NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

01 თებ 2021 პოლიტიკა 544 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა სხდომის დაწყებამდე მედიას განუცხადა, ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, ბრუნდებიან დემოკრატიულ კალაპოტში, თუ რჩებიან დემოკრატიული პროცესების მიღმა.

“გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნება იმ კონტექსტით, თუ რა იქნება საუკეთესო პროცედურული პასუხი ჩვენგან იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის გადაწყვეტილება იქნება, რომ დემოკრატიული პროცესის მიღმა დარჩნენ, და მეორე მხრივ, რა არის საუკეთესო პასუხი, რომ პარლამენტმა როგორც დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მუშაობა განაგრძოს. ჩვენ პროცედურა შეძლებისდაგვარად გავწელეთ. შეგვეძლო ეს გადაწყვეტილება დეკემბერშიც მიგვეღო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა მოლაპარაკებისთვის შანსი მიგვეცა, ეს პროცედურები გადაიდო. პირად პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონტექსტის გააზრებას. დღესაც მოვისმინეთ მოწოდებები მათ შორის ელჩების მხრიდან, ოპოზიციის მიმართ, რომ ძირი არ გამოუთხარონ პარლამენტის ფუნქციონირებას, არ მოიქცნენ უმწიფრად, როგორც ეს მათთან დაკავშირებით ითქვა, უნდა შევიდნენ პარლამენტში. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ კონტექსტს, რომ ოპოზიცია იქცევა არადემოკარტიულად და საჭიროა, მოიქცნენ დემოკრატიულად“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ხვალ, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა.

კომენტარები

TOP ქართული ოცნება 2021-02-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სტუდენტები: ჩვენ პრემიერთან წერილი გავაგზავნეთ

შემდეგი სტატია

Anatomy would be the branch of biology which reports how a number of elements of an organism are connected

მსგავსი სტატიები

„2018 წელს პრიორიტეტული სატრანსპორტო სისტემის განვითარება და დედაქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება“

„2018 წელს პრიორიტეტული სატრანსპორტო სისტემის განვითარება და დედაქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება“

10 იან 2018
პრემიერი: თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში

პრემიერი: თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში

11 მაი 2018
გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო

05 თებ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

  • ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

    ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

  • მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

    მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

  • გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

    გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

  • „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

    „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge