NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»მმართველი გუნდი ოპოზიციის სტატუსით შესული დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტების მიცემას გეგმავს, რაც მათ მიერვე ინიცირებული პროექტით არის გათვალისწინებული

მმართველი გუნდი ოპოზიციის სტატუსით შესული დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტების მიცემას გეგმავს, რაც მათ მიერვე ინიცირებული პროექტით არის გათვალისწინებული

27 იან 2021 საინტერესო 482 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მმართველი გუნდი პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესული დეპუტატებისთვის იმაზე მეტი შესაძლებლობების და საპარლამენტო ბერკეტების მიცემას გეგმავს, რაც მათ მიერვე ინიცირებული პროექტით არის გათვალისწინებული.

შესაბამისი წინადადებები პარლამენტის რიგგარშე სხდომაზე, სადაც რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი განიხილეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დასვა.

„თუკი დამეთანხმებით, პროექტი ამ დათქმით მივიღოთ – თუკი დეპუტატთა ჯგუფს ფრაქციის შექმნის საშუალება არა აქვს, მას ისეთ უფლებამოსილებას ვერ მივანიჭებთ, რაც ფრაქციისთვის კონსტიტუციაში არის გაწერილი, თუმცა ჩვენ უფლებამოსილებების კიდევ უფრო გაფართოება შეგვიძლია. გავაკეთოთ იმდაგვარი ჩანაწერი, რომელიც ამ ჯგუფს საშუალებას მისცემს, სამუშაოს ორგანიზებისათვის ხელმძღვანელი ჰყავდეს, ასევე კომიტეტებში, კომისიებში, საპარლამენტო დელეგაციებში მივცეთ წარმომადგენლობის კვოტები, ჰყავდეთ საკუთარი აპარატი და ასე შემდეგ. პროექტი პირველი მოსმენით ამ დათქმით მივიღოთ და მეორე მოსმენამდე დავაზუსტოთ“, – განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

დღეს პირველი მოსმენით განიხილეს და კენჭს უყრიან რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, ფრაქციის გარდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის წარდგენის უფლება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფსაც ექნება. გარდა ამისა, ამავე პერიოდში კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს.

ამასთან, დაზუსტდა შესაბამისი პოლიტიკური პარტიის, რომელსაც არ აქვს შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია, წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვის დროს და ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული საკითხები.

კომენტარები

TOP 2021-01-27
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

შემდეგი სტატია

მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

მსგავსი სტატიები

ორი თუთიყუშის ამაღელვებელი სიყვარულის ისტორია

ორი თუთიყუშის ამაღელვებელი სიყვარულის ისტორია

16 თებ 2018
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყველამ პატივი უნდა სცეს, ეს NATO-ს ერთ-ერთი მთავარი გზავნილია

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყველამ პატივი უნდა სცეს, ეს NATO-ს ერთ-ერთი მთავარი გზავნილია

ირაკლი შალიკაშვილი 07 დეკ 2021
ახალგზარდა ბიჭის ვარცხნილობა იმდენად ცუდი გამოვიდა, რომ სტილისტი დააპატიმრეს

ახალგზარდა ბიჭის ვარცხნილობა იმდენად ცუდი გამოვიდა, რომ სტილისტი დააპატიმრეს

13 იან 2018

უახლესი ამბები

  • ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

    ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

  • თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

    თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

  • ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

    ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

  • ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

    ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

  • თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

    თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

  • ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

    ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

  • „ნაციონალური მოძრაობა“  ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

    „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

  • „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

    „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge