NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»ზურაბ გურული: რუსული „ლანცეტის“ ფენომენი

ზურაბ გურული: რუსული „ლანცეტის“ ფენომენი

03 თებ 2021 ჯანმრთელობა 1727 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“რუსული „ლანცეტის“ ფენომენი
—————————————–
დაახლოებით გნებავთ წარმოიდგინოთ მსოფლიოს დამოკიდებულება რუსების მიმართ?…
მაშინ გაიხსენეთ სამყაროთაშორის ომებზე გადაღებული ჰოლივუდური ბლოკბასტერები, რომელთა ფინალურ სცენებში, პათეტიკური ჟრუანტელის მომგვრელი მუსიკის თანხლებით, ამერიკელთა მეთაურობით დარაზმულ დედამიწელთა სამხედრო ძალებს, უერთდებიან ბრიტანელები, ჩინელები და რუსები…
დიახ. რუსები. და მათ მსოფლიო მიიჩნევს როგორც სუპერსახელმწიფოთაგან ერთერთერთს, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა. ასეთია დასავლეთის პოზიცია და ასეთი იქნება მუდამ.
ცხადია, ვერც მიკროსამყაროსთან ომში იქნებოდა განსხვავებული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. მითუმეტეს, რომ გლობალისტ ევროპელებს ისევ შეუერთდა მათგან დროებით გამოთიშული ამერიკა. მსოფლიო ახლა მათია. გლობალისტების.
ამიტომ, ნურავის გაუკვირდება „ლანცეტში“ გამოქვეყნებული სტატია რუსული ვაქცინის ეფექტურობის შესახებ. ცხადია გასაგები ლოგიკური მიზეზების გამო მე არა მაქვს არავითარი მეცნიერული მტკიცებულება, რომ „ლანცეტის“ რედკოლეგიას შევეკამათო, მაგრამ მაქვს უფლება მქონდეს საფუძვლიანი ეჭვი. ეს ჩემი, ჯერჯერობით მეტნაკლებად თავისუფალი ადამიანის უფლებაა. ეჭვი ემყარება არაერთ ფაქტს. მაგალითად იმას, თუ რამდენად სანდოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და პირადად მისი დირექტორის კომპეტენცია პანდემიის მართვაში; რამდენად არის ეს ორგანიზაცია დამოკიდებული ფინანსურ და იდეოლოგიურ დონორებზე. რამდენად მძიმედ მოხდა კლინიკური და კვლევითი მედიცინის პროფანაცია პანდემიის მიმდინარეობისას, როდესაც მსოფლიო სამედიცინო პრესა წალეკა რამდენიმე ემპირიულ მონაცემზე სუბიექტურად აგებულმა „კვლევებმა“. ჩინეთის უცნაურმა „წარმატებამ“ პანდემიასთან ბრძოლაში და ბოლოს, რუსული მედიცინის „მიღწევებმა“; ქვეყნის, რომელიც დეკადებით ჩამორჩება მსოფლიო ტექნოლოგიურ პროგრესს.
ვაქცინაციის პროცესში მოულოდნელად დაწინაურებული ბრიტანეთის წარმატებამ აღაშფოთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ბუნებრივიც იყო. ანტიგლობალისტი ჯონსონის გარკვეული პროგრესი ეწინააღმდეგება მსოფლიოს ახალ იდეოლოგიურ კონცეფციებს. ვაქცინები საკმარისი აშკარად არ არის ყველასათვის. ამიტომ, რუსეთი ისევ უნდა გახდეს სრულუფლებიანი მოთამაშე. სინდისთან კომპრომისი? არა უშავს. ასეთი კომპრომისები ყოველთვის მართლდება პრიორიტეტთა ფარდობითობის კოეფიციენტით. მითუმეტეს, რომ ამ კოეფიციენტის ფორმულებს თავად ადგენ.
დიახ. რუსეთი მოიხმეს მოკავშირედ სამყაროთაშორის ომში. და ცხადია რომ ის ამ ომში მონაწილეობით გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებსაც მოითხოვს. ამჯერად მეტი სპეკულაციები აღარ ღირს. გამოჩნდება ნელნელა.
და რა უნდა გააკეთოს საქართველომ? სასოწარკვეთას მიეცეს?
ეს ისეთივე სისულელე იქნება, თავი დაანებო საკუთარ პროფესიას, თუკი გაიაზრებ რომ ვერასოდეს მოიპოვებ ნობელის პრემიას.
საქართველო ამაყი და ბედნიერი უნდა იყოს იმით, თუ ვინ არის თავად და არასოდეს განიხილოს საკუთარი თავი არც რუსეთთან, არც ევროპასთან და არც ამერიკასთან მიმართებაში.
არის კი ეს შესაძლებელი?
სრულიად შესაძლებელია, თუკი შევდგებით როგორც საზოგადოება და სახელმწიფო.
ვინმე დაგვეხმარება ამაში?
არავინ!
როგორც ადამიანს, ასევე სახელმწიფოს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. მხოლოდ ამის გააზრების შემდეგ დაიმსახურებს შესაფერის პატივისცემას როგორც მტრისაგან, ასევე მოყვარისაგან,”-  წერს სოციალურ ქსელში აშშ-შ- მცხოვრები, მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული.

კომენტარები

ვაქცინა ზურაბ გურული კორონავირუსი 2021-02-03
ნინო ჩხეიძე
Tags ვაქცინა ზურაბ გურული კორონავირუსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სერგეი ლავროვი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით: ისტერიამ პიკს მიაღწია

შემდეგი სტატია

სულხან–საბა ორბელიანის პორტრეტი

მსგავსი სტატიები

თამარ ჟამურაშვილი: 2 600 ახალი შემთხვევა ძალიან ბევრია პატარა ქვეყნისთვის! მე-4 ტალღა დაწყებულია

თამარ ჟამურაშვილი: 2 600 ახალი შემთხვევა ძალიან ბევრია პატარა ქვეყნისთვის! მე-4 ტალღა დაწყებულია

ნინო ჩხეიძე 20 ივლ 2021
საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ნინო ჩხეიძე 26 სექ 2020
ამირან გამყრელიძე: ერთ-ერთი თეორიაა, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ გახდეს კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი, მაგრამ მარტივად ნუ შევხედავთ

ამირან გამყრელიძე: ერთ-ერთი თეორიაა, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ გახდეს კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი, მაგრამ მარტივად ნუ შევხედავთ

ირაკლი შალიკაშვილი 28 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge