვენ წარმოიდგინეთ ცხენიც კი

მე თვითონაც ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და თქვენ წარმოიდგინეთ ცხენიც კი

10 თებ 2021 პოლიტიკა 778 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობისთვის განკუთვნილ პრივილეგიებზე უარს აცხადებს.

როგორც იოსელიანმა  განმარტა, პარლამენტში პრივილეგიებისთვის არ შესულა.

„ვიცე-სპიკერობა არ არის ის, რის გამოც მე პარლამენტში შევედი. როდესაც ოპოზიციით კვოტით გვერგო ეს თანამდებობა და დავინახე, რამდენი პრივილეგია მოყვება ამ პოსტს, მაგალითად: მძღოლი და მანქანა, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მე არ მჭირდება. ამისთვის არ მივსულვარ იქ და ამის გარეშეც შემიძლია გავაკეთო ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ. პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. არ ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენო. ამ ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა და ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან, ჩემი პრივილეგიებით სარგებლობა უხერხულობა იქნება. მე ვცხოვრობ საბურთალოზე, იმისთვის, რომ მივიდე რუსთაველზე, არ მჭირდება მანქანა და მძღოლი. მე თვითონაც ვმართავ მანქანას. მყავს სკუტერიც და თქვენ წარმოიდგინეთ ცხენიც კი. ასე რომ, ყველგან შემიძლია მივიდე სახელმწიფოს დახმარების გარეშე“, – განაცხადა იოსელიანმა.

გარდა ამისა, იოსელიანმა საარჩევნო რეფორმასა და „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებულ მემორანდუმზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, არ არის დარწმუნებული, რომ მმართველი გუნდი მემორანდუმში ასახულ პუნქტებს ბოლომდე შეასრულებს.

„ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა არ იქნება მარტივი. მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, „ქართული ოცნება“ ამ ყველაფრის შესრულებაზე წამოვა თუ არა. ის ეცდება რაღაცები მაინც სათავისოდ მოირგოს და სათავისო ჩანაწერები გააკეთოს. ჩვენ დავიწყეთ უკვე ამაზე მუშაობა და ჩემს როლს, როგორც ამ კომისიის თანათავმჯდომარის, ვხედავ, რომ მაქსიმალურად გასაგებად ავსახოთ კანონმდებლობაში ის, რომ არჩევნები აღარ გაყალბდეს. ეს შეთანხმება და რეკომენდაციები „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია ედო ეუთო/ოდირისგან, მაგრამ მას არასდროს თავში არ მოსვლია ამის გაკეთება. ამ შეთანხმებას რატომ მოაწერა ხელი? მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა და ბოიკოტმა აიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა. აქედან გამომდინარე, თუ მას თავის დაძვრენის საშუალება ექნება და ოპონირებას არ გაუწევ იმდენად კვალიფიციურად, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი ზედმიწევნით იყოს კანონმდებლობაში ასახული, ეჭვი მაქვს, რომ ისინი ეცდებიან სათავისოდ წაიყვანონ ეს პროცესი“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა 87-ხმით, ვიცე-სპიკერის პოსტზე პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენელი ლევან იოსელიანი აირჩია. იოსელიანმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით დაიკავა.

კომენტარები

ვიცე-სპიკერი პრივილეგიები პროცესი 2021-02-10
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ვიცე-სპიკერი პრივილეგიები პროცესი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ალბათ, დეგრადაციის გზაზე კიდევ რაღაც ფსკერია და ეს ადამიანი იმ ფსკერს გასცდა

შემდეგი სტატია

პერსონალური და საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას კვირის ბოლომდე ეცოდინება

მსგავსი სტატიები

რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დაასახელებს

რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დაასახელებს

ნინო ჩხეიძე 23 სექ 2020
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა

ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა

ნინო ჩხეიძე 05 მარ 2023
დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

ნინო ჩხეიძე 17 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

    მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

  • იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

    იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

  • მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

    მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

  • როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

    როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

  • გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

    გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

  • ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

    ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge