NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ალექსეი ნავალნი: ისინი არ არიან ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონები და ვერც ვერასდროს იქნებიან

ალექსეი ნავალნი: ისინი არ არიან ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონები და ვერც ვერასდროს იქნებიან

28 იან 2021 მსოფლიო 522 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის განცხადებით, ხიმკის სასამართლოზე დემონსტრაციულად დაირღვა კანონი და რაც მოხდა, უბრალოდ შეუძლებელია. ამის შესახებ ნავალნიმ მოსკოვის საოლქო სასამართლოს სხდომაზე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ვიდეოჩართვისას განაცხადა, რა დროსაც მოსკოვის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა ხიმკის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დარჩა.

„თქვენ იცით, ძვირფასო სასამართლო და პროცესის ძვირფასო მონაწილეებო, დიდი ხანია, ჩვენს სასამართლო სისტემასთან ერთად, ამ კიბეზე მივექანები, სასამართლო სისტემის დეგრადაციის კიბეზე. რა თქმა უნდა, უკვე ბევრი რამ ვნახე. მე უკვე შევეჩვიე იმას, რომ უამრავი კანონი ჩემზე უბრალოდ არ ვრცელდება“, – განაცხადა ნავალნიმ.

„ეს არის დემონსტრაციული უკანონობა, რომელსაც ახორციელებენ არა მოსამართლეები, რომლებიც აქ მხოლოდ მორჩილი მონები არიან, არამედ ის ხალხი, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა მიიტაცა და ძარცვავენ და მათ სურთ, რომ გააჩუმონ ყველა, როგორც მე. დემონსტრაციულად იქცევიან, რადგან ყველა შეაშინონ და ყველას კიდევ ერთხელ უთხრან – „ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონები“. ისინი არ არიან ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონები და ვერც ვერასდროს იქნებიან. ათობით მილიონი ადამიანი მე მეთანხმება. არასდროს დავუშვებთ, რომ ამ ხალხმა მიითვისოს ჩვენი ქვეყანა. დიახ, ძალა ახლა თქვენს მხარესაა. მე ხელბორკილები დამადეს, მაგრამ ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება“, – აღნიშნა ნავალნიმ.

შეგახსენებთ, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებულ ნავალნის სასამართლომ, რომელიც ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, 30 – დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსკოვის საოლქო სასამარლომ ნავალნი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები

TOP ალექსეი ნავალნი პატიმრობა რუსეთი 2021-01-28
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ალექსეი ნავალნი პატიმრობა რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თამარ ჩხეიძე: აღფრთოვანებული ვარ ბატონი ივერი მელაშვილის პასუხით ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლის საკითხზე

შემდეგი სტატია

ვახტანგ გომელაური: ძალიან ბევრი ჭორი იყო და მინდა ვთქვა, რომ …

მსგავსი სტატიები

მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

ნინო ჩხეიძე 19 მაი 2022

ხანძარი „ტომასი“ კალიფორნიის ისტორიაში მასშტაბურობით მეორე ადგილზეა

20 დეკ 2017

დონბასში ტყვეების გაცვლის შეთანხმების შესახებ პატრიარქმა კირილმა განცხადება გააკეთა

25 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა

    როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა

  • “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

    “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

  • შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

    შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

  • “რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს”

    “რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს”

  • რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

    რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

  • უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

    უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

    ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

  • ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

    ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

  • მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

    მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge