NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“მოქალაქეებს” და “გირჩს” შეუძლიათ შეუერთდნენ ოპოზიციის განცხადებას, თუკი იზიარებენ მის სულისკვეთებას

“მოქალაქეებს” და “გირჩს” შეუძლიათ შეუერთდნენ ოპოზიციის განცხადებას, თუკი იზიარებენ მის სულისკვეთებას

26 იან 2021 პოლიტიკა 717 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ “დღის კურიერის” ეთერში განაცხდა, რომ არ იცის რა მიზეზით არ არის “გირჩისა” და “მოქალაქეების” ხელმოწერა ოპოზიციის იმ განცხადებაზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

თინა ბოკუჩავა ვერ ხედავს პრობლემას, ეს პარტიები პოსტ ფაქტუმ შეუერთდნენ ამ განცხადებას, თუკი მის სულისკვეთებას იზიარებენ.

“ალბათ გახსოვთ, როდესაც ახლო წარსულში ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან საუბარი იყო მათ განკვეთაზე, დასჯაზე და ა.შ. ჩვენ არ ვიზიარებდით ამგვარ დამოკიდებულებას. მათ შორის, ნიკა მელიამ და მეც, არაერთ ეთერში ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება გამოვხატეთ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა და ის მიდგომა, რასაც ოპოზიციური განწყობის ამომრჩეველი ელის იმ სხვადასხვა პარტიებისგან, რომელთაც მათ მხარი დაუჭირეს 31 ოქტომბრის არჩევნებზე და ეს არის მოსახლეობის უმრავლესობა, ივანიშვილის მიერ გადაწერილი საარჩევნო შედეგითაც კი.

არ ვიცი ეს ტექნიკური მიზეზები ჰქონდა, რომ ისინი არ იყვნენ წარმოდგენილი თუ სხვა მიზეზები, თუმცაღა, თუ ისინი იზიარებენ ამ განცხადების სულისკვეთებას, შეუძლიათ შეუერთდნენ ამ განცხადებას. ეს არაერთხელ მომხდარა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც” კი, რომელიც ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიაა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც პარტიების ნაწილი რაღაც განცხადებას გამოაქვეყნებდა და ჩვენ ვდგებოდით სიტუაციაში, როდესაც უბრალოდ უნდა დავთანხმებოდით ამას. რა თქმა უნდა, სჯობს თავიდანვე იყოს ჩართული ყველა პარტია, მაგრამ ხანდახან ხდება, რომ ეს ვერ ხერხდება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.  იმაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, რომ თუ განცხადების  სულისკვეთებას იზიარებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, რომ შემდეგ გაიზიაროს და საჯარო გახადოს მისი დამოკიდებულება იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ცხადი გახდეს მისი პოზიცია,”-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები

2021-01-26
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

შემდეგი სტატია

რომან გოცირიძე: წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით …

მსგავსი სტატიები

“ბიძინა ივანიშვილისგან ყოფილა შიგნით გუნდში დაპირისპირების წახალისება”

“ბიძინა ივანიშვილისგან ყოფილა შიგნით გუნდში დაპირისპირების წახალისება”

10 იან 2019
„ვფიქრობ, საქართველო სწორ გზას ადგას“

„ვფიქრობ, საქართველო სწორ გზას ადგას“

24 აპრ 2018
როგორ წარმოგიდგენიათ ევროპის რომელიმე სახელმწიფოში ან აშშ-ში პარლამენტის შენობების პიკეტირების მცდელობა?!

როგორ წარმოგიდგენიათ ევროპის რომელიმე სახელმწიფოში ან აშშ-ში პარლამენტის შენობების პიკეტირების მცდელობა?!

ირაკლი შალიკაშვილი 28 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge