NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»500 Startups-ის აქსელერაციის მეორე, ინტენსიური ეტაპი დაიწყო

500 Startups-ის აქსელერაციის მეორე, ინტენსიური ეტაპი დაიწყო

02 თებ 2021 ბიზნესი 182 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2 თებერვალი, 2021- მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups-ი, კვლავ
განაგრძობს აქსელერაციის პროგრამას. კომპანია საქართველოში ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით შემოვიდა.
აქსელერაციის მეორე, 6 კვირიანი ინტენსიური ეტაპი უკვე დაიწყო და ის 12 მარტამდე
გაგრძელდება. Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE,
Simpolium, YouTravel.me – ეს იმ სტარტაპების ჩამონათვალია, რომლებიც საკუთარი
იდეების დახვეწას მენტორებთან ერთად გააგრძელებენ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 5 სტარტაპი, Payze, Agrolabs, Youtravel.me, Kvalifika,
Corebook, დამატებით ინვესტიციას მიიღებს. მათგან 2 კომპანია კი აქსელერაციის
ფინალურ ეტაპზე Silicon Valley-ში წასასვლელად immersion program – ში
მონაწილეობისთვის საგზურს მოიგებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ხუთ კომპანიასთან ერთად ინტენსიური პროგრამის კიდევ 5 წევრი
(Activechat, B2C.GE, Kernel, My Nanny, Simpolium) მიიღებს შესაძლებლობას, „Demo Day”-
ზე ინვესტორების წინაშე წარსდგნენ.
პროექტი 500 Startups რეგიონის მასშტაბით 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება.
პროგრამაში ჩართულ სტარტაპებს შორის კი ოთხი უცხოური კომპანიაა. მათ შორის:
ლატვიის, უკრაინისა და ესტონეთის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ 10 კომპანიიდან, 4-
ის თანადამფუძნებელი ქალია.
„სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორობით, საქართველოში აქსელერაციის გლობალური
პროგრამა, 500 Startups-ი ხორციელდება. პროექტის მეშვეობით სტარტაპებს ეძლევათ
შესაძლებლობა, მიიღონ მენტორინგი მსოფლიოში წამყვანი კომპანიის
დამფუძნებლებისგან და დახვეწონ საკუთარი ბიზნეს იდეები, რათა შეძლონ
გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. პროგრამაში ჩართული 10 სტარტაპიდან 5
დამატებით ინვესტიციას საქართველოს ბანკისგან მიიღებს. საბოლოოდ კი, 2 რჩეული
კომპანია სან ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება. გვჯერა, რომ 500 Georgia
უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს წარმატებული კომპანიების შექმნასა და
გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში, რაც კიდევ უფრო აამაღლებს
საქართველოს, როგორც საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნის იმიჯს“,- განაცხადა
არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, მეორე ეტაპისთვის 500 Startups-მა, როგორც საქართველოს, ასევე
მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი 140 აპლიკაციიდან 14 სტარტაპი შეარჩია.
2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის იანვრამდე, შერჩეულმა კომპანიებმა Foundations
Bootcamp და Remote Experimentation პროგრამები გაიარეს. 2,5 თვის პერიოდის მანძილზე
სტარტაპ დამფუძნებლებთან მუშაობის საფუძველზე, 500 Startups-მა შეაფასა
კომპანიების საბაზრო პოტენციალი, ზრდის მაჩვენებლები და გუნდის პროგრამაში
ჩართულობის ხარისხი. კომპანიების უმრავლესობამ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა,
თუმცა საბოლოოდ, შემდეგ ეტაპზე 14-დან 10 სტარტაპი გადავიდა.

კომენტარები

TOP 2021-02-02
თამუნა
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიციის მაგიდის გარშემო შემოკრებილებს სააკაშვილის გავლენა შემოაქვთ

შემდეგი სტატია

გია ხუხაშვილი: დღეს წულუკიანმა ჩატეხა რა მორალური ფსკერი …

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული კომპანია პროექტებს უკვე სომხეთში  ახორციელებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული კომპანია პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს

თამუნა 19 თებ 2021
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018
გალტ &თაგარტი ბიზნესებს მეზანინ დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარება

გალტ &თაგარტი ბიზნესებს მეზანინ დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარება

თამუნა 10 სექ 2020

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

  • ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

    ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

  • “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

    “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

  • უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა  (ვიდეო)

    უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა (ვიდეო)

  • სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

    სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

  • ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

    ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge