NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»2 000 000 ადამიანის არჩევანს წყალში არ გადავყრით, დანარჩენი ყველაფერზე ვართ მზად, მოვიდნენ და ვილაპარაკოთ

2 000 000 ადამიანის არჩევანს წყალში არ გადავყრით, დანარჩენი ყველაფერზე ვართ მზად, მოვიდნენ და ვილაპარაკოთ

27 იან 2021 სამართალი 252 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ ვერ მივბრუნდებით იმ მაგიდასთან, საიდანაც არ გავსულვართ და სადაც ვართ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველი პარტია 2 მილიონი ადამიანის არჩევანს წყალში ვერ გადაყრის, დანარჩენისთვის კი მზადაა.

ამასთან, სუბარი ამბობს, რომ ოპოზიცია ერთის მხრივ მანდატების შეწყვეტას ითხოვს, მეორეს მხრივ კი განგაშს ტეხს, მანდატების შეწყვეტაზე.

„უბრალოდ, საჭიროა გონივრული პოზიცია იმისთვის, რომ შემდეგი მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ჩვენ ვთქვით, რომ 2 000 000 ადამიანის არჩევანს ხაზს არ გადავუსვამთ, წყალში არ გადავყრით. დანარჩენი ყველაფერზე ვართ მზად, მოვიდნენ და ვილაპარაკოთ. უცნაურობა რა არის იცით? – ერთის მხრივ, ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ, განცხადებები დაწერეს და ითხოვენ, რომ მანდატი შეუწყდეთ. მეორე მხრივ, რამდენიმე დღეა რამდენიმე პოლიტიკოსმა განგაში ატეხა, პირველი მამუკა ხაზარაძემ დაიწყო, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს მათ მანდატები შეუწყვიტოს და დარჩეს პარლამენტში მარტო.

მამუკა ხაზარაძე ერთის მხრივ ითხოვს მანდატების შეწყვეტას და მეორეს მხრივ განგაშის ზარებს შემოჰკრა, რომ რა ხდება მე მგონი, ესენი გვიწყვიტავენ მანდატებს და ეს როგორ შეიძლება, ეს ხომ არადემოკრატიულიაო, გაგვაგებინოს ბოლო-ბოლო, როგორ მოვიქცეთ, რა უნდა, შევუწყვიტოთ, თუ არ შევუწყვიტოთ“, – განაცხადა სუბარმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ საინტერესოა „ლელოს“ სხვა წევრების პოზიცია, რომელთაც ყოველთვის ჰქონდათ მკვეთრი პოზიციები, თუმცა ახლა მათი ხმა არ ისმის.

„იგივე მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესოა, რატომ არ ისმის დავით უსუფაშვილის ხმა, კახა კოჟორიძის ხმა, მამუკა კაციტაძე იყო იქ, მაინტერესებს მათი აზრიც“, – განაცხადა სუბარმა.

წაყვანის რეპლიკაზე, რომ დავით უსუფაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სუბარმა უპასუხა: „რაღაც საეჭვო განცხადებაა ეგეც, მაგრამ კაი… კოჟორიძესაც იგივე პრობლემა აქვს? კარგი, კაციტაძე გასაგებია, პარლამენტში არ შესულა, მაგრამ მაინც ჰქონდათ ყოველთვის თავისი მკვეთრი პოზიციები. ლევან კობერიძის ხმა არ გაგვიგია არსად, ეთანხმებიან ისინი ამ პოზიციას?“

მისივე თქმით, მსგავსი კითხვებია სხვა პარტიებთან დაკავშირებითაც.

„მიუხედავად იმისა, რამდენად მომწონს ხოლმე ქალბატონი სალომე სამადაშვილის აზრები ძალიან ბევრ თემაზე, სამადაშვილსაც, გოცირიძესაც, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ვატყობ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები აქვთ თანაგუნდელებისგან, მათ შორის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. გრიგოლ ვაშაძის პოზიცია ძალიან კარგად ვიცით, რომ არ ემხრობოდა ბოიკოტს და არ შესვლას თუმცა, იმისთვის, რომ შემდეგ ველური გამოხტომები არ ყოფილიყო მის წინააღმდეგ, რაც ბათუმში ვიხილეთ, საერთოდ, პარტიიდანაც წავიდა, თანამდებობიდანაც, სად წავიდა, არ ვიცით“, – განაცხადა მან.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ რომან გოცირიძემაც და სალომე სამადაშვილმაც დაწერეს განცხადება მანდატების გაუქმების თაობაზე, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ „ეტყობა, მათ წინასწარ იცოდნენ, რა ემუქრებოდათ“.

„ისევ ბათუმის, ჩავლეიშვილის წინააღმდეგ ჩადენილ, ძალიან ცუდ გამოხტომას გავიხსნებ. არ არის აუცილებელი მხოლოდ ქმედებით ნაგვის თავზე დაყრა, ის ბულინგი, სიტყვების წამოძახილი, რაც მოდის ხოლმე მათი კოლეგებისგან, იგივე თავზე ნაგვის დაყრაა. როცა, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ყოფილი პროკურორი ზის და „თავი ამოყავით ახლა, საცივებიდან, აბა, რას აკეთებთ და ქუჩაში როდის გადიხართ, რევოლუციის თავი, ან ერთი ადგილი თუ გაქვთ“, ასეთი ტონით ელაპარაკება, ეს საწყლები, ღირსებაშელახული ანგარიშს აბარებენ აკანკალებული ხმით, „იცი, რა მე უკვე ამოვყავი დიდი ხანია თავი საცივიდან“, „მე არც ჩამიდია, რადგან საცივი არ მიყვარს და მზად ვარ ქუჩაში გასასვლელად“, რა თქმა უნდა, დედას გეფიცები, პარლამენტში არ შევალ, როცა ასეთი ტონით ლაპარაკობენ, საერთოდ, რომელ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, გამაგებინეთ, მართლა რა ხდება ამ ოპოზიციაში, იქნებ ვინმემ, დასვას კითხვა“, – აღნიშნა სუბარმა.

კომენტარები

2021-01-27
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კარდაკარი, მხილების კამპანია და აქციები – “ევროპული საქართველო” საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის შემდეგ გააქტიურებას გეგმავს

შემდეგი სტატია

ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც

მსგავსი სტატიები

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანში“ დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

03 თებ 2018
კომისიაზე დასაკითხ პირთა სია ოთხშაბათს გამოქვეყნდება

კომისიაზე დასაკითხ პირთა სია ოთხშაბათს გამოქვეყნდება

11 ივნ 2018
“დარწმუნებული ვარ, რომ გირაოს გადახდა მოხდება, შესაძლოა, ეს მოხდეს მისი მეგობრების მხრიდან”

“დარწმუნებული ვარ, რომ გირაოს გადახდა მოხდება, შესაძლოა, ეს მოხდეს მისი მეგობრების მხრიდან”

ირაკლი შალიკაშვილი 11 თებ 2021

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge