NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის გათვალისწინების გარეშე ყველა ცვლილება კოსმეტიკური იქნება

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის გათვალისწინების გარეშე ყველა ცვლილება კოსმეტიკური იქნება

05 თებ 2021 პოლიტიკა 676 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შევა, თუ არა ოპოზიცია პარლამენტში საარჩევნო ბარიერის დასაწევად – ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება მეორეხარისხოვანი ცვლილებებით ცდილობს ყურადღების გადატანას მთავარი საკითხიდან, მთავარი საკითხი კი მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის რიგგარეშე არჩევნებია.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერები განმარტავენ, ერთპარტიული პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებებზე საუბარი გაუგებარია. ისინი “ქართულ ოცნებას” მოლაპარაკებების მაგიდასთან ელოდებიან და მოუწოდებენ შეიმუშაონ გეგმა, რომელიც ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მისაღები იქნება.

“საარჩევნო საკითხებზე საუბარს აზრი ექნება იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი გაიაზრებს ოპოზიციის მთავარი მოთხოვნის ლეგიტიმურობას და ეს არის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა. ამ მოთხოვნის გათვალისწინების გარეშე, ყველა სხვა ცვლილება, რომელიც შეიძლება მათ განახორციელონ, იქნება კოსმეტიკური. თუ ამ მთავარი მოთხოვნის ლეგიტიმურობას გაიაზრებს, ბუნებრივია, გაჩნდება სივრცე მოლაპარაკებისთვის, რომლისთვისაც ოპოზიცია ნამდვილად არის მზად,”- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით, საარჩევნო საკითხების ისეთი გზით მოგვარება, როგორსაც “ოცნება” ოპოზიციას სთავაზობს, არ გამოვა.

“დღეს პარლამენტში ოპოზიცია არ არის და ამ საკითხს სჭირდება გადაწყვეტა. სჭირდება საუბარი პლებისციტზე, ან ახალ არჩევნებზე, ან იმგვარი ფორმის მოძებნაზე, რომელიც ამ პრობლემას გადაწყვეტს. რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მოგვარდეს, მაგრამ ამ გზით და დიალოგის ამგვარი ფორმატის შეთავაზებით, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ეს არ გამოვა,”-განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, “ოცნებასა” და “მოქალაქეებს” შორის გაფორმებული მემორანდუმი არის იმ შეთანხმების გაუარესებული ვარიანტი, რასაც ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მეოთხე რაუნდის დროს მიაღწია.

“ამ ე.წ. მემორანდმზე, რომელიც მთავრობამ გააფორმა “მოქალაქეებთან”, საუბარია საარჩევნო ცვლილებებზე, ეს არის ბევრად გაუარესებული ვარიანტი, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება საუბრობდა თუნდაც მეოთხე რაუნდის შემთხვევაში. ამიტომაც, ჩვენ არ ვთანხმდებით ამ დოკუმენტს. ის, რომ მანდატები არ ჩახსნა, შეიძლება მოვლენების ორგვარი განვითარება: ერთი, რომ კვლავ გააგრძელებს ვაჭრობას ვიღაცის შესაყვანად, რაც კიდე უფრო შეგვიყვანს ჩიხში, ან უფრო პოზიტიური – ისინი მოვლენ მეხუთე რაუნდზე,”-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

“გირჩის” წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით კი საარჩევნო ცვლილებები მათთვის იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ განხილული იქნება ე.წ. ბუნებრივი ბარიერის საკითხი.

კომენტარები

არჩევნები გაყალბება თინა ბოკუჩავა 2021-02-05
ირაკლი შალიკაშვილი
Tags არჩევნები გაყალბება თინა ბოკუჩავა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Locating a Chinese Partner For Sale Over the internet

შემდეგი სტატია

აუცილებელია, ოპოზიცია გააქტიურდეს, ვგულისხმობ, მათ შორის აქციების მომზადებას

მსგავსი სტატიები

ხაზარაძე: აქციის ორგანიზატორია „ნაცმოძრაობა“, როცა აქცია იგეგმება, პარტიამ უნდა იცოდეს რა არის ამის გაგრძელება …

ხაზარაძე: აქციის ორგანიზატორია „ნაცმოძრაობა“, როცა აქცია იგეგმება, პარტიამ უნდა იცოდეს რა არის ამის გაგრძელება …

ირაკლი შალიკაშვილი 13 ოქტ 2021

ავღანეთში, თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველი სამხედროები თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში მოინახულა

სოსო ელისაშვილი 15 აგვ 2017

მარინ ლე პენი: არ შეიძლება რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკიდან გაძევება

18 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

    თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

  • მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

    მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

  • “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

    “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

  • დღე ისტორიაში – 28 იანვარი

    დღე ისტორიაში – 28 იანვარი

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge