NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»რომან გოცირიძე: წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით …

რომან გოცირიძე: წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით …

26 იან 2021 საზოგადოება 420 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი!“ ან “ტროას ცხენი” ხარ – მეთქი, რომ ვუწოდო – პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე!“- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე თავისი თანაპარტიელის გიორგი ბარამიძის კრიტიკას, რომელიც გოცირიძის მხრიდან ბათუმში, დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის ფაქტთან დაკავშირებით სიტყვა „ბრბოს“ გამოყენებას მოჰყვა.

როგორც რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ბოდიშის მოხდისკენ მოწოდება არასერიოზული განცხადებაა. ამასთან, გოცირიძის თქმით, ის არასდროს პარტიული თუ საარჩევნო კონიუნქტურით არ იმოქმედებს, სადაც საჭირო იქნება სიმართლეს იტყვის და ერთკვირიან კრიტიკას აიტანს.

„ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა გია ბარამიძემ ამ ადგილიდან, ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა აბრაამ ლინკოლნის ციტატის გამოყენებისთვის მეც და სალომე სამადაშვილსაც, თურმე ჩვენ აქტივისტებს ვუწოდეთ „ბრბო“. აბრაამ ლინკოლნის ციტატაში ნათქვამია, რომ „არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს განსჯის საგანი იყოს, სადაც ბრბო არის მასა“, ორტეგა – ი – გასეტის „მასების აჯანყებაში“ მასა და ბრბო სინონიმებია, 200 წლის წინ კაცმა სამართლებრივი კუთხით გამოიყენა ტერმინი, რომელიც კოლექტივს ნიშნავს ინდივიდუალიზმის საწინააღმდეგოდ. გია ბარამიძემ ეს გაიგო პირდაპირი მნიშვნელობით თითქოს და ბრბოში იგულისხმებოდა არა ფილოსოფიური ბრბო, არამედ ხულიგნური დაჯგუფება. წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს რომ ვუწოდო, ცხენი ან ვირი. ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი!“- ცნობილი ამბავია, რომ ბურიდანის ვირი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ახლა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგოს გია ბარამიძემ? ტროას ცხენი ხარ- მეთქი პარტიაში, რომ ვუწოდო?! ანუ შუღლს აგდებ მეთქი- პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე!

ბოდიშის მოხდისკენ მოწოდება არის არასერიოზული განცხადება.

მე მგონია,ყოველთვის ჯობია თქმა, უფრო მეტიც მგონია, რომ პარტია უნდა იყოს უფრო მეტად ღია, თუ გვინდა, რომ მოვიზიდოთ ახალი სისხლი და პარტია იყოს თანამედროვე ტიპის და არა ჩაკეტილი ორგანიზაცია, სადაც ინფორმაციის გაჟონვა, თურმე, არ შეიძლება რაღაც პრაგმატული მოსაზრების გამო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე განცხადებით, პარტიაში რაიმე სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. მისივე განმარტებით, პარტია ერთ ორიენტირზე არ არის აგებული და ეს ორიენტირი პარტიის განწყობის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს.

„გააზიარა მიხეილ სააკაშვილმა ეს ფაქტი, მან გააზიარა და გარკვეულწილად ირიბად მოწონება გამოხატა, მე მოწონება არ გამოვხატე, ისევე, როგორც სხვებმა, ისევე, როგორც ეკა ხერხეულიძემ, ისევე, როგორც მირდატ ქამადაძემ, აჭარაში ჩვენმა ლიდერმა, არავინ არ მოიწონა. გამოდის, რომ პარტია რაღაც ერთ ორიენტირზე არ არის დამოკიდებული და ის ორიენტირი შეიძლება პარტიის განწყობილების მიხედვით შეიცვალოს, ამიტომ, პირადად ჩემზე თუ არის საუბარი, არასდროს პარტიული თუ საარჩევნო კონუნქტურით არ ვიმოქმედებ, სადაც საჭიროა ვიტყვი სიმართლეს, ერთკვირიან კრიტიკას ავიტან,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

გია ბარამიძე რომან გოცირიძე სალომე სამადაშვილი 2021-01-26
ნინო ჩხეიძე
Tags გია ბარამიძე რომან გოცირიძე სალომე სამადაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“მოქალაქეებს” და “გირჩს” შეუძლიათ შეუერთდნენ ოპოზიციის განცხადებას, თუკი იზიარებენ მის სულისკვეთებას

შემდეგი სტატია

“ვახო მეგრელიშვილზე და იაგო ხვიჩიაზე მხოლოდ რომელიმე კარგ კომედი შოუში თუ დამიძახებენ, იქ ვისაუბრებ. ამ ხალხზე სერიოზულ საუბარს არ ვაპირებ”

მსგავსი სტატიები

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად დავამარცხებთ ამ ვერაგ დაავადებას. დარჩით სახლში!“

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად დავამარცხებთ ამ ვერაგ დაავადებას. დარჩით სახლში!“

ნინო ჩხეიძე 18 აპრ 2020

თბილისის ნაწილს 23 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

20 ოქტ 2017
“ბატონო კახა, თქვენ უკვე შესული ხართ თბილისის იმ დიდ მერებს შორის, რომლებმაც ეს ქალაქი ააშენეს …”

“ბატონო კახა, თქვენ უკვე შესული ხართ თბილისის იმ დიდ მერებს შორის, რომლებმაც ეს ქალაქი ააშენეს …”

ნინო ჩხეიძე 03 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge