NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

“გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

26 იან 2021 პოლიტიკა 811 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ფიქრია ჩიხრაძე განცხადებაზე საუბრობს, რომელიც ათმა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა, თუმცა ოპოზიციური ერთობის განცხადებაში არ არის “გირჩის” იმ ნაწილის ხელმოწერა, რომელსაც იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი წარმოადგენენ. ასევე, დოკუმენტს არ აქვს “მოქალაქეების” ხელმოწერა.

ფიქრია ჩიხრაძე სწორედ ამ საკითხზე საუბრობს, რატომ არ იყო წერილზე ამ ორი პარტიის ხელმოწერა.

“ვითარება არის ასეთი, რომ პარლამენტში აღმოჩნდა გარკვეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა. ამ პოლიტიკური ძალების უდიდესმა ნაწილმა დაწერა განცხადებები პარლამენტის დატოვების თაობაზე და შესაბამისად, ჩაიხსნა სიები, რადგანაც არ წასულიყო პროცესი ადგილმონაცვლეობის მიერ ადგილების დაკავებისა პარლამენტში არჩეული წევრების სანაცვლოდ.

ეს გააკეთა რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ და ამ იდეას, ამ აქტს, მხარს უჭერს ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პარლამენტში არ ფლობენ მანდატებს, მაგრამ ამბობენ, რომ რომ არ ყოფილიყო გაყალბება, მათი წარმომადგენლობა პარლამენტში იქნებოდა, ან შეიძლება არ ჰქონდეთ წარმომადგენლობა პარლამენტში, მაგრამ ამ საპროტესტო აქტს, გაყალბების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს, მხარს უჭერენ.

ამ შემთხვევაში, აქ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ არიან გირჩი და მოქალაქეები, რომ მათ არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე. ანუ, აქ ის კი არ არის, ვინ შედის პარლამენტში, აქ არის პირიქით, უკუღმა, ვინ ტოვებს პარლამენტის მანდატს,“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ეთერში, იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც გუშინ, “დღის კურიერის” ეთერში თქვა, რომ შეხვედრის თაობაზე, რომელიც “ლელოს” ოფისში გაიმართა, მას არ აცნობეს.

ფიქრია ჩიხრაძე მიზეზებს განმარტავს, რატომ არ იყო შეხვედრაზე იაგო ხვიჩა და ამბობს, რომ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.

“თქვენ იცით, რომ ვადა იწურება პროცედურულად. ანუ, მანდატების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკვე პარლამენტმა, ამას ითხოვს პარლამენტის რეგლამენტი. შესაბამისად, ამის თაობაზე ვიმსჯელეთ იმ  პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც ეს განაცხადი პარლამენტის დატოვების თაობაზე დაწერილ გვაქვს. არაფერი უცნაური და გაურკვეველი ამაში არ არის,“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძე.

კომენტარები

2021-01-26
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რატომ აღმოჩნდა ოპოზიციის საერთო განცხადების მიღმა “გირჩი”: “არავის უთქვამს”

შემდეგი სტატია

“მოქალაქეებს” და “გირჩს” შეუძლიათ შეუერთდნენ ოპოზიციის განცხადებას, თუკი იზიარებენ მის სულისკვეთებას

მსგავსი სტატიები

დონალდ ტუსკი: საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია

დონალდ ტუსკი: საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია

23 ნოე 2017
გავლენიანი მღვდელმთავარი ხელისუფლების წინააღმდეგ – მეუფე გრიგოლის სკანდალური განცხადება

გავლენიანი მღვდელმთავარი ხელისუფლების წინააღმდეგ – მეუფე გრიგოლის სკანდალური განცხადება

14 იან 2019
ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა

ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა

14 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge