NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“თსუ ჩვენი მეცნიერების, კულტურის, ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კერაა”

“თსუ ჩვენი მეცნიერების, კულტურის, ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კერაა”

08 თებ 2021 პოლიტიკა 438 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

პრემიერმა პატივი მიაგო ივანე ჯავახიშვილისა და პირველი რექტორის – პეტრე მელიქიშვილის ხსოვნას და მათი საფლავები თაიგულით შეამკო.

მან უნივერსიტეტის დაარსების 103 წლისთავი მიულოცა უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა უნივერსიტეტელს და აღნიშნა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მეცნიერების, კულტურის, ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კერაა.

გიორგი გახარია, მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ასევე გაეცნო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას. მთავრობის მეთაურმა ე.წ. ჭკვიანი დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები დაათვალიერა. 10 ჭკვიანი დაფა (ე.წ. სმარტ ბორდი), რაც დისტანციური სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის გამოიყენება, ყველა სასწავლო კორპუსში განთავსდა და ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად ფონდმა „ქართუ“ გადასცა.

უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე განხორციელდა შენობის გამაგრების სამუშაოები, შეიცვალა სახურავი და ფანჯრები, გარემონტდა ფასადი, სველი წერტილები და ცენტრალური გათბობის სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპზე კი ეწყობა სახანძრო და გაგრილება-ვენტილაციის სისტემები, ლიფტები. სულ რემონტდება 25 000 კვ.მ. ფართობი.

სარემონტო სამუშაოები, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ ჯამში 27 მილიონი ლარით დააფინანსა, მიმდინარე წელს დასრულდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს აკადემიური და კვლევითი დანიშნულების 27 შენობაშია განთავსებული. 2023 წლის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი, ისტორიული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის 10 მილიონი აშშ დოლარით ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. სარემონტო სამუშაოებისას, რომელიც 2008-2011 წლებში მიმდინარეობდა, პირველ კორპუსში შეიცვალა სახურავი, გადახურვა და ფანჯრები, წყლის სისტემები, დამონტაჟდა გათბობის სისტემები, შეიცვალა ელექტროგაყვანილობა, განათებები, დამონტაჟდა ლიფტი, ფასადს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. თსუ-ს პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში, სააქტო და საგამოფენო დარბაზებში მოეწყო კონდიცირების სისტემები. ასევე, კეთილმოეწყო შიდა ეზო.

კომენტარები

თსუ ინტელექტუალური ცხოვრება კულტურა მეცნიერება 2021-02-08
ირაკლი შალიკაშვილი
Tags თსუ ინტელექტუალური ცხოვრება კულტურა მეცნიერება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ დანაშაულებრივ მოღალატეობრივ კოლაბორაციულ ურთიერთობაშია რუსეთთან

შემდეგი სტატია

უბრალოდ ამბობენ, რომ „არჩევნები გაყალბდა“ – მტკიცებულებას ვერასდროს წარმოადგენენ

მსგავსი სტატიები

ნაზი ჯანეზაშვილი იმ 10 ძირითად მიზეზს წარადგენს, „რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა მოსამართლეობის არც ერთ კანდიდატს“

ნაზი ჯანეზაშვილი იმ 10 ძირითად მიზეზს წარადგენს, „რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა მოსამართლეობის არც ერთ კანდიდატს“

ირაკლი შალიკაშვილი 11 ნოე 2019
სახალხო დამცველი არის სუბიექტური მხარე

სახალხო დამცველი არის სუბიექტური მხარე

ირაკლი შალიკაშვილი 16 სექ 2020
„საქართველო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“

„საქართველო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“

07 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge