NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ლევან ღამბაშიძე: ძალიან გავს ეს ყველაფერი იმას, რასაც ბრეჟნევის პერიოდს უწოდებენ

ლევან ღამბაშიძე: ძალიან გავს ეს ყველაფერი იმას, რასაც ბრეჟნევის პერიოდს უწოდებენ

04 თებ 2021 საზოგადოება 200 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“შევარდნაძის დროს აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცოდა რომ ცუდად ვცხოვრობდით და რაღაც უნდა შეცვლილიყო უკეთესობისკენ. ამას ამტკიცებს რევოლუცია.
მიშას დროს ნაწილმა იცოდა რომ ცუდად ვცხოვრობდით მაგრამ უკეთესობისკენ მივდიოდით და ამიტომ მთავრობის მხარდამჭერი იყო და ნაწილმა იცოდა რომ ცუდად ვცხოვრობდით და უკეთესობისკენ მივდიოდით, მაგრამ ეს პროგრესი არ უღირდა იმ ფასად, რასაც ვიხდიდით. მაგალითად ადამიანის უფლებების ფასად. ანუ უკმაყოფილო წინსვლით კი არ იყო, არამედ მეთოდებით. ამას ადასტურებს გამოთქვამები: “რაღაც ხომ კეთდება?!” და “მე კარგსაც ვხედავ და ცუდსაც”. ამას შევარდნაძის დროს ვერ იტყოდი, იმიტომ რომ მართლა არაფერი არ კეთდებოდა. მიშას დროს ვერ იტყოდი არაფერი არ კეთდებაო, უბრალოდ არ გიღირდა.
ამათ გარდა არსებობდა ბევრი, ვისაც პრინციპულად არ მოსწონდა ის, რა ფორმებსაც იღებდა ქვეყანა. ესენი მეთოდებზე არ წუხდნენ, არამედ შინაარსზე. მაგალითად კრიმინალები, ბაბულიკები, კორუმპირებულები, ცუდი მეღვინეები, გაგდებული ცუდი თანამშრომლები… მათთვის უბრალოდ წესიერი სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა იყო და არის პრობლემა.
დღეს რაც გვაქვს, არის სრული ანომალია. საერთოდ არაფერი კეთდება, რასაც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი შეიძლება დავუძახოთ, მაგრამ ხალხი ანესთეზირებულია. დიდი რეფორმები, დიდი პროექტები, დიდი გეგმები, დიდი პოლიტიკა…. არაფერი. ყველაფერი დაყვანილ იქნა ჭამაზე და სმაზე. ყველა ზრუნავს საკუთარ თავზე, საკუთარ ხელფასზე, საკუთარ კეთილდღეობაზე და არავინ საზოგადოებრივზე. შესაბამისად, საზოგადოებრივს მოაჯდა ადამიანთა ძლიან პატარა ჯგუფი და ჭამს და ჭამს გაუჩრებლად. მე დღეს არ მინახავს ვინმე, რომელიც შეძლებდა იმის თქმას, რომ კი, ვიცი რომ კორუფციაა, ვიცი რო ჭამენ ქვეყანას, მაგრამ აი წინ ხო მივდივართ, მაინც რაღაცნაირად. “რაღაც ხომ კეთდება” აღარ არსებობს.
ძალიან გავს ეს ყველაფერი იმას, რასაც ბრეჟნევის პერიოდს უწოდებენ. ყველა რაღაცას ჩალიჩობდა და ყველას ფეხებზე ეკიდა სახელმწიფოც და მისი თანამოქალაქეც. ყველამ იცოდა რომ კორუფცია იყო გაბატონებული მარა მასთან ბრძოლის ნაცვლად, ყველა იმას ჩალიჩობდა თავად როგორ გამხდარიყო ამის თანამონაწილე რო თავისთვის ენახა მოგება. დაპყრობილები ვიყავით, ბოლო-ბოლო, მოსკოვი გვმართავდა მარა ეს ყველაფერი იცვლებოდა მოსკოვში კონცერტზე, ცეხის დირექტორობაზე და სხვა სიმბოლურ პრივილეგიებზე.
მართალი გითხრათ დიდად გამოსავალს ვეღარ ვხედავ. ფაქტია რომ აწყობს ბევრს ასე ყოფნა. ფაქტია რომ ბევრი ვერ ხვდება რომ ამ განათლების სისტემით პირველივე მოსახვევში ავილეწებით, როგორც ავილეწეთ ჯანდაცვით კორონას დროს. ვერ ხვდება რომ ანაკლიის პორტის გარეშე ფუნქცია არ გვექნება. მტრადქცეული აზერბაიჯანით და თურქეთით ჩვენი მომავალი ბუნდოვნად გამოიყურება და ა.შ. ვერ ხვდებიან რომ დრო არ გაჩერებულა და ის ჩვენს სასარგებლოდ არ მოქმედებს.
იმედია მალე უფრო ბევრი რამე გახდება უფრო ცხადი და იმედია იმ დროისთის უკვე გვიან აღარ იქნება ყველაფრის თავიდან გასაკეთებლად,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.

კომენტარები

ლევან ღამბაშიძე 2021-02-04
ნინო ჩხეიძე
Tags ლევან ღამბაშიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დემნა გვასალია: მოდის ხალხს არასოდეს მოვწონებივარ. დღემდე არ მოვწონვარ – არ ვიცი, რატომ

შემდეგი სტატია

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის გათვალისწინების გარეშე ყველა ცვლილება კოსმეტიკური იქნება

მსგავსი სტატიები

” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

ნინო ჩხეიძე 24 იან 2021
“ქართული ოცნება” არ აძლევს ვენეციის კომისიას დროს, რომ მათ რაიმე მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღონ მოსამართლეების შერჩევის პროცესში

“ქართული ოცნება” არ აძლევს ვენეციის კომისიას დროს, რომ მათ რაიმე მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღონ მოსამართლეების შერჩევის პროცესში

01 აპრ 2019
” ორსულები ყველაზე კარგად იტანენ კორონავირუსს, სწორედ იმიტომ, რომ …”

” ორსულები ყველაზე კარგად იტანენ კორონავირუსს, სწორედ იმიტომ, რომ …”

ნინო ჩხეიძე 01 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

  • “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

    “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

  • “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

    “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

  • საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

    საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

  • ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

    ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

  • “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

    “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge