NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის დაწყებამდე პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის

არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის დაწყებამდე პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის

08 თებ 2021 საინტერესო 514 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის დაწყებამდე პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიაში ოპოზიციის მაქსიმალური მონაწილეობა, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძემ ბიუროს სხდომიდან ოპოზიციას მიმართა, პასუხისმგებლობა აიღონ, კომისიის საქმიანობაში ჩაერთონ და 31 ოქტომბრის არჩევნების მიმართ საკუთარი ბრალდებები ფაქტებით დაადასტურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც თალაკვაძემ განაცხადა, როგორც კი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა დასრულდება, მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ბრალდებები არჩევნების მიმართ აღარ არსებობს.

“ჩვენი პირობა იყო, რომ საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად შევქმნიდით საგამოძიებო კომისიას, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შეისწავლიდა. მაშინაც მიგვაჩნდა და დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ რადიკალური ოპოზიციის ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო. დღეს ჩვენ პრინციპულად მზად ვართ და გაგვაჩნია პოლიტიკური ნება, რომ საკითხი ოპოზიციასთან ერთად შევისწავლოთ, მათი პრეტენზიები საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოვიკვლიოთ და მიუკერძოებელი დასკვნა დავდოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტის დადგენილების პროექტი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში აისახა.

კომენტარები

არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ოპოზიციასთან კონსულტაციები პირობა საგაზაფხულო სესია 2021-02-08
ირაკლი შალიკაშვილი
Tags არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ოპოზიციასთან კონსულტაციები პირობა საგაზაფხულო სესია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თამარ ჟვანია წავა ავტომატურად, ახალი კანონის მიხედვით ახალი ცესკოს თავმჯდომარე უნდა შევარჩიოთ

შემდეგი სტატია

გუშინწინდელი დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში

მსგავსი სტატიები

Archaeology, also spelled archeology, the scientific examine from the substance continues to be of past human lifespan and activities

18 აპრ 2021

The Most Disregarded Solution for Friends of Science

05 დეკ 2019

A Review of Imlived

ნაგულისხმევად საიტისათვის 24 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

    მდინარაძე: ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

  • იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

    იაგო ხვიჩია: ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ მყესები დაიწყვიტა არაფრისგან და რატომ არ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ გოლის გატანას, სად არიან?

  • მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

    მამუკა მდინარაძე: ტყუილია ის, რომ შალვა პაპუაშვილმა იმ ბავშვებს, როლებიც იქ იდგნენ, უწოდა 1000 ლარიანი – მას ჰქონდა კონკრეტულ ქეისებზე საუბარი

  • როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

    როსტომ ჩხეიძე: დასავლური კურსის შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგანაც: ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები!

  • გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

    გიგა ბოკერია: ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

  • ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

    ხათუნა სამნიძე ეკა სეფაშვილს: მგონი ცუდად ხარ, იცი?! ძალიან მძიმე დღეები გამოიარეთ, მესმის, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა (ვიდეო)

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge