NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

27 იან 2021 საზოგადოება 215 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება უკონტროლო გავრცელება დაიწყოს, მაგრამ აი, გავიაროთ ასე დანის პირზე, ოქროს შუალედი მოვნახოთ და შევეცადოთ, სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს იმისი, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა, ეს შეზღუდვები მოვხსნათ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს შეზღუდვის ზომები და შეირჩეს ის სფეროები, სადაც შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია.

“მე ერთი მხრივ ადამიანურად გულწრფელად თანავუგრძნობ ველა იმას, ვისი საქმიანობაც შეიზღუდა ამ ნაწილობრივი “ლოქდაუნის” და გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში და ადამიანურად მე მათ მხარს ვუჭერ, მაგრამ როგორც ექიმი, მე ვარ მომხრე ეტაპობრივი მოხსნის, რომ ყოველ მოცემულ მომენტში მოიხსნას ის შეზღუდვა, რომელიც იმ კონკრეტულ პირობებში არ გამოიწვევს შემთხვევების რისკის რიცხვის ზრდას, ეს აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავიმეორებთ იმ შეცდომას, რომელიც დავუშვით ზაფხულში. შედეგად მივიღეთ ძალიან სწრაფი უკონტროლო ზრდა, რამაც თავის მხრივ ბუმერანგივით დაგვარტყა უკან და გამოიწვია ხელმეორე იძულებითი შეზღუდვები. ახლა იცით ჭკვიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ხოლო სულელები სხვის შეცდომებზე – ჩვენ ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომა, როდესაც გადაჭარბებული ოპტიმიზმით, დაუფიქრებლად გავხსენით ყველაფერი. მე როგორც სპეციალისტი ვემხრობი ეტაპობრივად გახსნას. ეს მესმის, რომ ცუდია ბიზნესის ცალკეული სფეროებისთვის, განსაკუთრებით ზამთრის კურორტებისთვის, მაგრამ უკეთეს გამოსავალს მე ვერ ვხედავ. ერთადერთი შემიძლია მივცე რეკომენდაცია მთავრობას, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება უკონტროლო გავრცელება დაიწყოს, მაგრამ აი, გავიაროთ ასე დანის პირზე, ოქროს შუალედი მოვნახოთ და შევეცადოთ, სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს იმისი, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა, ეს შეზღუდვები მოვხსნათ და ამის კომპენსაცია მოვახდინოთ იმით, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ პირობა, რომ შეასრულებენ ყველანაირ იმ დარჩენილ რეგულაციებს, ლაპარაკია – პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება და ამაზე გამკაცრდეს კონტროლი. დღეს საუკეთესო გამოსავალი, როდესაც მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა და მეორე მხრივ უკვე გვაქვს სერიოზული მონაპოვარი, სტაბილურია ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია, აი როგორმე მივაღწიოთ იმასაც, რომ მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ და ეს მდგომარეობაც შევინარჩუნოთ ამისთვის საჭიროა კიდევ ერთხელ გადაიხედოს ის შეზღუდვის ზომები და შეირჩეს ის სფეროები სადაც მოხსნა შესაძლებელია”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

TOP თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსი 2021-01-27
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

შემდეგი სტატია

If You Buy Term Paper?

მსგავსი სტატიები

მაგისტრალურ საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

08 დეკ 2017
მეუფე შიო:  ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ

მეუფე შიო: ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ

ნინო ჩხეიძე 28 აგვ 2020
 „ბიურო ვერიტასის” ექსპერტები უკვე გუდაურში იმყოფებიან

 „ბიურო ვერიტასის” ექსპერტები უკვე გუდაურში იმყოფებიან

სოსო ელისაშვილი 18 მარ 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge