NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»აღმაშფოთებელია, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღეს ივერი მელაშვილის განცხადება, რომ დავით გარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს

აღმაშფოთებელია, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღეს ივერი მელაშვილის განცხადება, რომ დავით გარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს

29 იან 2021 პოლიტიკა 986 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ივერი მელაშვილის პოლიტიკური წიაღსვლები ნაკლებად საინტერესოა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს პროკურატურის მტკიცებულებებზე, არის თუ არა შესაბამისობაში იმასთან, რასაც ეგ ამბობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „აღმაშფოთებელია, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, განსაკუთრებით კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღეს განცხადება, რომ დავით გარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს“.

„ივერი მელაშვილი არის სრულად მხარდაჭერილი თავის განცხადებებში საქართველოს ინტრესების საწინააღმდეგოდ, მნიშვნელოვანი რაოდენობის პოლიტიკური პარტიების მიერ, ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს თვალი უნდა გავუსწოროთ.

ზოგიერთი ოპონენტი, მაგალითად დავით ზურაბიშვილი შეეცადა, რომ ინტერპრეტაცია მოეძებნა ამ გამონათქვამისა, იყო უნიათო მცდელობები, რომ ეს საკითხი ფილოსოფიურ წიაღსვლებში, ფაქტია, რომ ითქვა და არა მხოლოდ ივერი მელაშვილის მხრიდან, ოფიციალური პირების მხრიდან არაერთხელ იქნა გაჟღერებული „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, რომ გარეჯის დიდი, მნიშვნელოვანი, ისტორიულ ნაწილი საქართველოს არ ეკუთვნის.

მართლმსაჯულების მიზანი არ არის, რომ ადამიანი ჰყავდეს დაკავებული, დაჭერილი, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს. სასამართლო წინ არის. ის არავის გაუთავისუფლებია, გირაოთი გამოშვება ამას არ ნიშნავს. ეს სახელმწიფოს პოლიტიკას ახასიათებს კარგად, რომლის კანონების მიხედვითაც მოქმედებს სასამართლო. სადისტური მმართველობა არ არის, თორემ ივერი მელაშვილი დამნაშავეა თუ არა ამასთან გირაოთი მისი გამოშვება არავითარ კავშირში არ არის,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას, გიორგი რურუას გათავისუფლების თაობაზე და აღნიშნა, რონ პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არ შეიძლება იყოს ის, რაც სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული.

„საერთოდ, ეს თემა სპეკულაციად არის გამოყენებული და ყველა პოლიტიკურ პარტიას ვურჩევ, ათჯერ დაფიქრდეს, სანამ რაღაც არაჯანსაღ პოლიტიკურ სივრცეში განცხადებებს გააკეთებს. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, ასეთები საქართველოში არ არსებობენ და ნებისმიერი განხილვა კონკრეტული გვარების, უსაფუძვლოა,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

2021-01-29
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ილიჩოვასა და მელაშვილის გათავისუფლება იყო მოლაპარაკების პროცესის დამსახურება

შემდეგი სტატია

How To Create A Professional Looking Custom Paper

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: ეს უნდათ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს?! – არ უნდათ!

პაატა მანჯგალაძე: ეს უნდათ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს?! – არ უნდათ!

ნინო ჩხეიძე 31 მაი 2022

„ალბათ, დღეიდან მაინც დაიწყებს და გამოჩნდება“

16 ნოე 2018
ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები განიხილეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები განიხილეს

ნინო ჩხეიძე 18 თებ 2023

უახლესი ამბები

  • თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

    თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

  • ლევან ხაბეიშვილი: თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა

    ლევან ხაბეიშვილი: თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა

  • შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

    შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

  • მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

    მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

  • საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

    საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

  • მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

    მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

  • წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

    წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

  • ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

    ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge