NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»,,ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე – რას ნიშნავს, ულტიმატუმმა არ იმუშავა?! – პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, გარდა ოთხი გვამისა

,,ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე – რას ნიშნავს, ულტიმატუმმა არ იმუშავა?! – პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, გარდა ოთხი გვამისა

04 თებ 2021 საინტერესო 636 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მედიას ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდვაშიადანაშაულებს. თუმცა, აცხადებს, რომ ასეთი მედიასაშუალებების რაოდენობა საბედნიეროდ, არც ისე ბევრია.

სააკაშვილის განცხადება უკავშირდება, გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ სტატიას – „სააკაშვილის ახალი მარცხი: რატომ არ იმუშავა ქართული ოპოზიციის ულტიმატუმმა“, რომლის ავტორია გამოცემის რედაქტორი იური პანჩენკო.

სტატიას მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა:

„რას ნიშნავს, ულტიმატუმმა არ იმუშავა?! პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, გარდა ოთხი გვამისა, რომლებიც თავიდანვე გაიყიდნენ (ეს იყო საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე).

გამარჯვება მოპარულია. ამას ადასტურებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ხმების პარალელური დათვლა, ასევე საერთაშორისო სოციოლოგიური კომპანია IPSOS .

“ქართულმა ოცნებამ” სულელურად გადაწერა საარჩევნო ოქმები და ყველა ავტორიტეტულმა დამკვირვებლებმა ამის შესახებ პირდაპირ განაცხადეს. არსებული „საპარლამენტო უმრავლესობა“ არღვევს კონსტიტუციას ისე, რომ არ უწყვეტს უფლებამოსილებას პარლამენტის წევრებს მიუხედავად იმისა, რომ ყველა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა ასეთი განცხადებით და ინარჩუნებენ სრული ბოიკოტის რეჟიმს.

კრემლის პროპაგანდა უბრალოდ არაფერია ბატონ სიდორენკოს და მისი გუნდის სპეკულაციებთან შედარებით საქართველოსთან მიმართებაში. ეს უკვე ტენდენციის ხასიათს იღებს და თქვენ ტყუილად ფიქრობთ, რომ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ. მე მაშინვე პირველი ვიგებ ამას. მთავარი ის კი არ არის, რომ ამას მე ვამჩნევ, მთავარია, რომ ამას ამჩნევენ ადამიანები საქართველოში, ვისაც უბრალოდ მოპარეს გამარჯვება და რომლებიც დღემდე განაგრძობენ ბრძოლას თავისი კუთვნილი ხმებისთვის და ეძებენ სიმართლეს!

რა დამარცხებაზე ვსაუბრობთ? ჯერ ერთი, ქართულმა ოპოზიციამ გაიმარჯვა არჩევნებში. მეორეც – დიდი გამარჯვებაა, რომ ოპოზიციიდან არავინ გაყიდულა და ყველა ინარჩუნებს ერთობას. ასეთი პროფესიონალიზმი და ჟურნალისტების ცალმხრივობა ადასტურებს იმას, რასაც ვეჭვობდი.

ჩანს, რომ ეს ჟურნალისტები ივანიშვილის დაფინანსებას იღებენ. ეს მისი ჩვეული სტილია, მითუმეტეს, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მან გამოყო დამრგვალებული თანხა უკრაინული მედიის მოსასყიდად. საბედნიეროდ, ვინც მას მიეყიდა, მათი რაოდენობა არც ისე ბევრია.

სხვაგვარად, არ შემიძლია ავხსნა, რატომ ახდენთ ცრუ პროპაგანდის ტრანსლირებას ისე, რომ არ ეკითხებით კომენტარს საქართველოს არც ერთ მთავარ ოპოზიციურ პარტიებს, აღარაფერს ვამბობ ჩემზე, რომელიც თქვენგან რამდენიმე წუთის სავალზე ვიმყოფები. ტყუილი, ტყუილი და კიდევ ტყუილი. ეს უბრალოდ ფაქტების დამახინჯება კი არ არის, არამედ მათი გამოგონებაა“ , – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

TOP 2021-02-04
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Common Qualities of the Latina Better half

შემდეგი სტატია

ოპოზიცია მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვის მზად არის

მსგავსი სტატიები

TEDxTbilisi წელს ცხოვრების ხელოვნების გარშემო ერთიანდება

TEDxTbilisi წელს ცხოვრების ხელოვნების გარშემო ერთიანდება

ირაკლი შალიკაშვილი 05 დეკ 2019
სტივენ სპილბერგის ახალი ფილმის თრეილერი

სტივენ სპილბერგის ახალი ფილმის თრეილერი

16 თებ 2018

Financial Assistance When There Is Not Any Creditcheck

ნაგულისხმევად საიტისათვის 08 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge