NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»რევოლუციური სცენარი ვერ მოხდება, ვერ ეგუებიან, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს ეს ჯგუფი ხელისუფლებაში

რევოლუციური სცენარი ვერ მოხდება, ვერ ეგუებიან, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს ეს ჯგუფი ხელისუფლებაში

09 თებ 2021 სამართალი 474 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერ ეგუება ძალაუფლების დაკარგვას და ცდილობს, გავლენა მოახდინოს საკუთარ ამომრჩეველზე რევოლუციური სცენარის გასახორციელებლად.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის დაკვეთა არის არა რევოლუცია, არამედ ცივილური დებატები პარლამენტში.

“ამ პოლიტიკურ ჯგუფს, როგორიცაა, მაგალითად “ნაციონალური მოძრაობა”, არ აქვს რესურსი, თუნდაც პატარა პოლიტიკურ პარტიებთან კომუნიკაციის, მისთვის არ არის არაფრის მომცემი პლურალიზმი, მას არ აინტერესებს პარლამენტში მრავალპარტიულობა. ან თვითონ, ან არავინ – ხელმძღვანელობს ამ დევიზით და გააგრძელოს ამ დევიზით საქმიანობა, თუ ამას საქმიანობა ჰქვია. ერთ წამოცდენას ჰქონდა ადგილი ქალბატონი თინას მხრიდან, რომ დემოკრატიული პროცესით ვერ მოვიშორეთ ხელისუფლებაო და მართალია, დემოკრატიული პროცესით საზოგადოებამ არჩევანი გააკეთა ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის.

რასაც ფიქრობენ, ის გამოააშკარავეს, რასაც მისი სხვა კოლეგები ღიად ამბობენ, რომ უნდა დავიწყოთ დაუმორჩილებლობა, თურმე ისინი უფრო მაღლა დგანან, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია. თითქოს, მათი აზრი და მათი ჯგუფების აზრი გადამწყვეტია და უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოში საზოგადოების აზრი, ეს არის რიტორიკა, რასაც ეს ჯგუფი არ ცვლის, ვერ შეიცვალა და ვერ გადააფასა, რას ახორცილებდნენ 2012 წლამდე და რა მდგომარეობაში არიან დღეს. ვერ ეგუებიან, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს ეს ჯგუფი ხელისუფლებაში და, შესაბამისად, ცდილობენ, რომ სხვადასხვა სახელები დაარქვან და მცდელობა აქვთ, რომ დაუმორჩილებლობის პერფორმანსებითა და აქციებით მოახდინონ ზემოქმედება მათ ამომრჩეველზე, მაგრამ არ გამოუვათ, ეს წარსულია. არანაირი რევოლუციების დრო არ არის, რევოლუციური სცენარი ვერ მოხდება და ამისი მთავარი წყარო არის ქართველი ხალხი, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის, ყველას მისცა ის მანდატი, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. დღეს ხალხის დაკვეთა არის პოლიტიკური პაექრობის გაგრძელება ცივილურად, პარლამენტში,”-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

რევოლუციური სცენარი ცივილური დებატები ჯგუფი 2021-02-09
ირაკლი შალიკაშვილი
Tags რევოლუციური სცენარი ცივილური დებატები ჯგუფი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს გააკეთებს, მაძღარ და კმაყოფილ ხალხს ვერავინ გამოიყვანს ქუჩაში

შემდეგი სტატია

“მათ დაკარგეს პოლიტიკური მომავალი, როგორც ოპოზიციონერებმა”

მსგავსი სტატიები

 იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ განწესების შესახებ ანა დოლიძის ინიციატივაზე იმსჯელებს 

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

05 იან 2018
„ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა და კარგად მივიღე ცხვირ-პირში და იმის მერე ვცდილობ, რომ არასდროს ჩავერიო“

„ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა და კარგად მივიღე ცხვირ-პირში და იმის მერე ვცდილობ, რომ არასდროს ჩავერიო“

18 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • დმიტრო კულება: …ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ

    დმიტრო კულება: …ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ

  • გიორგი გურგულია: …ზელენსკის კიდე საქართველო კი არა, უკრაინაც არ უყვარს

    გიორგი გურგულია: …ზელენსკის კიდე საქართველო კი არა, უკრაინაც არ უყვარს

  • თინა ხიდაშელი: ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა

    თინა ხიდაშელი: ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა

  • მედია: ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

    მედია: ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

  • ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

    ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

  • ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

    ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

  • უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

    უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

  • ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

    ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

  • ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

    ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

  • სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

    სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge