NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

27 იან 2021 პოლიტიკა 281 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შესაძლებელია თუ არა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმების ვადის გადავადება – “ევროპული საქართველოს” წევრი არმაზ ახვლედიანი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, თუკი იარსებებს “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნება.

არმაზ ახვლედიანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ვადა უნდა იყოს გამოყენებული სიტუაციის გადატვირთვისთვის და აღნიშნა, რომ ამისათვის აუცილებელია ოპოზიციამ გაიაზროს რეალობა და არარეალური მოთხოვნები არ დააყენოს.

“ყველა ტექნიკურ საკითხს, კანონსაც კი, მით უმეტეს, ასეთი მწვავე პოლიტიკური კრიზისის პირობებში, აღემატება პოლიტიკური ნება. თუ ასეთი პოლიტიკური ნება იარსებებს, შესაძლებელია გადავადდეს, მაგრამ გადავადება არ არის პრობლემის მოგვარება. თუ გადავადდება, მხოლოდ იმიტომ აქვს ამას აზრი, რომ გადავადების ის მცირე პერიოდი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოხდეს ამ ვითარების გადატვირთვა.

ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა და არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება, რაც არარეალურია. არ შეიძლება ფორსირება, არ შეიძლება მოსთხოვო ხელისუფლებს, რომელიც დღეს დე ფაქტო ხელისუფლებაა, რომ გინდა თუ არა ახლა, გაზაფხულზე, შემოდგომაზე, ჩატარდეს ახალი არჩევნები, მე გონივრულ ვადაზე ვსაუბრობ. ჩემთვის ამოსავალი ისაა და ამ მიზნით მზად ვარ მოლაპარაკება გავმართო ვისთანაც გნებავთ, ნებისმიერ ფორმატში, ერთი პირობით: თუ ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ საქართველოში დაიწყოს არა მოჩვენებითი, რაც დღემდე გვქონდა, 20 წლის განმავლობაში, მოჩვენებითი, ფასადური კვაზი დემოკრატია, აქედან უნდა გამოვიდეთ. ყველა ნაბიჯს, რაც აქეთკენ იქნება მიმართული, მივიღებ და ტაშს დავუკრავ და ამის განმუხტვის ერთადერთ გზად, გონივრულ ვადაში, მესახება ახალი არჩევნების ჩატარება. იქნება გაიმარჯვოს “ოცნებამ” და მაშინ ყველა ვაღიარებთ, ოღონდ, იმ ახალ არჩევნებთან უნდა მივიდეთ გამართული საარჩევნო სისტემით და დემოკრატიული საარჩევნო გარემოთი,”-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, 2 თებერვალს იწურება ვადა, როდესაც საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტს საკითხი უნდა განიხილოს.

კომენტარები

2021-01-27
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური ძალა შევა

შემდეგი სტატია

მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსგავსი სტატიები

“უკვე მომდევნო კვირაში, სავარაუდოდ, დასრულდება მთავრობის ფორმირების პროცესი”

“უკვე მომდევნო კვირაში, სავარაუდოდ, დასრულდება მთავრობის ფორმირების პროცესი”

16 ივნ 2018
ჩემი აზრით, ოპოზიციის ჭირვეულობა დამთავრდება – მოლაპარაკების რესურსს ნამდვილად ვხედავ

ჩემი აზრით, ოპოზიციის ჭირვეულობა დამთავრდება – მოლაპარაკების რესურსს ნამდვილად ვხედავ

ირაკლი შალიკაშვილი 24 თებ 2020
მოვძებნით მექანიზმს იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა არ დაიკარგოს – გიორგი ვაშაძე “რუსთავი2”-ზე

მოვძებნით მექანიზმს იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა არ დაიკარგოს – გიორგი ვაშაძე “რუსთავი2”-ზე

ირაკლი შალიკაშვილი 19 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge