NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“მათ დაკარგეს პოლიტიკური მომავალი, როგორც ოპოზიციონერებმა”

“მათ დაკარგეს პოლიტიკური მომავალი, როგორც ოპოზიციონერებმა”

09 თებ 2021 პოლიტიკა 531 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ ბარიერის საკითხი მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რისთვისაც საჭიროა 113 დეპუტატის მხარდაჭერა.

მისი თქმით, ამ რაოდენობის ხმები ფიზიკურად ვერ გროვდება პარლამენტში, თუნდაც შევიდეს “გირჩი” საკანონმდებლო ორგანოში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის თქმით, პარლამენტში შესვლა ფართო პოლიტიკური შეთანხმების გარეშე, რომელიც  მოლაპარაკების შედეგად უნდა მიღწეულიყო “ქართულ ოცნებაში” შესვლის ტოლფასია.

“მე მაინც მქონდა იმის იმედი, რომ ეს ადამიანები შეასრულებდნენ საკუთარ სიტყვას, რომელიც არა ერთხელ საჯაროდ გაუჟღერებიათ, რომ “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის გარეშე ისინი არ შევიდოდნენ პარლამენტში, იმიტომ რომ კარგად ესმით, მათ შორის, ეს ბარიერის საკითხი მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რისთვისაც საჭიროა 113 დეპუტატის მხარდაჭერა, რომელიც ფიზიკურად არ იქნება პარლამენტში, ისინი რომც შევიდნენ და შესაბამისად, იმთავითვე რაღაც ნონსენსი გამოდის მათი შესვლა იქ, რასაც ისინი ვერ მიაღწევენ. ანუ, საკუთარი მიზნების მიღწევის და რეალიზების შესაძლებლობას არ აძლევს ელემენტარული არითმეტიკა.

ამიტომ, მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, იმიტომ რომ დიახ, ნამდვილად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ პარლამენტში შესვლა ფართო პოლიტიკური შეთანხმების გარეშე, რომელიც მოლაპარაკების შედეგად უნდა მიღწეულიყო და ამ მოლაპარაკების და შეთანხმების დიდი ქომაგი და დიდი გულშემატკივარი მე ნამდვილად ვარ, ამის გარეშე პარლამენტში შესვლა არის “ქართულ ოცნებაში” შესვლის ტოლფასი და უბრალოდ “ქართული ოცნების” ერთგვარ ატრიბუტად გადაქცევის აქტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, “გირჩი” ახლაც აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ ამის გაკეთებას, მაგრამ თუ გააკეთებენ, ამაშიც ვერაფერ ტრაგიკულს ვერ ვხედავ. შევიდნენ სხვა ადამიანები და ამით ოპოზიციამ ჩემი აზრით, დიდი არაფერი დაკარგა, მათ დაკარგეს უბრალოდ პოლიტიკური მომავალი, როგორც ოპოზიციონერებმა,” – ამბობს თინა ბოკუჩავა.

კომენტარები

პოლიტიკური საბჭო საკანონმდებლო ორგანო 2021-02-09
ირაკლი შალიკაშვილი
Tags პოლიტიკური საბჭო საკანონმდებლო ორგანო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რევოლუციური სცენარი ვერ მოხდება, ვერ ეგუებიან, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს ეს ჯგუფი ხელისუფლებაში

შემდეგი სტატია

ევროპაბეთსა და ნარდის სპორტულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება

მსგავსი სტატიები

კობახიძე: არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოაწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს

17 ოქტ 2017
ირაკლი ზარქუამ ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა

ირაკლი ზარქუამ ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა

17 აგვ 2018

„ფისკალური პოლიტიკის ამოცანაა ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობა“

20 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

  • თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

    ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

  • გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

    გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

    მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge