NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»გელა ჩარკვიანი: ჩვენი დღევანდელი ჭირიანობის წყვდიადში სინათლის სხივი გამოჩნდა

გელა ჩარკვიანი: ჩვენი დღევანდელი ჭირიანობის წყვდიადში სინათლის სხივი გამოჩნდა

02 თებ 2021 საზოგადოება 243 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“მე დავიბადე 1939 წელს. სულ ორი წლისა ვიყავი, როცა იმ დროს ევროპასა და ამერიკას მოდებული სენი – პოლიო დამემართა, რომელიც ზოგს ჰკლავდა, ზოგს ინდობდა და ზოგსაც სამუდამოდ უტოვებდა თავის წარუხოცელ კვალს. ორიოდ კუნთის ატროფიით მე მესამე კატეგორიაში მოვხვდი. ჩემზე ნაკლებად იღბლიანი გამოდგა აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი – ფრანკლინ დელანო რუზველტი. 39 წლისა, იგი პოლიომ სამუდამოდ ჩასვა ეტლში ორივე ფეხის პარალიზით. მისი პოლიტიკური კარიერისთვის, მართალია, ამას ხელი არ შეუშლია – ამერიკელმა ხალხმა რუზველტი ოთხჯერ აირჩია პრეზიდენტად – თუმცა, თავად, როგორც ცნობილია, თავის მდგომარეობას ძალიან მწვავედ განიცდიდა. ეტლში მჯდომი ფოტოსურათის გადაღებაზე უარს ამბობდა.
მე არასდროს ვყოფილვარ რამის პრეზიდენტი, და მაინც საკუთარი ცხოვრებით მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. თუმცა, რომ არა პოლიო, ბევრ სურვილს ავისრულებდი. ფეხბურთის თამაშისას კარში კი არ ვიდგებოდი. თავდამსხმელი ვიქნებოდი და გოლებს გავიტანდი. ბაკურიანში ციგით კი არ ჩამოვეშვებოდი კოხტაგორიდან, თხილამურებზე შემდგარი ელეგანტურად ჩამოვსრიალდებოდი ყველას დასანახად. საცეკვაოდ გოგოებს ჩქარ ცეკვებზეც მოვიპატიჟებდი და არა მხოლოდ ე. წ. „ინტიმურ ბლუზებზე.“
რა მოხდებოდა ჯონას სალკს პოლიოს ვაქცინა არა 1955, არამედ ოცი წლით ადრე, 1935 წელს რომ შეექმნა. რამდენი ადამიანი გადაურჩებოდა სიკვდილს, დაკოჭლებას, კიდურების გახევებას ან რაიმე სხვა სახის დასახიჩრებას. რამდენი ადამიანი იცხოვრებდა უფრო სრულფასოვნად, უფრო მხიარულად.
ვაქცინაციის წყალობით, დღეს პოლიო პრაქტიკულად აღარ არსებობს, თუმცა რამდენიმე „აფეთქება“ ოცდამეერთე საუკუნემაც იხილა. ნიგერიაში გავრცელდა ხმა, რომ პოლიოს ვაქცინა დასავლეთის მიერაა „შემოგდებული“ იმისათვის, რომ „ჩვენი მოსახლეობა მკვეთრად შემცირდეს“. მშობლები უარს ამბობდნენ ბავშვების ვაქცინაციაზე, რასაც მოჰყვა პოლიოს ახალი კერების გაჩენა მთელს ქვეყანაში და ყველა ის უბედურება, რომელიც ამ ცბიერ დაავადებას თან სდევს.
ანტივაქსერები (ასე უწოდებენ მათ, ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება) ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდნენ, როცა ყვავილის ინფექციის დამამხობელი, ედვარდ ჯენერი თავის პირველ ექსპერიმენტებს ატარებდა მე-19 საუკუნის პირველ ათწლეულში. ანტივაქსერებს განსხვავებული მოტივები ამოძრავებს. ზოგი რელიგიურ მიზეზს ასახელებს, ზოგი ეთიკურს, ზოგი ჰიგიენურს და ზოგიც, წარმოიდგინეთ, პოლიტიკურს. მართალია, როგორც ყველა წამალს, ვაქცინასაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, მაგრამ მისი დადებითი ეფექტი მრავალგზის აღემატება მის მიერ გამოწვეულ შესაძლო უხერხულობას.
ჩვენი დღევანდელი ჭირიანობის წყვდიადში სინათლის სხივი გამოჩნდა. მალე საქართველო მიიღებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, რომლებსაც მსოფლიო მედიცინის პროფესიონალთა ელიტა გვთავაზობს. ძალიან უცნაური იქნება, არ ვენდოთ მათ სიტყვას და დავუჯეროთ მითებს, რომლებსაც ხშირად ფსიქიკურად გაუწონასწორებელი კონსპიროლოგები ქმნიან. ისინი, ვინც ყველაფერში, რაც ამ ქვეყნად ხდება, ცუდი თუ კარგი, კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულ, კაცთმოძულე ბოროტ ძალთა ხრიკებს ხედავენ,” წერს სოციალურ ქსელში  ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი გელა ჩარკვიანი.

კომენტარები

TOP გელა ჩარკვიანი ვაქცინა 2021-02-02
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გელა ჩარკვიანი ვაქცინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა მდინარაძე: …რადგან გამოჩნდა, რომ პარტიებში, რომლებიც დაჟინებით ითხოვდნენ, რომ შეუწყდეთ უფლებამოსილება, ძალიან დიდი ნერვიულობაა

შემდეგი სტატია

ოპოზიცია უნდა გამოვიდეს თავისი სიტყვების მძევლობიდან, ყველა არის გაჭედილი თავის სიტყვებში და პოზიციებში

მსგავსი სტატიები

თბილისის ნაწილს 11 იანვარს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს 11 იანვარს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

10 იან 2018
“არჩევნის და არა არჩევანის” – ფილოლოგი მანანა გოშაძე (ვიდეო)

“არჩევნის და არა არჩევანის” – ფილოლოგი მანანა გოშაძე (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 24 ივლ 2020
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება

25 იან 2019

უახლესი ამბები

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

  • ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

    ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დმანისის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

    სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დმანისის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

  • უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

    უცნობი: დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“” გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში

  • ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

    ლევან ღამბაშიძე: 9 აპრილი არის რუსების მიერ ქართველების მორიგი ამოხოცვის დღე. 9 აპრილი არის ქართველების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

  • გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

    გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება, მე პარტია დავტოვე

  • გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

    გიგა ბოკერია: “სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები

  • “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

    “ევროპული საქართველოს” გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი გიგი წერეთელი აირჩიეს

  • გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

    გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge