NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

27 იან 2021 პოლიტიკა 164 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი გადაცდომები მიუღებელია.

“რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავება, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ და ყველას დაგევალათ განსაკუთრებული სიფრთხილე ამ კუთხით. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება გადაცდომებთანდაკავშირებით, ამიტომ, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, რომ ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე გადაცდომა,” – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს, ამასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

“მე აქ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას და ის დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება თანამშრომლებში, რადგან კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, კორუფციაში ჩართულობა და ა.შ. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომას. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს, რადგან კანონის წინაშე ყველანი თანასწორუფლებიანნი და თანაბარნი ვართ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

2021-01-27
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მე არ დავუჭერდი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით

შემდეგი სტატია

რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

მსგავსი სტატიები

“საქართველო მინდა გახდეს ის, რაც მე ვარ, ანუ ევროპელი და ქართველი”

“საქართველო მინდა გახდეს ის, რაც მე ვარ, ანუ ევროპელი და ქართველი”

06 აგვ 2018
ყვარლის ქუჩაზე მცხოვრებ 24 ოჯახს მიწის ნაკვეთები კანონიერ მფლობელობაში გადაეცემა

ყვარლის ქუჩაზე მცხოვრებ 24 ოჯახს მიწის ნაკვეთები კანონიერ მფლობელობაში გადაეცემა

10 იან 2018
„მივიღებთ უფრო მეტად გაძვირებულ სერვისს“- „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ტაქსების გაძვირებაზე საუბრობს

„მივიღებთ უფრო მეტად გაძვირებულ სერვისს“- „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ტაქსების გაძვირებაზე საუბრობს

28 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს

  • მოსკოვის რეაქცია სიმეტრიული იქნება – კრემლში აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

    მოსკოვის რეაქცია სიმეტრიული იქნება – კრემლში აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

  • ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი

    ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი

  • უარი შენობების პიკეტირებას და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები

    უარი შენობების პიკეტირებას და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები

  • 500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

    500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

  • დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

    დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

  • მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

    მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

  • გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

    გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

  • ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

    ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

  • ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

    ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge