NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»რა მაგარი ამბავია, მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე

რა მაგარი ამბავია, მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე

08 თებ 2021 საინტერესო 420 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რა მაგარი ამბავია – მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტს აცხადებს პარლამენტში მუშაობაზე, „წყევლის“ ოპოზიციის მეორე ნაწილს, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე ხელისუფლებასთან შეთანხმებას ცდილობს.

„მიზანი არის ის, რომ ბოლოს და ბოლოს მივიღოთ ისეთი არჩევნები, საარჩევნო წესი, პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც ვენდობით. 30 წელია გვინდა ეს და ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ. დღეს რა პროცესიც დაიწყო, ამან 1-ელ მარტამდე კანონპროექტის სახე უნდა მიიღოს და 1-ელ მაისამდე მოქმედი კანონი გახდეს. ამ ყველაფერმა უნდა მოიტანოს სანდო არჩევნები და ეს იქნება ჩემი აზრით, ყველაზე სერიოზული მიღწევა ქვეყანაში და წინ გადადგმული ნაბიჯი. თუ არჩევნები ჩატარდება პატიოსნად, ეს განაპირობებს იმას, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდება და მერე შევძლებთ ხელისუფლებების შეცვლას არჩევნების გზით ისე, რომ მეორე დღეს არ იყოს რევოლუციები, გადატრიალებები, არ იყოს ბოიკოტი და ქუჩაში აქციები.

თუ ეს კანონპროექტი მივიღეთ ისე, როგორც მემორანდუმშია ჩაწერილი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თამარ ჟვანია აღარ უნდა იყოს ცესკოს თავმჯდომარე. სამუშაო ჯგუფი იმისთვის იქმნება, რომ ამ სამი კვირის განმავლობაში ისეთი დეტალები გავწეროთ, რომ თამარ ჟვანია კიდევ ახალმა თამარ ჟვანიამ არ ჩაანაცვლოს. ოპოზიციის ნაწილს რატომ აქვთ ბოიკოტი გამოცხადებული და თან პრეტენზიები აქვთ – თუ ჩვენ პარლამენტში არ ვიქნებით, მაშინ ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში უნდა ვიყოთო. ეგ რა მაგარი ამბავია – მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე. არ ვიცი მე რას შვებიან. ერთადერთი, რითიც არიან დაკავებული – ჩვენ რომ რაღაცას ვაკეთებთ, მემორანდუმზე ვთანხმდებით, სამუშაო პროცესი მიდის, დგანან და გვწყევლიან. მერე მოვა თვითმმართველობის არჩევნები და გამართულ საარჩევნო სისტემაში მონაწილეობას მიიღებენ. როგორ არ შერცხვებათ, ძალიან მაინტერესებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და მუშაობას, ელისაშვილი აცხადებს, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას „მოქალაქეები“ არ აპირებენ.

„ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ რომ ვერ ასაბუთებს არჩევნების გაყალბების მასშტაბს, უხერხულია იმიტომ, რომ საქართველოს მასშტაბით ამ სამ ოპოზიციურ პარტიას ჰყავდა 3800-ვე უბანზე ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული კომისიის წევრები და მათ ადგილას მე მაგრად შემრცხვებოდა, რომ ვერ დამესაბუთებინა არჩევნების გაყალბების მასშტაბი. ჩვენ პარტიას, როგორც ახალრეგისტრირებულ პარტიას გვყავდა რამდენიმე ათეული, თითზე ჩამოსათვლელი, მოხალისე დამკვირვებელი და კონცენტრირებული ვიყავით საბურთალოზე. თავისი ალტერნატიული კომისია შექმნან და დაამტკიცონ [გაყალბება]!“ – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება.მმართველმა გუნდმა სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომელმაც საარჩევნო რეფორმაზე უნდა იმუშაოს, წინა კვირას დაანონსა.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს 2021 წლის 1-ელ მარტამდე წარედგინება, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლია 1-ელი მაისისა.

კომენტარები

TOP კანონპროექტი პარლამენტი საარჩევნო რეფორმა 2021-02-08
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP კანონპროექტი პარლამენტი საარჩევნო რეფორმა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის მოსალოდნელ გადაყენებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ფანტაზიას უწოდებს

შემდეგი სტატია

დაცულია თუ არა რეკომენდაციები რეგულაციების შემსუბუქების პირველ დღეს

მსგავსი სტატიები

Working with the Best Online Photo Editor

ნაგულისხმევად საიტისათვის 11 ნოე 2020
მომავლის სახელით შევძლებთ კვლავ გაერთიანებას და ძლიერი, განვითარებული, ევროპული ქვეყნის ერთად შენებას

მომავლის სახელით შევძლებთ კვლავ გაერთიანებას და ძლიერი, განვითარებული, ევროპული ქვეყნის ერთად შენებას

ირაკლი შალიკაშვილი 23 მაი 2022

Top 5 Best Cam Sites Intended for Adult Building

ნაგულისხმევად საიტისათვის 05 სექ 2020

უახლესი ამბები

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

    მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge