NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

25 იან 2021 პოლიტიკა 101 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართული აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრიასას განაცხადა, ახლა „ერთგვარი გახურება მიმდინარეობს დიდი პოლიტიკური პროცესის წინ“.

„ნებისმიერ ქვეყანაში ასე ხდება, ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ ხელისუფლების შეცდომები ან ის პრობლემები გამოიყენოს, რაც საზოგადოებაში არსებობს. ეს არის კლასიკური პოლიტიკური პროცესი, მთავარია ეს ყველაფერი ეტეოდეს კონსტიტუციის ფარგლებში. ეს არის ტესტი იმისა, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება საგაზაფხულოდ გარკვეული მასშტაბის აკრეფა იმისათვის, რომ მთავარი პოლიტიკური ამოცანები იყოს გადაწყვეტილი. ერთგვარი გახურება მიმდინარეობს დიდი პოლიტიკური პროცესის წინ. სამწუხაროდ, არსებულ ხელისუფლებას საკმაოდ სუსტი ლეგიტიმაცია აქვს, რაც კიდევ უფრო დასუსტდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა თამაშიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა. ამ საზოგადოებისთვის უხერხულია კობახიძის ქვეყანაში ცხოვრება. შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ ის აღიქმებოდა ძალის ცენტრად, ერთგვარი სტაბილურობის გარანტად. დღევანდელ ხელისუფლებაში ეს განცდა შესუსტებულია. შესაბამისად, დელეგიტიმაციის მცდელობები გაგრძელდება. ვფიქრობ იმას, რაც დღეს ხდება, ანუ კანონის ზღვარზე სიარულს, ადგილი მერეც ექნება. შეიძლება ამას პრეცედენტული ხასიათიც ჰქონდეს და ქაოსისკენ მივდიოდეთ. ჩვენ სახელმწიფოს განვითარების არცერთი სფერო არ გვაქვს, სადაც სრული დეგრადაცია არ არის. როგორც სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ყველა მიმართულებით გვაქვს გაუარესება. ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს პოლიტიკური ჩიხი. ერთი კვირა გვაქვს დარჩენილი იმ წითელ ხაზამდე და იმ რუბიკონის გადალახვამდე, რის შემდეგაც, ფაქტობრივად, პოლიტიკური ჩიხი საბოლოოდ გაფორმდება. თუ ჩვენ ერთი კვირის შემდეგ მივიღებთ ჩაბეტონებულ, სტერილურ, ერთპარტიულ პარლამენტს, ბუნებრივია ეს სამომავლოდ ძალიან სერიოზული რისკების შემცველი მოცემულობა იქნება. ამის წინაისტორიას და საარტილერიო მომზადებასთან გვაქვს ახლა საქმე“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები

2021-01-25
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

შემდეგი სტატია

თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება – რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა, მათ შორის “ქართული ოცნებაც”

მსგავსი სტატიები

მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას – ნეგატიური მოლოდინები შეიქმნა იმის ფონზე, რაც მოხდა, მათ შორის იმ უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ, რომლებიც დღეს ტყუილებს ამბობენ

მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას – ნეგატიური მოლოდინები შეიქმნა იმის ფონზე, რაც მოხდა, მათ შორის იმ უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ, რომლებიც დღეს ტყუილებს ამბობენ

ირაკლი შალიკაშვილი 06 აგვ 2019
სასამართლო ივანიშვილს ბოლომდე ემსახურა და ის ამ ინსტრუმენტს უფრთხილდება

სასამართლო ივანიშვილს ბოლომდე ემსახურა და ის ამ ინსტრუმენტს უფრთხილდება

16 იან 2019

კახა კალაძე ნაძვის ხის ირგვლივ მისი საარჩევნო სლოგანის განთავსებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

14 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge