NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნინო ბურჯანაძე: თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად, რომ როგორმე ეს ქვეყანა გადავარჩინო

ნინო ბურჯანაძე: თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად, რომ როგორმე ეს ქვეყანა გადავარჩინო

01 თებ 2021 პოლიტიკა 600 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ თვითმმართველობის არჩევნებამდე არაფერი შეიცვლება, მისი წინადადება ოპოზიციისადმი იქნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.

როგორც ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ბოიკოტი თვითმიზანი არაა, თუმცა თუ ოპოზიცია ხელისუფლებას მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებინებს, თვითმმართველობის არჩევნებზე არ უნდა წავიდეს.

„ჩემი პოზიცია, რომელსაც ოპოზიციასაც გავუზიარებ, არის ის, რომ თუ არაფერი შეიცვალა თვითმმართველობის არჩევნებამდე, თუ ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ვადამდელი არჩევნები, თუ ჩვენ ვერ გავათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, თუ ჩვენ პრინციპულად ვერ შევცვალეთ საარჩევნო გარემო და იგივე გარემო იქნა არჩევნების ჩატარების, რაც იყო საპარლამენტო არჩევნების დროს, ჩვენ არ უნდა წავიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე.

ბოიკოტი არ არის თვითმიზანი. თუ მოვახერხებთ, მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები და დავაკმაყოფილებინოთ ხელისუფლებას ის მოთხოვნები, რაც გვაქვს, ეს სხვა საქმეა, მაგრამ თუ არა, თვითმმართველობის არჩევნებზე არ უნდა წავიდეთ“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძე ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქუჩაში დგომა არავის სიამოვნებს, თუმცა ოპოზიციას „სერიოზული საპროტესტო აქციების გამართვა მოუწევს“.

„რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა სწორი აქცენტები გააკეთონ და უფრო ნათლად დაინახონ, რა პრობლემის წინაშე დგას საქართველო, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოსახლეობის აზრს.

დასავლეთი 2003 წელსაც გვეუბნებოდა, დაანებეთ შევარდნაძეს თავი და შედით პარლამენტშიო, მაგრამ არ გავაკეთეთ ეს და სწორად მოვიქეცით იმიტომ, რომ ვინც რა უნდა ილაპარაკოს, 2003 წელი, ვარდების რევოლუცია და ის, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის წინ წასაყვანად. სამწუხაროდ, იყო შეცდომები, რომელმაც ძალიან დიდი ჩრდილი მიაყენა ამ წარმატებას, მაგრამ ქვეყანა წავიდა წინ.

მივმართავდით პირდაპირი მოლაპარაკების გზას ხელისუფლებასთან, მაგრამ თუ არჩევანი დგას იმაზე, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს ქვეყნის ბატონ-პატრონი და უნდა გვიყიდოს ყველა, თუ ქუჩაში უნდა გავიდეთ, გავიხდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ჩავიცვამ დაბალქუსლიან ფეხსაცმელებს და თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად, რომ როგორმე ეს ქვეყანა გადავარჩინო“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძე 2021-02-01
ნინო ჩხეიძე
Tags ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო

შემდეგი სტატია

სტუდენტები: ჩვენ პრემიერთან წერილი გავაგზავნეთ

მსგავსი სტატიები

კანონის მიღებაზე როცა მიდგება საქმე, ხელისუფლება პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოქმედებს – თინათინ ბოკუჩავა სასამართლო სისტემის დახვეწაზე საუბრობს

კანონის მიღებაზე როცა მიდგება საქმე, ხელისუფლება პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოქმედებს – თინათინ ბოკუჩავა სასამართლო სისტემის დახვეწაზე საუბრობს

სოსო ელისაშვილი 24 აპრ 2019
ოხანაშვილი: მაინტერესებს, რანაირად მოხდა, რომ კახი კალაძის ხმები მიუთვალეს ნიკანორ მელიას, ეს ცუდი ფაქტია

ოხანაშვილი: მაინტერესებს, რანაირად მოხდა, რომ კახი კალაძის ხმები მიუთვალეს ნიკანორ მელიას, ეს ცუდი ფაქტია

ირაკლი შალიკაშვილი 02 ნოე 2021
ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო როგორც ტურისტული ბრენდი პოზიციონირებდეს არა მხოლოდ როგორც ზღვის, ღვინის, მთის, კულტურის და სამზარეულოს ქვეყანა, არამედ უსაფრთხო ქვეყანა

ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო როგორც ტურისტული ბრენდი პოზიციონირებდეს არა მხოლოდ როგორც ზღვის, ღვინის, მთის, კულტურის და სამზარეულოს ქვეყანა, არამედ უსაფრთხო ქვეყანა

ირაკლი შალიკაშვილი 11 მაი 2020

უახლესი ამბები

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

  • Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

    Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge