NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მე არ დავუჭერდი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით

მე არ დავუჭერდი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით

27 იან 2021 პოლიტიკა 165 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მე არ დავუჭერდი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით, სულისკვეთება ერთი და იგივე აქვს ყველას – მაქსიმალური შანსი მიეცეს ყველას, რომ კარი არ დაიხუროს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მანდატებთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია ჯერ კიდევ არ აქვთ და ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება. ამასთან დეპუტატის თქმით, ფიქრობს, რომ ამ საკითხზე სავარაუდოდ თავისუფალი კენჭისყრა შედგება.

„მოლაპარაკებებიდან „ქართული ოცნება” არც წასულა, მოლაპარაკებები გრძელდება და მე მაინც მრჩება იმედი, რომ ოპოზიციის ნაწილი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შემოვიდეს პარლამენტში.

მე არ დავუჭერდი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული – კონსულტაცია, მოლაპარაკება იმისთვის, რომ დეპუტატები შემოვიდნენ პარლამენტში. ცალსახა პოზიცია ამ წუთის მდგომარეობითაც არ არის. განსხვავებული პოზიციებია და დღევანდელი შეხვედრები და კონსულტაციები სწორედ ამას მიეძღვნება. სულისკვეთება ერთი და იგივე აქვს ყველას, რომ მაქსიმალური შანსი მიეცეს ყველას, რომ კარები არ დაიხუროს. ალბათ იქნება აზრთა სხვაობა და კონსულტაციები იმისთვის, რომ შევჯერდეთ ერთ პოზიციაზე. განწყობა ყველას ერთი აქვს, თუმცა, ეს განწყობა სხვადასხვა მზაობაში გამოიხატება,”- განაცხადა სერგეენკომ.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მოწოდებას, რომ დროულად შეუწყვიტონ სადეპუტატო უფლებამოსილება და აღნიშნა, რომ საკითხი „გასაანალიზებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ისე როგორც შემოგითვალეს”.

ცნობისათვის, პარლამენტი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს.

28 იანვრის სხდომაზე კი, კომიტეტი პარლამენტის დანარჩენი, 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე იმსჯელებს.

კომენტარები

2021-01-27
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „Lucky Step“-ს“ საქმიანობას აფართოვებს

შემდეგი სტატია

გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მსგავსი სტატიები

პრემიერი: ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცეს პასუხი, ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა

პრემიერი: ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცეს პასუხი, ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა

03 ივნ 2018
“დასავლეთში გამოიღვიძეს და ხვდებიან, რომ რუსეთი საფრთხეა. სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიღვიძეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ”

“დასავლეთში გამოიღვიძეს და ხვდებიან, რომ რუსეთი საფრთხეა. სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიღვიძეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ”

12 სექ 2018
უწყებათაშორის სხდომაზე აღინიშნა, რომ არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

უწყებათაშორის სხდომაზე აღინიშნა, რომ არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

13 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge