NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

28 იან 2021 პოლიტიკა 717 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც რეგლამენტის პროექტის პირვანდელ ვარიანტშიაასახული.

მისივე თქმით, ინიცირებული ვერსია საკმაოდ ნორმალურ ბალანსს ქმნის.

“თავდაპირველი ვერსია იმას ემსახურება, რომ ოპოზიციას, რამდენადაც ის დღეს პარლამენტში არის წარმოდგენილი, ჰქონდეს შესაძლებლობა, საპარლამენტო საქმიანობაში უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკმარისია, რათა გარკვეული დისბალანსი გავასწოროთ. ფრაქციას, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს საპარლამენტო ცხოვრებაში თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია და წონა უნდა დარჩეს. დღევანდელი მოცემულობით ინიცირებული ვერსია საკმაოდ ნორმალურ ბალანსს ქმნის,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, წინ არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებები, არსებობს პოზიტიური მოლოდინი და როცა პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობა გაიზრდება, შესაძლებელი იქნება საკითხს დაუბრუნდნენ. თალაკვაძის შეფასებით, ამ მომენტში ინიცირებული პროექტი ოპტიმალური სახით არის წარმოდგენილი.

დღეს პარლამენტი რეგლამენტში შესატან ცვლილებებს დაამტკიცებს. საუბარია უფრაქციო დეპუტატების მიერ საპარლამენტო თანამდებობის დაკავების შესაძლებლობაზე. ცვლილებებით, უფრაქციო დეპუტატებს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენის უფლება ექნებათ.

კანონპროექტი სპეციალურად პარლამენტში შესული რამდენიმე უფრაქციო დეპუტატებისთვის მომზადდა.

კომენტარები

2021-01-28
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

შემდეგი სტატია

გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

მსგავსი სტატიები

ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი, სადაც მხარს მიჭერენ ან არ მიჭერენ, ჩემთვის არსებობს ერთი თბილისი, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ

ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი, სადაც მხარს მიჭერენ ან არ მიჭერენ, ჩემთვის არსებობს ერთი თბილისი, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ

ირაკლი შალიკაშვილი 29 ოქტ 2021

„მე არცერთ ეთერში არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში!“ – ბესელია სარალიძეს მიმართავს

08 ივნ 2018
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!

ნინო ჩხეიძე 11 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge