NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „სილქ როუდ ჯგუფის“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტი ხორციელდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „სილქ როუდ ჯგუფის“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტი ხორციელდება

29 იან 2021 ბიზნესი 620 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

1 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი ადგილობრივი პროექტების მხარდაჭერას
განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მწვანე კონცხზე საცხოვრებელი
/დასასვენებელი კომპლექსი „ბოტანიკო“ შენდება. გარდა ადგილმდებარეობისა, „სილქ
როუდ ჯგუფის“ და „ანაგის“ ერთობლივ პროექტს, მისი არქიტექტურა და მშენებლობის
მაღალი ხარისხი გამოარჩევს.
მარადმწვანე სუბტროპიკულ მცენარეებში ჩაფლული კომპლექსი 2 დამოუკიდებელი
ბლოკისგან შედგება, სადაც სმარტ სისტემებით აღჭურვილი 81 ბინაა განთავსებული.
თითოეული ბინიდან კი პანორამული ხედი შავ ზღვაზე, 180 გრადუსით იშლება.
1.5 ჰექტარზე გადანაწილებული სივრცე ბათუმიდან 9 კმ.-ითაა დაშორებული და
სრულფასოვანი განტვირთვისთვის ყველა ელემენტს აერთიანებს, როგორიცაა:
სარელაქსაციო და სავარჯიშო სივრცეები, ოთხივე სეზონზე ფუნქციონირებადი საცურაო
აუზი, ბარ-რესტორანი, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები და რაც მთავარია,
ახლოს მდებარე სანაპირო და ბათუმის ბოტანიკური ბაღი. დამატებითი
კომფორტისთვის კი „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ ბინადრებს 24 საათიან დაცვას,
ტექნიკურ დახმარებას და დასუფთავების სერვისს სთავაზობს.
ბინები სრული რემონტით, გათბობისა და კონდიცირების ინდივიდუალური სისტემით,
ტექნიკით, სამზარეულოს ავეჯითა და სრულად მოწყობილი სველი წერტილებით
ბარდება. გარდა ამისა, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს ავეჯი,
რომელიც ბინაში განთავსდება.
აღსანიშნავია, რომ ბანკი და „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ SOLO და WM მომხმარებლებს
აძლევს უნიკალურ შეთავაზებას, რაც იმას ნიშნავს რომ დღეიდან, 2021 წლის 1
აპრილამდე ის, ვინც გადაწყვეტს ბინის შეძენას დროის ამ შუალედში, შეძლებს
ისარგებლოს 7%-იანი ფასდაკლებით, როგორც კვადრატულის ფასზე, ასევე იპოთეკურ
სესხზე.
„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ ერთი, უნიკალური, ადგილობრივი პროექტი
– „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ ხორციელდება. „ბოტანიკო“ უმაღლესი ხარისხის
საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც მისი უნიკალური

ადგილმდებარეობითა და კომფორტით, არქიტექტურული გადაწყვეტითა და
გეგმარებით გამოირჩევა. გარდა ამისა, პროექტის დამატებითი უპირატესობა იმაში
მდგომარეობს, რომ ის ორი უძლიერესი ბიზნეს ჯგუფის, „სილქ როუდისა“ და „ანაგის“
ჩართულობით ხორციელდება. მოხარული ვართ, რომ „მწვანე კონცხი ბოტანიკოსთან“
ერთად ჩვენ ჩვენს SOLO და WM მომხმარებელს ვაძლევთ საინტერესო შეთავაზებას
ისარგებლონ სპეციალური პირობებით. გვჯერა, რომ პროექტი იქნება ძალიან
წარმატებული და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც დასაქმების, ასევე
ადგილობრივი ბიზნესის განვითარების კუთხით“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, „სილქ როუდ ჯგუფი“ ერთერთი უმსხვილესი საინვესტიციო
კომპანიაა საქართველოში, რომელიც 1997 წელს დაარსდა. კომპანია ძირითადად 5
სექტორში საქმიანობს. ესაა: უძრავი ქონება, ტელეკომუნიკაციები, სტუმარ-მასპინძლობა,
ტრანსპორტირება და ენერგეტიკა. „სილქ როუდ ჯგუფი“ ერთერთ მთავარ მამოძრავებელ
ძალას წარმოადგენს საქართველოში საინტერესო და აღიარებული ტურისტული
მიმართულებების განვითარებაში. წლების განმავლობაში ჯგუფი ქმნის მსოფლიო
კლასის ტურისტულ სერვისს და წამყვან როლს თამაშობს ქვეყნის ტურიზმის სექტორში.
ჯგუფის მფლობელობაშია მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი სასტუმროები:
Radisson Blu Iveria თბილისში, Radisson Blu ბათუმში, Radisson Collection წინანდალში და ასევე
წინანდალის მდებარე Park Hotel-ი.

კომენტარები

TOP 2021-01-29
თამუნა
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

How To Create A Professional Looking Custom Paper

შემდეგი სტატია

არის შანსი, რომ ამ საშვილიშვილო შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ, თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში

მსგავსი სტატიები

თიბისის გუნდის გადაწყვეტილებით, მომხმარებლები, უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით, ყველა გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეასრულებენ

თიბისის გუნდის გადაწყვეტილებით, მომხმარებლები, უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით, ყველა გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეასრულებენ

თამუნა 28 თებ 2022
ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8291 ლარი გახდა

ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8291 ლარი გახდა

ნინო ჩხეიძე 30 სექ 2022
იტალიელი შეფი მატეო სივერო: ძალიან მიხარია, რომ საშუალება მეძლევა გაგიცნოთ (ვიდეო)

იტალიელი შეფი მატეო სივერო: ძალიან მიხარია, რომ საშუალება მეძლევა გაგიცნოთ (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 14 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge